კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ლიოტონი 1000 30გრ. ჟელე
  •  
  • ფასი: 16.20 ლ
  • ჩვენებები ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლული. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა



საერთაშორისო დასახელება - heparin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C05BA03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
; პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები

100 გ გელი შეიცავს: 100 000 სე ჰეპარინს.

სხვა კომპონენტები: კარბომერი 940, მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნეროლის ზეთი (ნარინჯის ყვავილის ზეთი), ლავანდის ზეთი, ეთილის სპირტი, ტრიეთანოლამინი, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიოტონი 1000® გელი წარმოადგენს ჰეპარინის ფუძეზე დამზადებულ გარეგანი გამოყენების პრეპარატს გელის ფორმით; ამიტომ იგი გამოიყენება პათოლოგიური, ანთებითი ან ტრავმული მდგომარეობის ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული სისტემური თერაპიისათვის, კანის გზით შესული პრეპარატი ავლენს სასურველ ანტიექსუდაციურ, შეშუპების საწინააღმდეგო, შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას.
ამის გამო, ლიოტონი 1000® გელი ფართოდ გამოიყენება უპირატესად ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ (თერაპია და სისხლძარღვთა ქირურგია), აგრეთვე ტრავმებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ (ტრავმატოლოგია / ორთოპედია).
პრეპარატი ხასიათდება კარგი ადგილობრივი და ზოგადი ამტანობით.

ჩვენებები
ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლული. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები.
ტრავმები და დაჟეჟილობა; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები. კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმული დაზიანებები.

მიღების წესები და დოზები

კანის დაზიანებული უბნებზე ხდება 3-10 სმ სიგრძის გელის წასმა 1-დან 3-ჯერამდე დღეში კანში ფრთხილი შეზელვით.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო და პრეპარატის გამოყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის.

უკუჩვენება
ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ შეიძლება ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება და ქავილი, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები
ჰემორაგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით.
ლიოტონი 1000® გელი არ გამოიყენება სისხლდენის შემთხვევაში, ღია ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე, აგრეთვე ინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების შემთხვევაში.
დამხმარე ნივთიერების სახით ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ პარაბენზე ალერგიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების სპეციფიური მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ორალურ ანტიკოაგულანტებთან ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს პაციენტებში პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25˚C პირობებში,
5 წელი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ