კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • პარლაზინი წვეთები 20მლ. 1 ფლაკონი
  •  
  • ფასი: 18.55 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები - მუდმივი ალერგიული რინიტი - სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი - ქავადი ალერგიული დერმატოზები - ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება....



შემადგენლობა

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი (შიგნით მისაღები წვეთების ფორმით)
შემადგენლობა: შიგნით მისაღები წვეთების 1მლ შეიცავს 10მგ აქტიურ ინგრედიენტს – ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებებს: გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეტალ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
- მუდმივი ალერგიული რინიტი
- სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი
- ქავადი ალერგიული დერმატოზები
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება

მიღების წესები და დოზები
გამოყენების წესი
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
ჩვეულებრივი დოზა – 10მგ ერთხელ დღეში (20 წვეთი), სასურველია ღამით.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დღიური დოზა – 5მგ (10წვეთი) ორჯერ დღეში (დილას და საღამოს); ან 10მგ (20 წვეთი) საღამოს .
2-6 წლის ბავშვები: ჩვეულებრივი დღის დოზა – 5 მგ ( 10 წვეთი დღეში). ასევე, ამ დოზის გაყოფა შეიძლება ორ მიღებად 2.5 მგ (5 წვეთი დილას და საღამოს).1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) ორჯერ დღეში.
ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში.
ავადმყოფებს თირკმლის უკმარისობით უნიშნავენ რეკომენდებული დოზის ნახევარს (5 მგ დღეში). როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 30 მლ/წუთ – 5 მგ (10 წვეთი) დღეგამოშვებით. როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 10 მლ/წუთ – პრეპარატი არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები
- დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი
- დაღლილობის შეგრძნება
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- პირის სიმშრალე
- ღებინება და კუჭ-ნაწლავის მხრიდან სხვა სიმპტომები
- შფოთვა (მოძრაობითი აქტივობის მომატება)
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ინტენსივობის შემცირება შეიძლება დღიური დოზის ორ მიღებად გაყოფით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისხლძარღვების შეშუპება, გამონაყარი) წარმოიქმნება იშვიათად ( < 2%).

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
- ძუძუთი კვება, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რისკი აღემატება შესაძლო სარგებელს დედისათვის და ამგვარად, ლაქტაციის დროს ცეტირიზინს არ ნიშნავენ.
- ბავშვთა ასაკი 1 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის).
- ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას. ექსპერიმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება დადასტურდეს, რომ ცეტირიზინს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. მონაცემები ადამიანზე კონტროლირებადი კვლევების შესახებ არ არსებობს, რის გამოც, ორსული ქალებისათვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის.
- კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ

განსაკუთრებული მითითებები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ცეტირიზინით მკურნალობას დაუყოვნებლივ წყვეტენ.
ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით, ნივთიერების შენელებული გამოყოფის გამო, პრეპარატს შეუძლია კუმულირება. ასეთი ავადმყოფებისათვის ცეტირიზინის დანიშვნისას ჩვეულებრივი, უფროსებისათვის რეკომენდებული დოზებით, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული ქოლინომაბლოკირებელ და ცნს-ზე მოქმედებასთან. ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ცეტირიზინის დოზის შემცირება.
ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ქოლინომაბლოკირებელი გვერდითი ეფექტების მიმართ (მაგალითად, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება), თუ ასეთი სიმპტომები ავადმყოფისათვის მიუღებელი ხდება და ძლიერდება, პარლაზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოხატული ქოლინომაბლოკირებელი ან ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედება პარლაზინის ჩვეულებრივი დოზებით დანიშვნისას, როგორც წესი, არ წარმოიქმნება. მაგრამ, ცეტირიზინის დაგროვების რისკი იზრდება (შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის პროგრესირებადი შემცირების გამო ხანდაზმულ ავადმყოფებში).
ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, მათი მეშვეობით მკურნალობა უნდა შეწყდეს სამი დღით ადრე პრიკის სინჯის ჩატარებამდე (არასწორი რეაქციის არიდების მიზნით).
წვეთები შეიცავს პროპილ-პარაჰიდრობენზოატს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. პარლაზინით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება კატეგორიულად აკრძალულია.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე 
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მსუბუქი თავის ტკივილი, კონცენტრაციის დაქვეითება, ამიტომ მკურნალი ექიმი ადგენს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის შეზღუდვის ხარისხს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დაღლილობისა და ძილიანობს შეგრძნება წარმოადგენს პრეპარატის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირ სიმპტომს. შფოთვა და გაღიზიანებადობა, რომელსაც ძილიანობა მოსდევს, ახასიათებს ცეტირიზინის ჭარბი დოზის შემთხვევებს ბავშვებში.
მკურნალობა: მასიური ჭარბი დოზის მიღებისას გამოწვეულ უნდა იქნას გულისრევა, ასევე დაინიშნოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატისაგან სისხლის გასათავისუფლებლად ჰემოდიალიზი გამოუსადეგარია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლო ურთიერთქმედება ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერთან აღმოჩენილი არ არის: დიაზეპამი, ციმეტიდინი, აზითრომიცინი, ფსევდოეფედრინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, თეოფილინი (მცირე დოზებით). მაკროლიდებთან და კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნება ეკგ ცვლილება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 4 წელი;
ფლაკონის პირველი გახსნიდან 4 კვირა; მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი(რეცეპტის გარეშე).