კატეგორიები

  • ადენო-რიცი 20 კაფსულა
  • ფასი: 12.20 ლ
  • ჩვენებები - შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს;



ფორმა, შეფუთვა:

კაფსულები. 1 კაფსულა შეიცავს 160 მგ ჯუჯა პალმის მშრალ ექსტრაქტს (Serenoa serrulata), 50 მგ ჭინჭრის მშრალ ექსტრაქტს (Urtica urens) და 50 მგ აფრიკული ქლიავის მშრალ ექსტრაქტს (Pygeum africanum). მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 კაფსულა.

შემადგენლობა:

ჯუჯა პალმის მშრალი ექსტრაქტი (Serenoa serrulata),  ჭინჭრის მშრალი ექსტრაქტი (Urtica urens)  და აფრიკული ქლიავის მშრალი ექსტრაქტი (Pygeum africanum).

მწარმოებელი:  საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადენო-რიცი გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და პროსტატიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკური მიზნით. იგი აფერხებს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის პროცესსამცირებს მის სიმპტომატიკას, ხელს უწყობს მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებას. ადენო-რიცის ეფექტს განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. ჯუჯა პალმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური თვისებები - იგი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვთა კედლის გამტარობა და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპება. ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირებით ირღვევა ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნა. სწორედ დიჰიდროტესტოსტერონი განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას. ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები - მისი ზემოქმედებით უმჯობესდება რეგენერაციის პროცესები, იზრდება გამოყოფილი შარდის მოცულობა, ძლიერდება შარდის ნაკადი და მცირდება ნარჩენი შარდის რაოდენობა. აფრიკული ქლიავი შეიცავს ფიტოსტეროლებს, რომელიც ამცირებს და მთლიანად ალაგებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს განვითარებულ შარდვის ფუნქციურ დარღვევებს: დიზურიას, ნიქტურიას, პოლაკიურიას. აფრიკულ ქლიავს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული მოქმედება განაპირობებს ჯირკვლის შემდგომი ჰიპერპლაზიის შეფერხებას.

ჩვენება:

შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევები, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს  პროფილაქტიკა;

სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტი (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:

ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, არანაკლებ 30 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის კურსის პერიოდულად განმეორება. კაფსულის დაღეჭვა დაუშვებელია, იგი უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო დარღვევები, რაც არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენება:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები:

ადენო-რიცის დოზის გადაჭარბებისა და სხვა მედიკამენტებთან ნეგატიური ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

ადენო-რიცი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 10-250C ტემპერატურაზე. ვარგისია 2 წელი.