კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
საკვები დანამატი / ვიტამინები
  • იმუტენსი PR 30 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 0.00 ლ
  • იმუტენსში შემავალი ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია ხასიათდება ძლიერი იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

იმუტენსი - იმისთვის რომ არასოდეს გახდეთ ავად !
იმუტენსში შემავალი ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია ხასიათდება ძლიერი იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ბეტა გლუკანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორია, ამერიკის კლინიკებში ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურა, რომ ბეტა გლუკანი იმდენად ძლიერი იმუნომოდულატორია, რომ კანის სიმსივნის დროს მისი კანქვეშ ინექცია მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის ზომას.
ასკილი გამოირჩევა თავისი სამკურნალო თვისებებით, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C -ს.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებებით, უზრუნველყოფს ორგანიზმის სტრესის მიმართ რეზისტენტობას, ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის და ალერგენების წინააღმდეგ, მონაწილეობს ფოლიუმის მჟავის, ჰორმონების, კოლაგენის, კატექოლამინების და რკინის სინთეზში. ვიტამინი C მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს კაპილარების განვლადობას.
ვიტამინი C-ეს და ასკილის კომბინაცია ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს.
თუთია არის მეტალი რომელიც გაციების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან იგი სწრაფად და ეფექტურად ხსნის გაციების სიმპტომებს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მეტაბოლიზმში, მონაწილეობს მნიშვნელოვანი ფერმენტების და პროტეინების სინთეზში. თუთია თრგუნავს რინოვირუსების რეპლიკაციას, მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციების მიმართ რეზისტენტულობას და აჩქარებს ჭრილობის შეხორცება.
დინდგელი გამოირჩევა ძლიერი ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატური მოქმედებით, ასტიმულირებს როგორც სპეციფიურ ისე არასპეციფიურ იმუნიტეტს, ასტიმულირებს ფაგოციტებს და ზრდის გლობულინების რაოდენობას. დინდგელი მისი ძლიერი და ფართო მოქმედების გამო ერთნაირად ეფეტურია ვირუსის, ბაქტერიის და სოკოს წინააღმდეგ. დიდი დოზით დინდგელის მიღების შემთხვევაშიც კი მიკროორგანიზმებს არ უყალიბდებათ რეზისტენტულობა. დინდგელი აფერხებს ვირუსების ზრდას, ამიტომ ეფექტურად გამოიყენება ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ მოქმედებას და ინარჩუნებს ნაწლავების ნორმალურ ფლორას. დინდგელი ხასიათდება ანტიტოქსიური თვისებებით რის გამოც ეფექტურად გამოიყენება ინტოქსიკაციების დროს.
იმუტენსი ძლიერი იმუნომოდულატორია და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
იმუტენსი ეფექურია ვირუსების, ბაქტერიების და სოკოების მიერ გამოწვეული ინფექციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
იმუტენსი ინიშნება 6 წლიდან, მკურნალობის კურსია 1 თვე!