კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ეგისეპტი სპრეი 65გ
  •  
  • ფასი: 15.25 ლ
  • გამოყენების სფერო: კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.

გარეგანი გამოყენებისათვის!

კანის სადეზინფექციო აეროზოლი 65 გ

ბალონში 105 მლ ნომინალური მოცულობით.

 

შემადგენლობა:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის 1% სპირტიანი ხსნარი

ანტიმიკრობული სპექტრი:

ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვირუსიდი (მაინაქტივირებელი მოქმედებით B-ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსებთან მიმართებაში).

გამოყენების სფერო:

კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.

გამოყენებული კონცენტრაციები, მოქმედების დრო:

ვერტიკალურად განთავსებული ბალონიდან 6 სმ მანძლიდან ხსნარის შესხურება ხდება შესაბამის ადგილას და 10 წამის განმავლობაში ვლინდება ანტისეპტიკური მოქმედება. ცოცხალი მიკროორგანიზმებით ვაქცინაციისას აუცილებელია მოცდა 1 წუთის განმავლობაში ხსნარის გამოსაშრობად.

 

გაფრთხილება:

უკუნაჩვენებია გამოყენება ქლორჰექსიდინის ან იზოპროპილის სპირტისადმი მგრძნობელობისას.

ფეთქებადსაშიშროება:

აალებადი და ფეთქებადსაშიშია. კლასი F.

საშიშროება პრეპარატის გამოყენებისას:

ღ11 აალებადია

ღ36 იწვევს თვალების გაღიზიანებას.

ღ52/53 საშიშია წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს წყლის გარემოს ხანგრძლივი დაზიანება.

უსაფრთხოება პრეპარატის გამოყენებისას:

შ2 მოარიდეთ ბავშვებს.

შ3 შეინახეთ გრილ ადგილას.

შ13 არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან ერთად.

შ21 არ მოწიოთ პრეპარატის გამოყენებისას.

შ25 მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.

შ37 პრეპარატთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები.

შ29/35 არ უნდა მოხვდეს გამდინარე წყალში. აუცილებელია პრეპარატის სათანადო წესით გაუვნებელყოფა.

შენახვის პირობები:

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას, ღია ალის მოქმედებისა და აფეთქების წყაროებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

უტილიზაცია:

პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს როგორც საშიში ნარჩენების უტილიზაცია შესაფუთ მასალებთან ერთად. შეძლებისდაგვარად, გადაყარეთ ამ მიზნით აფთიაქებში არსებულ სპეციალურ კონტეინერებში.

ეკოტოქსიკოლოგია:

დაუშვებელია პრეპარატის ნარჩენების გადაყრა ბუნებრივ წყალსაცავებში, არხებში ან გამდინარე წყლის კომუნალურ ქსელში.

სერიის ნომერი და შენახვის ვადა მითითებულია ბალონის ძირზე.

შეფუთვა:

105 მლ მოცულობის ლითონის ბალონი, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით. მოყვება მისაწოდებელი საქაჩი და ფრქვევანა.