კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გარეგანი საშუალებები
  • ფსილო-ბალზამი გელი 20გ
  •  
  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.


გამოყენების ინსტრუქცია

ფსილო ბალზამი, გელი

Psilo – Balsam, Gel

შემადგენლობა:

100გ გელი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლოროდი 1.0გ

სხვა ინგრედიენტები:

ცეტილპირიდინის ქლორიდი 0.1გ, როგორც დამცავი საშუალება.

მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატი, პოლიაკრილის მჟავა (კარბომერები), ტრომეტამოლი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგუფი:

ფსილო-ბალზამი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს.

ჩვენებები:

მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.

უკუჩვენებები

ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

გამოყენების წესი და დოზირება

თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანება უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ ნარჩენებს.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 250C-ს ზევით ტემპერატურაზე.

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

შეფუთვა: 20გ და 50გ-ანი ტუბი

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

STADA Arzneimittel AG, Stasastrasse 2-18, 61118 Bad Vilbel, გერმანია

ტელ.: ++49-6101-603-0; ფაქსი: ++49-6101-603-259

ინტერნეტი: http://www.stada.de