კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ნეოაგრეგანი 75/15.2მგ 30 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 2.87 ლ
  • ნეოაგრეგანი გამოიყენება თრომბოციტების მომატებული აგრეგაციით მიმდინარე დაავადებებისპროფილაქტიკისათვის : - თრომბოზი და ემბოლია ; - არასტაბილური სტენოკარდია ; - მიოკარდიუმის ინფარქტი ; - შაკიკი...



შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი ( გარსით დაფარული ) შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს :

აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ - სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 15.2 მგ - ს ან

აცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ - სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 30.39 მგ - ს .

მოქმედების მექანიზმი

ანტიაგრეგანტული მოქმედების , ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ( ასას ) კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატი .

აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ( ცოგ -1), ამცირებს   თრომბოქსან A2 - ისსინთეზს , რის შედეგადაც ქვეითდება თრომბოციტების აგრეგაციის უნარი .

ამასთან , აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო , ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება .

მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ - ნაწლავის ლორწოვან ზედაპირს აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისაგან , რისშედეგადაც მცირდება გვერდითი მოქმედებების განვითარების რისკი .

აცეტილსალიცილის მჟავა პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან , სწრაფად გარდაიქმნებასალიცილის მჟავად ნაწლავში , ღვიძლსა და პლაზმაში , რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 საათს შეადგენს .აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%- ია , ხოლო სალიცილის მჟავასთვის – 80-100%. გამოიყოფათირკმლების საშუალებით . მაგნიუმის ჰიდროქსიდი ( აღნიშნული დოზა ) არ მოქმედებს აცეტილსალიცილის მჟავასბიოშეღწევადობაზე .

 

 

 

ჩვენება

ნეოაგრეგანი გამოიყენება თრომბოციტების მომატებული აგრეგაციით მიმდინარე დაავადებებისპროფილაქტიკისათვის :

-             თრომბოზი და ემბოლია ;

-             არასტაბილური სტენოკარდია ;

-             მიოკარდიუმის ინფარქტი ;

-             შაკიკი ;

-             გულის მწვავე უკმარისობა რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში ( შაქრიანი დიაბეტი , ჰიპერლიპიდემია ,არტერიული ჰიპერტონია , სიმსუქნე , მოწევა , ასაკიანი პაციენტები ).

-             თავის ტვინის   იშემიური ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევები ( მათ შორის იშემიურიინსულტი );

-             სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო - ემბოლიური გართულების პროფილაქტიკა ( აორტო -კორონალური შუნტირება , ტრანსლუმინალური კორონალური ანგიოპლასტიკა ).

უკუჩვენება

-           ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა ;

-           ანამნეზში კუჭ - ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა ;

-           მიდრეკილება სისხლდენებისადმი ( ვიტამინი K- ს უკმარისობა , თრომბოციტოპენია , ჰემორაგიული დიათეზი დასხვა );

-           კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში ;

-           სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა ;

-           გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი ;

-           თირკმლის უკმარისობა ( კკ < 10 მლ / წთ );

-           ორსულობის I და III ტრიმესტრი ;

-           ლაქტაციის პერიოდი ;

-           18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები ;

-           პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა .

ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით , ჰიპერურიკემიით , ანამნეზში კუჭ - ნაწლავის ტრაქტისწყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით , თირკმლისა და / ან ღვიძლის უკმარისობით , ბრონქული ასთმით , თივისცხელებით , ცხვირის პოლიპოზით , ალერგიული მდგომარეობებისას , ორსულობის II ტრიმესტრში .

უსაფრთხოების ზომები

აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა , ბრონქოსპაზმის , ბრონქული ასთმის შეტევის ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციებისპროვოცირება მოახდინოს პაციანტებში ანამნეზში ბრონქული ასთმით , თივის ცხელებით , ცხვირის პოლიპოზით , სასუნთქისისტემის ქრონიკული დაავადებებით ან სხვა რპეპარატებზე ალერგიული რეაქციებით .  

აცეტილსალიცილის მჟავამ , ასევე , შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მისშემდგომ პერიოდში .

აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით მიღებამ , შესაძლოა მოახდინოს ნიკრისის ქარის ( პოდაგრა ) პროვოცირებაპაციენტებში , შარდოვანას შემცირებული ექსკრეციით .

აცეტილსალიცილის მჟავას , დიდი დოზით მიღების შემთხვევაში , ახასიათებს ჰიპოგლიკემიური ეფექტი , რაცგასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში , ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მკურნალობის დროს .

პრეპარატის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი .

აცეტილსალიცილის მჟავას და ანტიკოაგულანტების , თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების ერთდროულიმიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს .

ერთდროული მიღებისას , აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოტრექსატის , ჰეპარინის , არაპირდაპირიანტიკოაგულანტების , თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების , დიგოქსინის , ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ვალპროის მჟავას მოქმედებას .   

გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდება სალიცილატების დონე , ხოლოგლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბება .

აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების მოქმედებას .

არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენის ერთდროული მიღება .

აცეტილსალიცილის მჟავას ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის დროისა და   საჭმლის მომნელებელისისტემის   ლორწოვანი ზედაპირის დაზიანების რისკს .

ნეოაგრეგანის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის დადგენილი .

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : გულისრევა , ღებინება ( შესაძლოა სისხლიანი ჩანართებით ), ხმაური ყურებში , სმენის დაქვეითება , თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა , კუჭის ტკივილი , სუნთქვის გახშირება , სისხლდენის დროის გახანგრძლივება , ცნობიერებისდაბინდვა . მძიმე შემთხვევებში – ცხელება , ჰიპერვენტილაცია , კეტოაციდოზი , გულ - სისხლძარღვთა და სუნთქვისუკმარისობა , გამოხატული ჰიპოგლიკემია .

მკურნალობა : მსუბუქ შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია , კუჭის ამორეცხვა , აქტივირებული ნახშირის მიღება , სხვაშემთხვევაში - სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია .

მაღალი დოზით სალიცილატების მიღება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის დეფექტურ განვითარებას დაუარყოფით გავლენას ახდენს მშობიარეზე . ორსულობის II ტრიმესტრში , პრეპარატის დანიშვნისას , მკაცრად უნდა იყოსგათვალისწინებული რისკისა და სარგებლის ბალანსი .

სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში , ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი დროით ან მაღალი დოზითდანიშვნის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება .

დოზირება და მიღების წესი

ნეაგრეგანის ტაბლეტი მიიღება მთლიანად , საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად . საჭიროების შემთხვევაში შესაძლოატაბლეტის გაყოფა .

გულ - სისხლძართვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკისთვის პირველ დღეს ინიშნება 150 მგ / დღეშიერთხელ ( აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით ), ხოლო შემდეგ – 75 მგ / დღეში ერთხელ .

განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისა და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკის დროს , ასევე არასტაბილურისტენოკარდიისას ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში ( აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით ).

სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო - ემბოლიური გართულების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 75-150 მგერთხელ დღეში ( აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით ).

გვერდითი მოვლენები

აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგადგადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება .

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ხშირად – გულძმარვა , გულისრევა , ღებინება ; იშვიათად –ტკივილი მუცლის არეში , კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება ;  ზოგიერთ შემთხვევაში - სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან , კუჭისა და თორმეტგოჯასნაწლავის წყლულის პერფორაცია , ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა , კოლიტი ,გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი .

სისხლმბადი სისტემის მხრივ : ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა ; იშვიათად – ანემია , ჰიპოპროთრომბინემია ,თრომბოციტოპენია , ნეიტროპენია , აპლაზიური ანემია , ეოზინოფილია , აგრანულოციტოზი .

ალერგიული რეაქციები : ხშირად – ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება . იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია .

სასუნთქი სისტემის მხრივ : ბრონქოსპაზმი .

ცნს - მხრივ : თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , ძილის დარღვევა , ხმაური ყურებში , ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა .

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი .

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელადგილზე !

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15.2 მგ ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში .

გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30.39 მგ ; 30 ტაბლეტიბლისტერებში , მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში .

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე !

 

 

 

მწარმოებელი ფირმა :   

შ . პ . ს . “ ჯი - ემ - პი ”

 

მისამართი :

ქ . თბილისი , ზემო ვეძისის 103