კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გრიპი და გაციება
  • სეპტოლეტე ექსტრა სპრეი 30მლ
  •  
  • ფასი: 16.87 ლ
  • სეპტოლეტე ექსტრას პირის ღრუს სპრეი, ხსნარი არის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.



სეპტოლეტე ექსტრა 1.5მგ/მლ + 5.0მგ/მლ პირის ღრუს სპრეი, ხსნარი ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი/ცეტილპირიდინის ქლორიდი პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი. - შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. - ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებას, რაც არ არის მითითებული ჩანართში.  - 3 დღის მერე თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას არამედ მდგომარეობა გაუარესებულია მიმართეთ ექიმს.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის სეპტოლეტე ექსტრა და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ვიდრე მიიღებდეთ სეპტოლეტე ექსტრას

3. სეპტოლეტე ექსტრას გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. სეპტოლეტე ექსტრას შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის სეპტოლეტე ექსტრა და რისთვის გამოიყენება ის

სეპტოლეტე ექსტრას პირის ღრუს სპრეი, ხსნარი არის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. სეპტოლეტე ექსტრას პირის ღრუს სპრეი ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას და ამცირებს ყელის ანთების ნიშნებს, როგორიცაა ტკივილი , სიწითლე, შეშუპება, სიცხე და დარღვეული ფუნქცია. სეპტოლეტე ექსტრა გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მკურნალობისთვის: - ყელის, პირის ღრუს და ღრძილების გაღიზიანებისას, - გინგივიტის, ფარინგიტის და ლარინგიტის დროს. - კბილის ექსტრაქციამდე და შემდეგ. აცნობეთ ექიმს თუ 3 დღის შემდეგ არ ინგრძნობთ თავს უკეთ და პირიქით შეინიშნება გაუარესება.

2. რა უნდა იცოდეთ ვიდრე მიიღებდეთ სეპტოლეტე ექსტრას არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა: - თუ ხართ ალერგიული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ - დაუშვებელია გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან წამლის ეს ფორმა არ არის შესაბამისი ამ ასაკობრივ ჯგუფში. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები სეპტოლეტე ექსტრას მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა 7 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები გაუარესდება 3 დღის შემდეგ ან თუ შეინიშნება ცხელება, მიმართეთ ექიმს. ადგილობრივი პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შესაძლებელია გამოიწვიოს მგრძნობელობა, რის გამოც მკურნალობა უნდა შეწყდეს. დაუშვებელია სეპტოლეტე ექსტრას გამოყენება ანიონურ შენაერთებთან ერთად, რომელიც შედის კბილის პასტაში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უშუალოდ კბილების გამოხეხვის შემდეგ დაუშვებელია. სეპტოლეტე ექსტრას პირის ღრუს სპრეი, ხსნარის კონტაქტი თვალთან დაუშვებელია. დაუშვებელია პროდუქტის შესუნთქვა. ბავშვები და მოზარდები სეპტოლეტე ექსტრა არ მიიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პირის ღრუს სპრეი არ არის შესაფერისი მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში. სხვა პრეპარატები და სეპტოლეტე ექსტრა აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. დაუშვებელია სხვა ანტისეპტიკური საშუალებების მიღება სეპტოლეტე ექსტრასთან ერთად. ორსულობა და ლაქტაცია თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატეის მიღებამდე. სეპტოლეტე ექსტრა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ლაქტაციასთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს უნდა შეწყციტოთ თუ არა ლაქტაცია ან პრეპარატის მიღება. ავტომობილის და მექანიზმების მართვა სეპტოლეტე ექსტრა არ ზემოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. სეპტოლეტე ექსტრა შეიცავს ალკოჰოლს პრეპარატი მცირე რაოდენობით შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს),

3. სეპტოლეტე ექსტრას მიღების წესი პრეპარატი მიიღეთ ისე, როგორც ფურცელ-ჩანართშია მითითებული ან როგორც გირჩევთ ექიმი ან ფარმაცევტი. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილები ერთჯერადი დოზის სახით დააწექით სპრეის თავს ერთხელ ან ორჯერ. შესაძლებელია მისი გამოყენება ყოველ 2 საათში ერთხელ, დღეში 3-5 -ჯერ. გამოყენება ბავშვებში ბავშვები 12 წლიდან ერთჯერადი დოზის მისაღებად დააწექით სპრეის თავს ერთხელ. განმეორებით მიღება შესაძლებელია ყოველ 2 საათში ერთხელ, 3-5-ჯერ დღეში. სეპტოლეტე ექსტრას მიღება დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. ოპტიმალური ეფექტისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება უშუალოდ კბილების გამოხეხვამდე ან მას შემდეგ. მიღების წესი სეპტოლეტე ექსტრას პირის ღრუს სპრეის პირველად მიღებამდე სპრეის თავს რამოდენიმეჯერ დააწექით, რომ მოხდეს სპრეის გამოფრქვევა. თუ სპრეის გამოყენება დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა (ერთი კვირის მანძილზე მაინც), დააწექით სპრეის თავს, რომ მოხდეს სპრეის გამოფრქვევა.

1. გამოყენებამდე მოხსენით პლასტმასის თავსახური

2. გააღეთ პირი ფართოდ, მოათავსეთ სპრეის ცხვირი ყელის მიმართულებით და 1-2-ჯერ დააწექით სპრეის თავს. სპრეის შესხურებისას შეიკავეთ სუნთქვა. სპრეის თავზე ერთხელ დაწოლისას, გამოიფრქვევა 0.1მლ პირის ღრუს სპრეი, ხსნარი, რომელიც შეიცავს 0.15 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 0.5მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს. მკურნალობის ხანგრძლივობა დაუშვებელია პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები უარესდება და არ უმჯობესდება 3 დღის შემდეგ, ან თუ ცხელება შეინიშნება მიმართეთ ექიმს. მიმართეთ ექიმს თუ შეინიშნება რეციდივი ან თუ შეამჩნევთ მის ცვლილებას. თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ სეპტოლეტე ექსტრას. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს. თუ დაგავიწყდებათ სეპტოლეტე ექსტრას მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები სხვა პრეპარატების მსგავსად მოცემულ პრეპარატსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1-ში): - ჰიპერმგძნობელობის რეაქციები, - ჭინჭრის ციება, მზის სხივების მიმართ მომატებული რეაქცია კანზე (ფოტომგრძნობელობა), - ფილტვებში სასნუთქი გზების უეცარი, უკონტროლო შევიწროება (ბრონქოსპაზმი). ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან 1-ში): - პირის ღრუსლ ადგილობრივი გაღიზიანება, პირის ღრუში მსუბუქი წვის შეგრძნება. უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით): - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, მგრძნობელობის დაკარგვა (ანესთეზია) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის. როგორც წესი მოცემული გევრდითი მოვლენები გარდამავალია. თუმცა, მათი გავითარებისას რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ნერბისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლებელია იყოს ისეთი მოვლენა, რაც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში. 

 5. სეპტოლეტე ექსტრას შენახვის პირობები პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ პორდუქტის გამოყენება ხდება 6 თვის მანძილზე მისი 25°C ტემპერატურაზე შენახვისას. დაუშვებელია პრეპრატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა - აქტიური ნივთიერებებია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინის ქლორიდი. პირის ღრუს სპრეის, ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1.5მგ ბენზიდამინის ჰიდროლოქრიდს და 5 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს. - ერთი სპრეი შეიცავს 0.1 მლ პირის ღრუს სპრეის, ხსნარს, რომელიც შეიცავს 0.15 მგ ბენზიდამინის ჰიდროლოქრიდს და 0.5 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს. - დამხმარე ნივთიერებებია ეთანოლი (96%), გლიცერინი (E422), მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის საქარინი (E954), პიტნის ზეთი, გასუფთავებული წყალი. სეპტოლეტე ექსტრას აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა პირის ღრუს სპრეი, ხსნარი (პირის ღრუს სპრეი) არის სუფთა, უფეროდან მოყვითლო ფერის სითხე. სეპტოლეტე ექსტრა მოცემულია ყუთში 30მლ პირის ღრუს სპრეის, ხსნარის სახით პლასტმასის კონტეინერში სპრეიერით და 30მლ პირის ღრუს სპრეი, ხსნარი საკმარისია 250 სპრეისთვის.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარჯეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია მწარმოებელი კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარჯეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მოცემული პრეპარატი ავოტირზებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით: ჩეხეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, სლოვენია - სეპტაბენე ბულგარეთი, პორტუგალია - სეპტოლეტე ტოტალი ესტონეთი, რუმინეთი - სეპტოლეტე ომნი უნგრეთი - სეპტოლეტე დუო პოლონეთი - სეპტოლეტე ულტრა უნგრეთი, სლოვაკეთი - სეპტოლეტე ექსტრა იტალია - სეპტაფარი

მოცემული ფურცელი-ჩანართის ბოლო შემოწმების თარიღი: 2015 წლის ივლისი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე