კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ნიამარინი ცხვირის სპრეი 30მლ GMP
  •  
  • ფასი: 14.09 ლ
  • ჩვენებები: - ყოველდღიური ჰიგიენა და ცხვირის ღრუს გამოსუფთავება; - ცხვირის გამომშრალი ლორწოვანის დატენიანება; - რინიტის, სინუსიტის, თივის ცხელების(ალერგიის) დროს...

ცხვირის ღრუს ლორწოვანის

დამატენიანებელი და გამწმენდი საშუალება
ატლანტის ოკეანის წყალი
ნიამარინი
სტერილური იზოტონური ატლანტის ოკეანის წყალი ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
ნატურალური იზოტონური ნაზალური სპრეი შეიცავს ატლანტის ოკეანის გაწმენდილ წყალს დამხმარე ნივთიერებების გარეშე, მდიდარია მინერალებითა და მიკროელემენტებით, მიღებულია ატლანტის ოკეანის ღრმა ფენების წყლისგან.
გამოიყენება ყოველდღიური ჰიგიენისთვის და ხელს უწყობს ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას. მარილები, რომლებსაც ოკეანის ღრმა ფენების წყალი შეიცავს, ათხევადებს ცხვირის ლორწოვანის სეკრეტს, ათავისუფლებს ზედმეტი გამონადენისგან და ამშვიდებს ცხვირის ლორწოვანს გაციების და გრიპის დროს. გამოდევნის მტვერს, ჭუჭყს და ალერგენებს, ხელს უწყობს თავისუფალ სუნთქვას. ოკეანის წყლის ნაზალური სპრეის ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს ქიმიკატებსა და კონსერვანტებს. რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის ჰიდრატაციას, რაც ეფექტურად იცავს ბაქტერიული, ვირუსული ინფექციებისა და ალერგიებისგან.
ჩვენებები:
- ყოველდღიური ჰიგიენა და ცხვირის ღრუს გამოსუფთავება;
- ცხვირის გამომშრალი ლორწოვანის დატენიანება;
- რინიტის, სინუსიტის, თივის ცხელების(ალერგიის) დროს;
- ინფექციებისა და ალერგიების დროს გაღიზიანებული ცხვირის ლორწოვანის დამშვიდება;
- ცხვირის ლორწოვანის სქელი და ბლანტი გამონადენის გათხელება და გამოდევნა ცხვირის ღრუდან, განსაკუთრებით ბავშვებში.
გამოყენების წესები: მოხსენით თავსახური აპლიკატორს, შემდეგ ფრთხილად მოათავსეთ შესასხურებლის(აპლიკატორის) დაბოლოება ცხვირის ნესტოში და დააჭირეთ 1-2-ჯერ. სპრეის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი კუთხით.
დოზირება: ჩვილებში (6 თვიდან) და ბავშვებში 6 წლამდე: 1 დოზა(შუსხურება) თითოეულ ნესტოში, დღეში რამდენჯერმე მდგომარეობის მიხედვით. ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1-3 დოზა(შესხურება) თითოეულ ნესტოში, დღეში რამდენჯერმე მდგომარეობის მიხედვით.
შემადგენლობა: ატლანტის ოკეანის გაწმენდილი წყალი (იზოტონური) დამხმარე ნივთიერებების გარეშე.
შეფუთვა: 30 მლ სპრეი, 50 მლ, 100 მლ სპეციფიკური BOV ტექნოლოგიით წნევის ქვეშ დაწნეხილი.
ინგრედიენტები: ნატურალური, იზოტონური, ატლანტიკის ოკეანის გაწმენდილი წყალი.
სიფრთხილის ზომები: ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ერთი ნაზალური სპრეი გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პერსონამ. ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორის დაბოლოება. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გაფრთხილება: 50 მლ და 100 მლ კონტეინერების შიგთავსი დაწნეხილია წნევის ქვეშ, და შესაძლებელია სიცხეში კონტეინერის გასკდომა. არ მოწიოთ. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

მწარმოებელი:
Idee PharmaWelt GmbH,
Westhafenstr.1, D-13353
ბერლინი, გერმანია
წარმოებულია GM Pharmaceuticals Ltd.-is დაკვეთით
მისამართი : ქ.თბილისი, ფონიჭალა 65.