კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ნალგეზინი ფორტე 60 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 0.00 ლ
  • ნალგეზინი ფორტე წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

ნალგეზინ ფორტე 550მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ნაპროქსენი
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია პრეპარატის მიღებამდე.
● საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
● თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
● აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების
მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის.
● თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც
არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, მაშინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის ნალგეზინ ფორტე და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ ნალგეზინ ფორტეს გამოყენებამდე
3. ნალგეზინ ფორტეს მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ნალგეზინ ფორტეს შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ნალგეზინ ფორტე და მისი გამოყენება
პრეპარატი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო
საშუალებას. აღნიშნული თვისებები განპირობებულია მის მიერ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას
ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვით.
ტაბლეტები სწრაფად იხსნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ანალგეზიურ ეფექტს. იგი აგრეთვე
თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
ნალგეზინი გამოიყენება:
–თავის ტკივილის
–კბილის ტკივილის
–კუნთების ტკივილის
–სახსრების ტკივილის
–ხერხემლის ტკივილის
–მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად
–შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის
ნალგეზინ ფორტე უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს
ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
2. რა უნდა იცოდეთ ნალგეზინ ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ნალგეზინ ფორტე:
–თუ თქვენ ჰიპერმგრძნობიარე ხართ აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე.
–კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, წყლულოვანი კოლიტისას;
–თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
–პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ კი პაციენტს ადრე აწუხებდა
გასტროდუოდენალური სისხლდენა;
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენების წინ სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში: თუკი აღინიშნება კანზე
გამონაყარი ან პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ ქრონიკული დაავადების გამო, ან
ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენებოდა სხვა რომელიმე ანალგეზიური საშუალება.
იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ახალი ან მოულოდნელი სიმპტომები, ან მათი გაუარესება,
ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება, კუჭის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭიროა პრეპარატის
მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილეა საჭირო თირკმელების, ღვიძლის, გულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების,
ჰემოპოეზის დარღვევის დროს, პრეპარატისა და ალკოჰოლური სასმელის ერთდროულმა გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენა.
სიფრთხილეა საჭიროა, როდესაც პაციენტი, ადრე იყენებდა სხვა ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს და აღენიშნებოდა ურტიკარია, სახის შეშუპება, ასთმის შეტევა და
შოკი.
თუ პრეპარატის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სასურველი ეფექტი და/ან 3 დღის
განმავლობაში არ შემცირდება სხეულის ტემპერატურა, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და
მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

სხვა სამედიცინო პრეპარატები და ნალგეზინ ფორტე.
გთხოვთ წინასწარ შეატყობინოთ ექიმს თუ იღებდით ან ღებულობთ სხვა პრეპარატებს ნალგეზინ
ფორტეს დანიშვნამდე, რომელიც ხელმისაწვდომია ექიმის რეცეპტის გარეშე:
–სხვა ანალგეტიკებს
–იგივე შემცველობის პრეპარატებს, როგორიცაა ნალგეზინ ფორტე
–სისხლის შედედების ხელშემწყობ პრეპარატებს
–წნევის სამკურნალო პრეპარატებს
–დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს (მაგ.სულფონილურეა)
–ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (მაგ.ჰიდანტონის წარმოებულები)
–შარდმდენებს (მაგ.ფუროსემიდს)
–ფსიქიკური აშლილობის პრეპარატებს (მაგ.ლითიუმს)
–იმუნური რეაქციის პრეპარატებს (მაგ.ციკლოსპორინს)
–კობოს და რევმატოიდული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (მაგ.მეტოტრექსალი)
–შიდსის სამკურნალო პრეპარატებს (მაგ.ზიდოვუდინი)
ნალგეზინ ფორტეს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ და მიაყოლეთ წყალი. შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ, ჭამის დროს
ან ჭამის შემდეგ. ალკოჰოლთან მიღებამ შეიძლება გაზარდოს რისკი კუჭიდან სისხლდენისა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებისათვის ამ პრეპარტის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის დროს
დადასტურდა ორსულობის ფაქტი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც მიიღებს
გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.
ლაქტატში პრეპარატის შეღწევის შესახებ სარწმუნო მონაცემების არარსებობის გამო მკურნალობის
პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
ნებისმიერი წამლის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
ნალგეზინ ფორტე ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე გავლენას არ ახდენს.
ნალგეზინ ფორტე შეიცავს ნატრიუმს
ნალგეზინ ფორტე შეიცავს 2,18მმლ ნატრიუმს (თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ნატრიუმს).
ნატრიუმის გაზრდილი რაოდენობის მიღება შეიძლება საშიში იყოს პაციენტისათვის, რომელიც
დიეტის დროს მცირე რაოდენობის ნატრიუმს იღებს.
3. ნალგეზინ ფორტეს მიღების წესი
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია პრეპარატის მიღებამდე. პრეპარატი ექიმის
კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება.
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა ტკივილის გასაყუჩებლად შეადგენს 550მგ–დან
(1ტაბლეტიდან) 1100მგ–მდე (2ტაბლეტამდე). საწყისი დოზა არის 550მგ, შემდეგ გააგრძელეთ 275მგ
(ნახევარი ტაბლეტის) დამატებით ყოველ 6-8საათში. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია და ის დანიშნავს
ზუსტ დოზას თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს
1650მგ (3ტაბლეტს).
მიღება მოზრდილებში და ბავშვებში
მოზრდილებში და 16 წლის ზევით ბავშვებში – რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა ტკივილის
გასაყუჩებლად შედაგენს 550მგ–დან (1ტაბლეტიდან) 1100მგ–მდე (2ტაბლეტამდე). საწყისი დოზა არის
550მგ, შემდეგ გააგრძელეთ 275მგ (ნახევარი ტაბლეტის) დამატებით ყოველ 6-8საათში. გაიარეთ ექიმის
კონსულტაცია და ის დანიშნავს ზუსტ დოზას თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა შეადგენს 1650მგ (3ტაბლეტს).
2–დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში – მიეცით დოზით 10მგ/კგ/1დღეში ყოველი 12საათიანი
ინტერვალით. 2–დან 16წლამდე ბავშვებს არ მისცეთ ნახევარზე მეტი აბი ერთ დოზაში.
ხანდაზმულ პაციენტებში – რეკომენდირებულია გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა
თირკმლის დაავედების მქონე პაციენტებში ნალგეზინ ფორტე დიდი სიფრთხილით ინიშნება.
ღვიძლის დაავედების მქონე პაციენტებში ნალგეზინ ფორტე დიდი სიფრთხილით ინიშნება.
თუ გრძნობთ, რომ პრეპარატი უფორ ძლიერ მოქმედებს ან უფრო სუსტად, ვიდრე განსაზღვრულია,
შეატყობინეთ თქვენს ექიმს
ჭარბი დოზირება
ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, ყურებში
შუილი, იშვიათად სისხლდენა, სისხლის შეგუბება, გულის წასვლა, სუნთქვის შეგუბება, თირკმლის
უკმარისობა. საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
დოზის გამოტოვება
ნალგეზინ ფორტეს დოზის მიღების გამორჩენისას, მის საკომპენსაციოდ გაორმაგებული დოზის
მიღება არ შეიძლება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზირებით.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნალგეზინ ფორტეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პრეპარატს, შეუძლია გამოიწვიოს
არასასურველი ეფექტები:
ძალიან ხშირად 10პაციენტიდან 1–ზე მეტ ადამიანზე
ხშირად 100პაციენტიდან 1–დან 10–მდე ადამიანზე
ჩვეულებრივ 1000პაციენტიდან 1–დან 10–მდე ადამიანზე
იშვიათად 10000პაციენტიდან 1–დან 10–მდე ადამიანზე
ძალიან იშვიათად 10000პაციენტიდან 1–ზე მეტ ადამიანზე
უცნობია მონაცემები არ არსებობს
ხშირად:
–შეკრეულობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს ანთება
–თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
–ქავილი, კანზე გამონაყარი, კანის არ ლორწოვანი გარსის ჰემორაგია
–ყურებში შუილი
–დაქვეითებული ხედვა
–ქვედა კიდურების შეშუპება
–ოფლიანობა
–ქოშინი
ჩვეულებრივ:
–კუჭ–ნაწლავური სისხლდენა ან კუჭის პერფორაცია
–ცვლილებები ღვიძლის ფერმენტებში, სიყვითლე
–დეპრესიულობა, ძილის დარღვევა
–კუნთების მოდუნება და ტკივილი
–თმის ცვენა
–სმენის დაქვეითება
–გულის ინფარქტის რისკის გაზრდა
–ცხელება – ტემპერატურის მატება
–მენსტრუალური პრობლემები
–თირკმლის ფუნქციების დარღვევა
–ცვლილებები სისხლში (ეოზინოფილია, გრანულოციტოფენია, ლეოკიფენია, თრომბოციტოფენია)
–ფილტვების ანთება
გვერდითი მოვლენები, რომლის დროსაც არ არის ცნობილი ნაპროქსენის ზემოქმედების ფაქტორი:
–ცვლილებები სისხლში (აპლასტიკური ანემია, ჰემოლიტური ანემია)
–ცენტრალური ნერვული სისტემის ანთება, ფსიქიკური დარღვევები
–კანის ალერგიული რეაქციები
–პირის ღრუს ანთება
–სისხლძარღვთა ანთება
–ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შაქრის მაღალი ან დაბალი დონე სისხლში
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, საჭიროა
ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
5. ნალგეზინ ფორტეს შენახვის წესი
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ყუთში სინათლისგან დასაცავად
არ მოიხმაროთ ნალგეზინ ფორტე ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებული აქვს კოლოფზე. თუ
თარიღი არ არის მითითებული, ჩათვალეთ, რომ თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გააყოლებთ პრეპარატს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს როგორ გაანადგუროთ
პრეპარატი, რომელსაც აღარ მოიხმართ. ამით დაიცავთ გარემოს.
6. დამატებითი ინფორმაცია
ნალგეზინ ფორტეს შემცველობა
აქტიური ნივთიერებაა ნაპროქსენის ნატრიუმი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
შეიცავს 550მგ ნაპროქსენის ნატრიუმს, რაც ექვივალენტია 500მგ ნაპროქსენის.
დამატებითი ნივთიერებებია – პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ე460), ტალკი (ე553ბ),
მაგნიუმის სტეარატი (ე572), ჰიპრომელოზა (ე464), ტიტანის ოქსიდი (ე171), მაკროგოლი 8000 და
ინდიგოკარმინი (ე132) თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
ნალგეზინ ფორტეს გამოშვების ფორმა
ნალგეზინ ფორტე არის არის მუქი ლურჯი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
შუაში გამყოფი ხაზით. ტაბლეტი შეიძლება თანაბრად გაიყოს შუაზე. გამოდის ბლისტერის სახით 10,
20, 30, 50, 60 ან 90ტაბლეტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
კრკა, დ.დ. ნოვო მესტო, სმარჯესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია