კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გრიპი და გაციება
  • ტაიქოლდი 10 კაფსულა
  •  
  • ფასი: 8.70 ლ
  • გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის “გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.



შემადგენლობა

ტაიქოლდის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - პარაცეტამოლი - 500 მგ, ქლორფენირამინის მალეატი - 2 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 5 მგ, ასკორბინის მჟავა - 30 მგ და კოფეინი - 30 მგ.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილ გა მაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან. ქლორფენირამინის მალეატი - H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ- ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას. კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარა ცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

ჩვენებები
- გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის “გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები
ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი ზემგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერ- თირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს. ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენო ბლოკა ტორებთან კომბინაციაში. ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიურობას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!