კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ლანტიგენ B 18მლ.. სუსპენზია
  •  
  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაგ. რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი).

შემადგენლობა 

1 მლ სუსპენზია შეიცავს:
Streptococcus pneumoniae 3 63,2 ანტიგენური ერთეულის, 
Streptococcus pyogenes A 126,2 ანტიგენური ერთეულის,
Branhamella catarrhalis 39,9 ანტიგენური ერთეულის,
Streptococcus aureus 79,6 ანტიგენური ერთეულის, 
Haemophylus influenzae b 50,2 ანტიგენური ერთეულის,
Klebsiela pneumoniae 39,8 ანტიგენური ერთეულის ანტიგენურ ექსტრაქტებს და დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატ 80-ს, ქლორჰექსიდინის დიაცეტატს, თიმეროსალს და გამოხდილ წყალს.

ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაგ. რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი).

მიღების წესები და დოზები
აუცილებელია, რომ წვეთები ცოტა ხნით გაიჩეროთ პირის ღრუში, უმჯობესია – ენის ქვეშ, ისე რომ არ გადაყლაპოთ, რათა სუსპენზია გავრცელდეს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის სანერწყვე სეკრეტში და დააჩქაროს შეწოვა. 
ახალშობილებს ლანტიგენ B შეიძლება მიეცეს ძილის დროს, წვეთების ტუჩსა და ქვედა ღრძილებს შორის მოთავსებით. გარდა ენის ქვეშ მიცემისა, ასევე რეკომენდირებულია საკონტაქტო არეალის გაფართოება ლანტიგენ B- ს ერთი ან ორი წვეთის ჩაწვეთებით ნესტოებში, ღამით, ძილის წინ. 

3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 15 წვეთი დილით, უმჯობრესია უზმოზე, ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი საღამოს, ძილის წინ. 
10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია უზმოზე, და 15 წვეთი საღამოს, ძილის წინ.
მკურნალობიხ ციკლი: 
მკურნალობის ერთი ციკლისათვის საჭიროა: 
- ორი ბოთლი მოზრდილთათვის და ერთი ბოთლი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, შესაბამისი დოზირებით; 
- ამის შემდეგ მიღება უნდა შეწყდეს 2-3 კვირით;
- მკურნალობის გაგრძელებისას – ერთი ბოთლი მოზრდილთათვის და ნახევარი ბოთლი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, შესაბამისი დოზირებით; ცივი ამინდების დადგომისას თავის დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია რომ მკურნალობის კურსი დაწყებული იქნას ცივი ამინდების დადგომისთანავე და განმეორდეს 3-4 თვის შემდეგ. 
გახსნა:
1) შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით ლუქი შემდეგნაირად: 
ძლიერად მოქაჩეთ ხუფის შუაში მოთავსებული პლასტიკური ლენტა, გამოსწიეთ გარეთ და შემოხსენით ბოთლის გარშემო მოტრიალებით. 
2) მოხსენით ხუფი და ამოატრიალეთ ბოთლი, შემდეგ მოუჭირეთ დისპენსერს საჩვენებელი და ცერა თითი და გადმოასხით სუსპენზიის საჭირო რაოდენობა. 
გამოყენება 
ლანტიგენ B-ს ერთი დოზა მოზრდილებისათვის, მიიღება ბოთლის გადმოტრიალებით და 15 წვეთის გადმოსხმით დისპენსერიდან.
ლანტიგენ B- ს ნახევარი დოზა ბავშვებისათვის, მიიღება ბოთლის გადმოტრიალებით და 7-8 წვეთის გადმოსხმით დისპენსერიდან.

გვერდითი მოვლენები
წამლის პირველი მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების დროებითი გაუარესება, მაგრამ ასეთი რეაქციები იშვიათი და უმნიშვნელო ხასიათისაა. თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ზემაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში უკუჩვენებები უცნობია.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას
უცნობია

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის შემთხვევებში პრეპარატის ეფექტი უცნობია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უცნობია

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ. სუსპენზიაში აგლომერატების შემთხვევითი არსებობა საფრთხეს არ უქმნის პროდუქტის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.
პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს თიმეროსალს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ზემგრძნობელობითი რეაქციები. 
სპეციალური გაფრთხილება
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ არაუმეტეს 25oC-ზე. 
ვარგისია 36 თვის პერიოდში.