კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ორამინ F 30 კაფსულა
  •  
  • ფასი: 58.85 ლ
  • ორამინ -F ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს: - ჰიპო- და ავიტამინოზი მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან; - გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარ



შემადგენლობა

ორამინ -F-ის ერთი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი................................................................... 50 მგ
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე).......................................... 10 მგ
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A)......................... 2500 ს.ე.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2)................................ 400 ს.ე
dl-α- ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E).............. 45 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1)................................... 2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2).............................................. 2 mg
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).........2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)....................................... 100 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3)............................................. 20 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5)..................... 30 მგ
ციანკობალამინი (ვიტამინი B12)....................................... 6 მკგ
რკინის ფუმარატი.................................................................... 27.38 მგ
სპილენძის სულფატი............................................................. 7.86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი................................................................... 66.34 მგ
თუთიის ოქსიდი....................................................................... 5 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო.............................. 307.5 მგ
მანგანუმის სულფატი............................................................. 3 მგ
კალიუმის სულფატი.............................................................. 18 მგ 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორამინ -F შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ -F -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს. 
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე)შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადაპტოგენური თვისებები.
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას. დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში. 
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში. კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში. თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენებები
ორამინ -F ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ჰიპო- და ავიტამინოზი მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
- ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
- იმპოტენცია მამაკაცებში;
- სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
- მკაცრ დიეტაზე მყოფი პირებისთვის;
- დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
- თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
- ოფთალმოქსეროზის და “ღამის სიბრმავის” დროს;
- რაქიტის დროს ძვლოვანი ქსოვილის და კბილების არასრული განვითარებისას; 
- ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს;
- ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი - 2-4 კვირა.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- 12 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები
ორამინ -F- ის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
ორამინ -F- ის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბები შემთხვევები არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორამინ -F- არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა - 3 წელი. 
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 25oC ტემპერატურამდე. 
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ!