კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ნაზალური ფორმები
  • სტრეპსილსი 24 საწუწნი ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 8.23 ლ
  • კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატია ადგილობრივი გამოყენებისათვის ხახის და ყელისთვის. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

შემადგენლობა

აღწერილობა:
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები: წითელი მრგვალი ტაბლეტები მოჭარბებული ანისულის სუნით ასო S-ის გამოსახულებით ორივე მხარეზე.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, თაფლიან-ლიმონიანი: ყვითელი მრგვალი ტაბლეტები ასო S-ის გამოსახულებით ორივე მხარეზე.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, მენთოლითა და ევკალიპტით: ცისფერი მრგვალი ტაბლეტები ასო S-ის გამოსახულებით ორივე მხარეზე.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, ფორთოხლის, C ვიტამინით: ნარინჯისფერი მრგვალი, ტაბლეტები ასო S-ის გამოსახულებით ორივე მხარეზე.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, ლიმონით და ბალახებით: უფერო მრგვალი ტაბლეტები ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასით და ასო S-ის გამოსახულებით ორივე მხარეზე.
დასაშვებია ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების არსებობა კარამელში და ნაპირების უსწორმასწორობა.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: 2,4 - დიქლორბენზილის სპირტს - 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლს - 0,6მგ.

დამხმარე ნივთიერება:
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები: ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლევომენთოლი, ტარტარინის მჟავა, პოსნო 4R ედიკოლი, კარმაზინ ედიკოლი, თხევადი საკონდიტრო შაქრის გამამაგრებელი და 2,6 გ-იანი ტაბლეტის მიღებამდე საჭიროა თხევადი გლუკოზა.

სტრეპსილსი საწუწნი ტაბლეტები, თაფლიან-ლიმონიანი: თაფლი, ბაღის პიტნის ზეთი, ლიმონის ზეთი, ტარტარინის მჟავა, ქინოლინის ყვითელი თხევადი, საკონდიტრო შაქრის გამამაგრებელი და 2,6 გ-იანი ტაბლეტის მისაღებად საჭირო თხევადი გლუკოზა.

სტრეპსილსი,საწუწნი ტაბლეტები, მენთოლითა და ევკალიპტით: ლევომენთოლი (8მგ), ევკალიპტის ზეთი, ტარტარინის მჟავა, ინდიგო კარმინი, თხევადი საკონდიტრო შაქრის გამამაგრებელი და 2,6 გ-იანი ტაბლეტის მისაღებად საჭირო თხევადი გლუკოზა.

სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები,ფორთოხლის, C ვიტამინით: ვიტამინი C (100მგ), ლევომენთოლი, პროპილენგლიკოლი,ჩამავალი მზის ფერი საღებავი, პოსნო 4R ედიკოლი, ტარტარინის მჟავა, თხევადი გლუკოზა, თხევადი საქაროზა. სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, ლიმონით და ბალახებით: ტარტარინის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, როზმარინის ზეთი, არომატული დანამატები, იზომალტოზა, მალტიტოლის სიროფი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ხახის და ყელისთვის. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენებები
პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას). სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, ლიმონით და ბალახებით შეუძლიათ გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - მიიღება ყოველ 2-3 საათში 1 ტაბლეტი. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტი არ მიიღება.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ:
- ბავშვთა ასაკი (5 წლამდე).

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
არ შეიძლება მითითებული დოზის გადაჭარბება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 2,6 გ შაქარს (გამონაკლისს წარმოადგენს სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები, ლიმონით და ბალახებით, რომლებიც არ შეიცავს შაქარს).

ჭარბი დოზირება
ნაკლებად შესაძლებელია. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.