კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გრიპი და გაციება
  • რინზა 10 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 5.90 ლ
  • ჩვენებები ,,გაციების”, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპის (ცხელების სინდრომი, ტკივილის სინდრომი, რინორეა) სიმპტომური მკურნალობა.



საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:
კოფეინი + პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ქლორფენირამინი
სამკურნალწამლო ფორმა: ბალეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
კოფეინი 30მგ
პარაცეტამოლი 500მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ
ქლორფენირამინის მალეატი 2მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სილიციუმის კოლიდური დიოქსიდი 7.0მგ
სიმინდის სახამებელი 62.5მგ
სიმინდის სახამებელი (20% პასტისთვის) 20.0მგ
პოვიდონი (K 30) 4.0მგ
ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსილბენზოატი 1.0მგ
მაგნიუმის სტეარატი 6.0მგ
ტალკი 7.0მგ
ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი ტიპი (ა) 10.0მგ
ალისფერი საღებავი (პონცო 4ღ) 0.5მგ
აღწერილობა
ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, მუქი ვარდისფერი ჩანართებით,
დაქანებული კიდეებით, ცალ მხარეს ნაზოლით გაყოფილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მწვავე რესპირატორული დაავადებების და სიმპტომების
მოსახსნელი საშუალება (ფსიქომასტიმულირებელი საშუალება+ანალგეზიური
არანარკოტიკული საშუალება+ალფა ადრენომიმეტიური საშუალება+H1
ჰიტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება)
ათქ კოდი [N02BE71]
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი. პარაცეტამოლი ახდენს სიცხის დამწევ და
ანალგეზიურ მოქმედებას: ამცირებს ტკივილის სინდრომს, რომელიც გვხვდება
გაციების შემთხვევებში _ ყელის ტკივილს, თავის ტკივილს, კუნთებისა და
სახსრების ტკივილს, ამცირებს მაღალ ტემპერატურას. ფენილეფრინი ახდენს
სისხლღარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას _ ამცირებს სასუნთქი გზების
ზედა განყოფილების და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და
ჰიპერემიას. ქლორფენირამინი ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას:
სპობს თვალების, ცხვირისა და ყელის ქავილს; ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახის
და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას; ამცირებს
ექსუდაციურ გამოვლინებებს. კოფეინი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს დაღლილობისა და ძილიანობის
შემცირებას, აძლიერებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ჩვენებები
,,გაციების”, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის
გრიპის (ცხელების სინდრომი, ტკივილის სინდრომი, რინორეა) სიმპტომური
მკურნალობა.
უკუჩვენებები
კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი; არტერიული
ჰიპერტენზია (მძიმე მიმდინარეობა); შაქრიანი დიაბეტი (მძიმე მიმდინარეობა);
ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლზე და პრეპარატის შემადგენლობაში
შემავალ სხვა კომპონენტებზე; სხვა პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ
რინზას შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს; ტრიციკლური
ანდეპრესანტების, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების, ბეტაადრენომაბლოკირებელი საშუალებების ერთდროული მიღება; ორსულობა,
ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი (15 წლამდე).
სიფრთხილით
არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი,
ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ოსტრუქციული დაავადება,
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დავადებები,
თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიები (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და
როტორის სინდრომები), ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა, გლაუკომის
დახურულკუთხოვანი ფორმა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.
მიღების მეთოდი და დოზირება
შიგნით. 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს - 1 ტაბლეტი
3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა - 4 ტაბლეტი. მკურნალობის კურსი
არაუმეტეს 5 დღე.
გვერდითი ეფექტები
ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება,
ანგიონევროზიული შეშუპება), თავბრუსხვევა, დაძინების დარღვევა, მომატებული
აგზნებადობა, მიდრიაზი, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია;
გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალური ტკივილები; პირის სიმშრალე; შარდის
შეკავება, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება; ანემია,
თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია,
მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია; ჰეპატოტოქსიკური მოქმედება,
ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის კოლიკა, გლუკოზურია, ინტერსტიციული
ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი); ბრონქოობსტრუქცია.
ჭარბი დოზირება
განპირობებულია, როგორც წესი პარაცეტამოლით, ვლინდება ამ უკანასკნელის
10-15გ-ზე მეტის მიღების შემდეგ. შესაძლებელია: კანის საფარველის
სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება; ჰეპატონეკროზი
ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრომბინის დროის
გაზრდა. ჭარბი დოზირების გამოვლენისას, საჭიროა ექიმის სასწრაფო
კონსულტაცია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, შემდგომში აქტივირებული ნახშირის
დანიშნვით; სიმპტომური თერაპია, მეთიონინის და აცეტილცისტეინის შეყვანა
ჭარბი დოზირებიდან შესაბამისად 8-9 და 12სთ-ის საათის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აძლიერებს მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების, სედაციური პრეპარატების
და ეთანოლის ეფექტებს.
ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიფსიქოზური
საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები _ ამაღლებენ შარდის შეკავების,
პირის სიმშრალის, ყაბზობის რისკს. გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან
გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს ურიკოზურიული
პრეპარატების ეფექტურობას. ეთანოლი ზრდის ანტიჰისტამინური პრეპარატების
სედაციურ ეფექტს. ქლორფენირამინმა მონოამინოქსიდაზას (მაო)
ინჰიბიტორებთან და ფურაზოლიდონთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს
ჰიპერტონული კრიზი, აგზნება, ჰიპერპირექსიები. ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ფენილეფრინის ადრენომიმეტურ მოქმედებას,
ჰალოტანთან ერთდროული დანიშვნა ზრდის პარკუჭოვანი არითმიის
განვითარების რისკს. ამცირებს გუანეტიდინის ჰიპოთენზიურ მოქმედებას,
რომელიც თავის მხრივ აძლიერებს ფენილეფრინის ალფაადრენომასტიმულირებელ აქტივობას.
ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან და ღვიძლის
მიკროსომური ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან ერთდროული დანიშვნა
ზრდის პარაცეტამოლის ჰაპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის, საძილე და
ანქსიოლიზური (ტრანკვილიზატორები) სამკურნალო საშუალებების
მიღებისაგან. არ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც
შეიცავენ პარაცეტამოლს.
თუ სამკურნალო საშუალება გაუვარგისდა ან გაუვიდა ვარგისობის ვადა – არ
გადააგდოთ ის გამდინარე წყლებში ან ქუჩაში! მოათავსეთ სამკურნალო
საშუალება პაკეტში და ჩააგდეთ ნაგვის კონტეინერში. ეს ზომები დაეხმარება
გარემოს დაცვას!
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მოძრავი სამუშაო მექანიზმების
მართვაზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავი შეიკავოთ ავტოტრანსპორტის
მართვისგან და პოტენციურად საშიში სახეობის ქმედებისგან, რომლებიც
მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული
რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი (10 ან 20
ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს
კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ
ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვაგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყნება შესაძლებელია ექიმის
დანიშნულების გარეშე)