კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ტურბომიკრონ G 500მგ 60 ტაბლეტი GMP
  •  
  • ფასი: 0.00 ლ
  • ტურბომიკრონ G არის ვენომატონიზირებელი პრეპარატი: იგი ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების რეზისტენტობას (მცირე სისხლძარღვების). ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობასთვის დამახასიათებელი შეშუპების და სიმპტომების მოკლევადიანი შემსუბუქებისთვ

გამოყენების ინსტრუქცია: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
ტურბომიკრონ G, 500 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
მიკრონიზირებული გასუფთავებული ფლავონური ფრაქცია
ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. P
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაინიშა მხოლოდ თქვენთვის.Aარ ურჩიოთ იგი სხვებს. მან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების ნიშნების მსგავსია.
- ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არაა აღწერილი მოცემულ ანოტაციაში (იხილეთ ნაწილი 4), მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანოტაციაში იხილეთ:
1. რა არის Dტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ, სანამ გამოიყენებდეთ ტურბომიკრონ G -ს
3. როგორ გამოიყენება ტურბომიკრონ G
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ტურბომიკრონ G
6. სხვა ინფორმაცია

1. რა არის ტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენება
ტურბომიკრონ G არის ვენომატონიზირებელი პრეპარატი: იგი ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების რეზისტენტობას (მცირე სისხლძარღვების).
ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობასთვის დამახასიათებელი შეშუპების და სიმპტომების მოკლევადიანი შემსუბუქებისთვის (ორი ან სამი თვე).

2. რა უნდა იცოდეთ, სანამ გამოიყენებდეთ ტურბომიკრონ G -ს
არ გამოიყენოთ ტურბომიკრონ G
თუ თქვენ ხართ ალერგიული დიოსმინის, სხვა ფლავონოიდების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სანამ დაიწყებდეთ ტურბომიკრონ G-ს გამოყენებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება მოზარდებში ან ბავშვთა ასაკში.
ტურბომიკრონ G სხვა პრეპარატებთან მიმართებაში
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მომავალში დაიწყოთ მიღება, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცნობები, პრეპარატის ურთიერთქმედების შესახებ საკვებთან ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ნუ მიიღებთ პრეპარატს საკუთარი ინიციატივით, თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ტურბომიკრონ G საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან მიმართებაში
არ არსებობს ცნობები პრეპარატის საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, თუ ფიქრობათ რომ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს მტკიცებულებები პრეპარატის ადამიანზე მავნე ზემოქმედების შესახებ. დიოსმინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, პრეპარატის შესაძლო სარგელის საფუძვლიანი შეფასებით.
ღადგან არ არსებობს ცნობები, პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ, მკურნალობის მსვლელობისას ბაშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არსებული მონაცემების საფუძველზე, დიოსმინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობაზე.
3. როგორ გამოიყენება ტურბომიკრონ G
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის ქონის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა: 2 ტაბლეტი დღეში, ტაბლეტების მიღება ხდება ცალკ-ცალკე, ერთი ტაბლეტი სადილის დროს, ხოლო მეორე საღამოს, ჭამის დროს.
პრეპარატის გამოყენება მოზარდებში და ბავშვთა ასაკში
დიოსმინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტირაოდენობით ტურბომიკრონ G
დიოსმინის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ჭარბი დოზირების ან პრეპარატის გაუთვალისწინებელი მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და აცნობეთ მიღებული პრეპარატის დასახელება და რაოდენობა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტურბომიკრონ G-ს მიღება
მნიშვნელოვანია, ეს პრეპარატი მიიღოთ ყოველ დღე. თუმცა, თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე დოზის მიღება, მომდევნო დოზა მიიღეთ რაც შეიძლება სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ პრეპარატის გაორმაგებული დოზა, გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია ქვევით, შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან მნიშვნელოვანი: შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში;

მნიშვნელოვანი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში;
უმნიშვნელო: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში;
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში;
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში;
გაურკვეველი: არსებული მონაცემების საფუძველზე მისი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.

მნიშვნელოვანი: მსუბუქი გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და დუსპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა).
იშვიათი: თავის ტკივილი, ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, თავბრუსხვევა. კანის რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, გაღიზიანება.
თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ნახსენები ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ტურბომიკრონ G
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.
პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, როდესაც მათი მიღება აღარ გესაჭიროვებათ. ეს ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტურბომიკრონ G
- აქტიური სუბსტანცია - Dმიკრონიზირებული გასუფთავებული ფლავონური ფრაქცია (500 მგ თითო ტაბლეტში), რომელიც შეიცავს დიოსმინს (450 მგ) და ფლავონოიდებს ჰესპერიდინის სახით (50 მგ).
- სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი E553ბ, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და opadry orange (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E464, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის ყვითელი ოქსიდი

(E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172 ), მაკროგოლ 6000, მაგნიუმის სტეარატი).
ტურბომიკრონ G გარეგანი სახე და შეფუთვის შემცველობა
ტურბომიკრონ G არის მოგრძო ფორმის, ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს ნაჭდევით.
პრეპარატი მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში. 30 ან 60 ტაბლეტი შეფუთულია ალუმინის და პოლივინილქლორიდის ბლისტერებში.
მწარმოებელი
KERN PHARMA, S.L. Polígono Ind. Colón II Venus 72
08228 Terrassa (Barcelona). Spain
წარმოებულია GM Pharmaceuticals Ltd. - თვის.
სავაჭრო ლიცენზიის და რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd., PSP group
65, Phonichala Str., Tbilisi, Georgia