კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გარეგანი საშუალებები
  • თურმანიძის მალამო დამწვრობ.25გ
  •  
  • ფასი: 4.01 ლ
  • პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, ა



გამოყენების ინსტრუქცია

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

Unguentum Turmanidze Contra Combustionem

100 გ მალამოს შემადგენლობა:

სკიპიდარი გასუფთავებული 2,5 გ;

დინდგელი 2,0 გ;

თეთრი ან ყვითელი ცვილი 17,0 გ;

ვარდის ზეთი 0,05 გ;

მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი 100,0 გ-მდე

აღწერილობა:

პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

Pპრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. Mმალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

ჩვენებები:

- I, II, III ხარისხის დამწვრობა, ხოლო IIIა და IV ხარისხის დამწვრობისას იგი ამზადებს დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკისათვის.

- მოყინვა;

- გამოყელვა;

- წითელი ქარი.

მიღების წესი და დოზირება:

დამწვარ ზედაპირს შესაბამისი ანტისეპტიკური (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი ან 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ პრეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს, შემდეგ დავაფიქსირებთ ნახვევით, რომლის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენება

არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა:

25 გ ალუმინის ტუბში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

გაცემის რეჟიმი

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა:

შ.პ.ს. “ნეოფარმი”

მისამართი: საქართველო, თბილისი, აღმაშEნებლის ხეივანი მე-12კმ;

ტელ: +995 32 595791; +995 32 596446


შპს `თურმანიძე~-სთვის

საქართველო, თბილისი 0160, პეკინის 35.

ტელ: (+995- 32)372065

(+995- 32) 381702