კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • რეპარკოლი-პ გელი 10გრ
  •  
  • ფასი: 31.17 ლ
  • ჩვენებები: რეპარკოლი-პ გამოიყენება ჭრილობის (ნაჭდევი/ნაკაწრი, დამწვრობა, ნაწოლები, წყლულები) შესახორცებლად და კანის დაავადებების სამკურნალოდ ....

რეპარკოლი-პ
გარეგანი გამოყენების გელი
შემადენლობა და გამოშვების ფორმა
გამჭვირვალე ბლანტი-ელასტიური, გარეგანი გამოყენების 5%-იანი გელი. ტუბის ან ფლაკონ-დისპენსერის სახით, ასევე გელ-სპრეის სახით ფლაკონებში სპრეი-ბუნიკით.
შეფუთვაში 10გ ტუბი, პირველადი გახსნის კონტროლით, პლასტმასის საცობით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
აქტიური ნივთიერება: გასუფთავებული, ნეიტრალური, არა რეკონსტრუირებული, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური თვისების მქონე კოლაგენი. მიღებული სტანდარტის მიხედვით დამუშავებული ჯანმრთელი მსხვილფეხა საქონლის ტყავიდან (ქაშერული).
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
რეპარკოლი-პ ხასიათდება შემდეგი თვისებებით:
ასტიმულირებს კანისა და ლორწოვანის რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობათა შეხორცებას, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, სიწითლეს, ხელს უშლის ინფექციის განვითარებას, ამცირებს ნაწიბურის ჭარბად განვითარების რისკს, ხსნის ქავილსა და აქერცვლას, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
რეპარკოლი-პ ზედაპირზე ქმნის ჰაერგამტარ, ტენის შემანარჩუნებელ სველი კომპრესის თვისებების აპკს, რაც ქმნის კანის აღდგენისთვის საუკეთესო პირობებს. კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის არაუჯრედული მარტიცის ძირითად ელემენტს, ააქტიურებს უჯრედულ ელემენტებს, აძლიერებს კოლაგენოგენეზს.
ჩვენებები:
რეპარკოლი-პ გამოიყენება ჭრილობის (ნაჭდევი/ნაკაწრი, დამწვრობა, ნაწოლები, წყლულები) შესახორცებლად და კანის დაავადებების სამკურნალოდ (არაინფიცირებული ჭრილობები, დამწვრობა, პოსტოპერაციული, ტრავმული და ჭრილობის გაჭიანურებული შეხორცება, ნაწოლები, ტროფიკული წყლულები, კანის საყოფაცხოვრებო დაზიანებები, მწერების ნაკბენები, დერმატიტის, დერმატოზი, ქავილი, აკნე, სებორეა, დემოდეკოზი, პაროდონტიტი, სტომატიტი, გინგივიტის, ცხვირხახისა და პირხახის ლორწოვანის დაზიანება, საშოს ლორწოვანის დაზიანება, ანალური ნაპრალი).
რეპარკოლი-პ ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ (მეზოთერაპია, დერმობრაზია, პილინგი, სხვა და სხვა სახის ეპილაცია, ნაოჭებისა და ნაკეცების კორექცია, ტატუაჟი).
უკუჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოყენების წესები და დოზები:
რეპარკოლი-პ გელი დაიტანება დაზიანებულ (ახალი ჭრილობები, სველი ჭრილობები, წყლულები) გასუფთავებულ ნაწილზე თხელი ფენის სახით 2-3-ჯერ დღეში. გამოყენება გრძელდება კანის სრულ ეპითელიზაციამდე და/ან ელასტიური ნაწიბურის წარმოქმნადე.
განსაკუთრებული მითითებები:
• გამოყენებამდე გელი გააცივეთ (დაბალ ტემპერატურაზე შენახვა იწვევს სიბლანტის მატებას). ტუბის გახსნის შემდეგ პროდუქტი ვარგისია 15 დღის განმავლობაში.
• რეპარლკოლ-პ-ს გელ-სპრეი გამოყენებამდე შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. გახსნის შემდეგ ვარგისია 30 დღის განმავლობაში. აუცილებელია გამოყენების შემდეგ ბუნიკის დამუშავება თბილი წყლით.
• შეფუთვის მთლინობის დარღვევისას პროდუქტი არ გამოიყენოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ 50ჩ-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა 3 წელი
"Repar Group" C.P. 215, 1233 Bernex, Geneva, Switzeland.