კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები დამამშვიდებელი
  • სომნა-რიცი 10 კაფსულა
  •  
  • ფასი: 6.15 ლ
  • სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას...



შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 100 მგ პასიფლორას (Passifl ora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus)მშრალ ექსტრაქტს, 60 მგ კატაბალახას (Valeriana offi cinalis)მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კრაზანას (Hypericum perforatum) მშრალ ექსტრაქტს, 20 მგ ბარამბოს (Melissa offi cinalis)მშრალ ექსტრაქტს და 20 მგ კუნელის (Crataegus) მშრალ ექსტრაქტს.
მოქმედების მექანიზმი
სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
სომნა-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:
პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვისსაწინააღმდეგოდა საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვებისგანვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.
კრაზანას ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს.
ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინებისსაწინააღმდეგო ეფექტებს. ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
კუნელი აძლიერებს გულის კუმშვადობას და, ამასთან, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.
სომნა-რიცს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

ჩვენებები
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით,ტაქიკარდიით და ქოშინით;
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი;
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, ხანგრძლივად მისაღებად. უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 კაფსულა ერთ-სამჯერ დღეში. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით. სომნა-რიცი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oCტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვები სათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 002959 02.08.2007