კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გრიპი და გაციება
  • კოლდრექსი მაქსიგრიპი ლიმონით. 10 პაკეტი
  •  
  • ფასი: 9.94 ლ
  • გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობის საშუალება.



თოთოეული პაკეტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს: პარაცეტამოლი 1000მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ და ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 40მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობის საშუალება.
კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი მოქმედება. პრეპარატი შეიცავს მის მაქსიმალურ ერთჯერად დოზას, რაც დასაშვებია რეცეპტის გარეშე მისაღებად. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის დაგუბებას (ავიწროვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ცხვირის მიმდებარე უბეებს) და ამსუბუქებს სუნთქვას. ასკორბინის მჟავა ავსებს C ვიტამინის მომატებულ მოთხოვნილებას გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით ავადმყოფობის საწყისს ეტაპზე.
აქტიური ნივთიერება კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით, არ იწვევს ძილიანობას.
გამოყენების ჩვენება: კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით ხელს უწყობს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების აღმოფხვრას: მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის დაგუბება, ტკივილი ცხვირსა და ყელის მიდამოებში.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ასევე გრიპის, გაცივების და სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.
არ მიიღოთ კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით:
• პარაცეტამოლის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
• თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელის მძიმე დაავადება
• თუ გაქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (თირეოტოქსიკოზის), შაქრინი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის დაავადებების დროს
• თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
• თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა
• პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.
• დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის დარღვევასთან, რადგან თითოეული პაკეტი შეიცავს 4გ შაქარს.
• გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზების გენეტიკური არარსებობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები: კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით მიღებამდე, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს:
• თუ თქვენ იღებთ მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს (გულისრევისა და პირღებინების წინააღმდეგ მისაღებად) ან ქოლესტირამინს, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
• თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების შესამცირებლად (მაგ. ვარფარინი).
• თუ იმყოფებით დიეტაზე ნატრიუმის შემცირებული  შემადგენლობით – თითოეული პაკეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით პარაცეტამოლი არ მიიღოთ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე დაუშვებელია მისი მიღება იმ პირთათვის, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს.
მიღების წესი და დოზები: ერთი პაკეტი ფხვნილი მოათავსეთ ჭიქაში და გაავსეთ ცხელი წყლით. ურიეთ გახსნამდე. დაუმატეთ ცივი წყალი, თუ  აუცილებელია შაქარი გემოვნებით.
მოზრდილები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში. 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი. არ მიიღოთ პრეპარატი 4 საათიან ინტერვალზე უფრო ხშირად. არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის  ბავშვებს, გამონაკლის შემთხვევაში თუ გამოწერილია ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ვინაიდან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაზიანების რისკი. სპეციფიურ ანტიოდს პარაცეტამოლით მოწამვლისას წარმოადგენს აცეტილცისტეინი.
გვერდითი მოვლენები: პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება. იშვიათად – სისხლის სურათის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). პარაცეტამოლის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულზე მეტი დოზებით შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ზემოქმედება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების მიკროსომალური ინდუქტორების ერთდროული მიღება ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების განვითარების რისკი მატულობს.
ფენილეფრინმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მომატება და უკიდურესად იშვიათად გულისცემის გახშირება. აღნიშნული ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზის მიღება: პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.
ჭარბი დოზა განპირობებულია პარაცეტამოლით. შესაძლებელია: კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობის მომატება, პროთრომბინული დროის მომატება. ჭარბი დოზის მიღებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების ეფექტს, სედაციური პრეპარატების, ეთანოლის ეფექტებს. ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინური წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუში სიმშრალის და კუჭის შეკრულობის განვითარების რისკს. გლუკოკორტიკოსტეროიდები აძლიერებენ გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული პრეპარატების ეფექტურობას. სამციკლიანი ანტიდეპრესანტები აძლიერებენ სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედებას, ჰალოტანის ერთდროული დანიშვნა ზრდის გულის პარკუჭის არითმიის განვითერების რისკს. ამცირებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომიმეტურ აქტიურობას.
გამოშვების ფორმა: 5-10 პაკეტი ერთ მუყაოს კოლოფში მიღების ინსტრუქციასთან ერთად. თითოეული პაკეტი შეიცავს 6,427გ ფხვნილს.