კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • დასელტა 5მგ 30 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 32.00 ლ
  • დასელტა არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს უწყობს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში:
1. რა არის დასელტა და რისთვის გამოიყენება
2. დასელტას მიღებამდე
3. როგორ მიიღება დასელტა
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. დასელტას შენახვის პირობნები შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1.რა არის დასელტა და რისთვის გამოიყენება

დასელტა არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს უწყობს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.
დასელტა ხსნის ალერგიულ რინიტთან (ცხვირის გასავლების ანთება, გამოწვეული ალერგიით, მაგალითად, თივის ცხელება ან ალერგია მტვრის ნაწილაკებზე) ასოცირებულ სიმპტომებს. Eეს სიმტომები მოიცავს ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, ცხვირის ქავილს, სასის ქავილს, თვალების გაწითლებას ან წყლიან თვალებს.

დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის გამონაყართან ასოცირებული სიმპტომების მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და გამონაყარს.

ამ სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და ეს გეხმარებათ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.
დასელტა ნაჩვენებია მოზდრილებისა და მოზარდებისათვის (12 წლის ასაკიდან).

2. დასელტას მიღებამდე
არ მიიღოთ დასელტა
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის, დასელტას რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან ლორატადინის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასელტას გამოყენებისას
- თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია
ასეთ შემთხვევაში, ან თუ ზუსტად არ იცით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

ბავშვები
დასელტა არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატების მიღება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.
ცნობილი არ არის დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.

დასელტას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დასელტას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.Oრსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასელტას მიღება რეკომენდებული არ არის.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზების მიღებისას პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ზოგიერთ ადამიანში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასელტას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დასელტა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება დასელტა
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან): მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას ექიმი დაადგენს ალერგიული დაავადების სახეობას და შესაბამისად დასელტას მიღების ხანგრძლივობას.
თუ ალერგიული რინიტი არის პერიოდულად მიმდინარე (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის განრიგს თქვენი დაავადების ისტორიის შეფასების საფუძველზე.
თუ ალერგიული რინიტი პერსისტენტული ხასიათისაა (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდი.
ჭინჭრის გამონაყარისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს სხვადასხვა სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ, აუცილებელია, რომ დაიცვათ ექიმის მითითებები.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დასელტა, ვიდრე უნდა მიგეღოთ
დასელტა უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის დასელტა, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დასელტას მიღება
თუ დაგავიწყდათ დასელტას დანიშნულ დროს მიღება, მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება და შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული განრიგის მიხედვით. Gგამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად დასელტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დესლორატადინის ბაზარზე გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება) (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

მოზრდილებში გვერდითი ეფექტები იყო ისეთივე, როგორიც დუმმყ ტაბლეტის მიღებისას. მიუხედავად ამისა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად აღინიშნა, ვიდრე დუმმყ ტაბლეტის შემთხვევაში. მოზარდებში, ყველაზე ხშირად აღინიშნა თავის ტკივილის შემთხვევები.
ბაზარზე გაშვებისას ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- გამონაყარი
- პალპიტაციები
- სწრაფი გულისცემა
- კუჭის ტკივილი
- გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
- ღებინება
- კუჭის გაღიზიანება
- დიარეა
- თავბრუსხვევა
- ძილიანობა
- დაძინების გაძნელება
- კუნთების ტკივილი
- ჰალუცინაციები
- შეტევები
- მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით
- ღვიძლის ანთება
- ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში დარღვევები.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება დასელტა
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადილას.
არ გამოიყენოთ დასელტა შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში ტენისაგან დაცვის მიზნით.
ტაბლეტის კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 თვის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დასელტა
- აქტიური სუბსტანცია არის დესლორატადინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
- სხვა ინგრედიენტები ტაბლეტის გულში: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქლორმჟავა (E507), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტალკი (E553ბ).
- სხვა ინგრედიენტები გარსში: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).

დასელტას აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ღია ლურჯი ფერის მრგვალი შემლოგარსული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

მუყაოს კოლოფში 7, 10, 20, 30, 50, 90 და 100 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებში ან 250 შემოგარსული ტაბლეტი პლასტმასის კონტეინერში.
ყველა შეფუთვის ზომის განთავსება ბაზარზე არ შეიძლება.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ბელგია
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +32 (0) 3 321 63 52

ბულგარეთი
“კრკა”-ს წარმომადგენლობა ბულგარეთში
ტელ: +359 (02) 962 34 50

ლუქსემბურგი
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +32 (0) 3 321 63 52

უნგრეთი
“კრკა მაგიარორსზაგ კერესკედელმი კფტ”
ტელ: +361 (0) 355 8490

ჩეხეთის რესპუბლიკა
“კრკა სრ, ს.რ.ო.”
ტელ: +420 (0) 221 115 150

დანია
“კრკა სვერიგე აბ”
ტელ: +46 (0) 8 643 67 66

გერმანია
“ტად ფარმა გმბჰ”
ტელ: +49 (0) 4721 6060

ესტონეთი
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო ესტონეთის ფილიალი

საბერძნეთი
“ქუალია ფარმა ს.ა.”
ტელ: +30 (0) 210 2832941

ესპანეთი:
“კრკა ფარმაცეუტიკა, ს.ლ.”
ტელ: +34 911610381

საფრანგეთი:
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +32 3 321 53 52

ირლანდია
“კრკა ფარმა Dუბლინ, ლტდ”.
ტელ: +353 87 995 7499

ისლანდია
“კრკა სვერიგე აბ”
ტელ: +46 (0) 8 643 67 66


იტალია
“კრკა, დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +39 069448827

კვიპროსი
“კიპა ფარმაკალ ლტდ.”
ტელ: +357 24 651 882

ლატვია
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +371 6 733 86 10

მალტა
“ეჯ ბუსტილ ლტდ.”
ტელ: +356 21445855

ნიდერლანდები
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +32 3 321 63 52

ნორვეგია
“კრკა სვერიგე აბ”
ტელ: +46 (0) 8 64367 66

ავსტრია
“კრკა ფარმა გმბჰ”, ვენა
ტელ: +43 (0) 1 66 24 300

პოლონეთი
“კრკა-პოლსკა სპ. ზ.ო.ო.”
ტელ: +48 (0) 22 573 7500

პორტუგალია
“კრკა ფარმაცეუტიკა, უნიპესოალ ლდა”
ტელ: +351 (0) 21 46 43 650

რუმინეთი
“კრკა ღომანია ს.რ.ლ.”, ბუქარესტი
ტელ: +402 (0) 1 310 66 05

სლოვენია
“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო
ტელ: +386 (0) 1 47 51 100

სლოვაკეთის რესპუბლიკა
“კრკა სლოვენსკო, ს.რ.ო.”
ტელ: +421 (0) 2 571 04 501

სუომი/ფინეთი
“კრკა შვედეთი აბ”
ტელ: +46 (0) 8 643 67 66

შვედეთი
“კრკა შვედეთი აბ”
ტელ: +46 (0) 8 643 67 66

გაერთიანებული სამეფო
“კონსილიენტ ჰელს (უკ) ლტდ.”
ტელ: +44 (0) 2089562310

 

წინამდებარე დანართი ფურცელი ბოლოს შესწორდა 03/2012.

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu.