კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • კინეტიკონი 10მგ 20 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 20.60 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები - დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირებულია კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან (ეპიგასტრიუმში გადავსების შეგრძნება, მუცლის შებერვის შეგრძნება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ბოყინი, მეტეორიზმი,



შემადგენლობა

პრეპარატის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დომპერიდონის 10 მგ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის სტიმულატორი. დომპერიდონი – დოფამინის ანტაგონისტი, მეტოკლოპრამიდისა და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალების მსგავსად ახასიათებს ღებინების საწინააღმდეგო თვისებები. აღნიშნული პრეპარატებისგან განსხვავებით, დომპერიდონი ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონს იშვიათად ახასიათებს ექტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით მოზრდილებში, თუმცა დომპერიდონი ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან პროლაქტინის გამომუშავებას. ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, შესაძლებელია, განპირობებული იყოს პერიფერიული (გასტროკინეტიკური) მოქმედებითა და ქემორეცეპტორების ტრიგერულ ზონაში დოფამინის რეცეპტორებისადმი ანტაგონიზმით.
დომპერიდონი ზრდის ანტრალური და დუოდენური კუმშვის ხანგრძლივობას, აჩქარებს კუჭის დაცლას – თხევადი და ნახევრადმყარი ფრაქციების გადასვლას ჯანმრთელებში და მყარი ფრაქციების – ავადმყოფებში, რომლებშიც ეს პროცესი შენელებული იყო, ხოლო ჯანმრთელებში ზრდის საყლაპავის ქვედა ნაწილის სფინქტერის ტონუსს.
დომპერიდონი გავლენას არ ახდენს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე.

ფარმაკოკინეტიკა
უზმოზე შიგნით მიღების შემდეგ დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას Cmax მისაღწევად უფრო მეტი დროა საჭირო, ხოლო AUC შედარებით იზრდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 91-93%. დომპერიდონი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N-დეზალკილირების გზით. ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდის და ფეკალური მასების გზით, შესაბამისად 31% და 66%. სისხლის პლაზმიდან T1/2 შეადგენს 7-9 საათს.

ჩვენებები
- დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირებულია კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან (ეპიგასტრიუმში გადავსების შეგრძნება, მუცლის შებერვის შეგრძნება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ბოყინი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და რეგურგიტაცია);
- ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის გულისრევა და ღებინება, გამოწვეული რადიოთერაპიით, სამკურნალო საშუალებებით მკურნალობით ან დიეტის დარღვევით;
- პარკინოსონის დაავადების სამკურნალოდ მიღებული დოფამინის აგონისტებით (მაგ.: L-დოფა და ბრომოკრიპტინი) გამოწვეული გულისრევა და ღებინება;
- ამოქაფების სინდრომი, ციკლური ხასიათის ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭის მოტორიკის სხვა დარღვევვები ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები ინიშნება მოზრდილებსა და 35 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.
ქრონიკული დისპეფსიის დროს მოზრდილებში და ბავშვებში ინიშნება 10 მგ 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე, ხოლო საჭიროებისას - ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა - 80 მგ.
აუცილებლობის შემთხვევაში, მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება.
გულსრევისა და ღებინების დროს მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 20 მგ 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე და ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა - 80 მგ.
ბავშვებში 5-12 წლამდე ინიშნება 10 მგ 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე და ძილის წინ.
თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. ხოლო, განმეორებითი დანიშვნის დროს, საჭიროა მიღებების ჯერადობის შეზღუდვა დღეში 1-2-მდე თირკმლის უკმარისობის გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირებაც.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - კნტ-ის დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში - ნაწლავის გარდამავალი სპაზმი; 
ცნს-ის მხრივ: ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ძალიან იშვიათად ბავშვებში, ერთეულ შემთხვევაში მოზრდილებში); მთლიანად შექცევადია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. 
ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპერპროლაქტინემია, იშვიათად გალაქტორეის, გინეკომასტიის, ამენორეის გამომწვევი.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენება
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
- კუჭ-ნაწლავის მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია, როდესაც კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაცია საშიშია;
- ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული სიმსივნე (პროლაქტინომა);
- კეტოკონაზოლის პერორალური ფორმების ერთდროული მიღება;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
დომპერიდონის ორსულობის პერიოდში გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
ორსულობის პერიოდში დომპერიდონის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში დომპერიდონის გამოყენების აუცილებლობისას წყდება ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
კინეტიკონისა და ანტაციდური ან ანტისეკრეტორული პრეპარატების კომბინაციაში დანიშვნისას, უკანასკნელნი საჭიროა მიიღონ საკვების მიღების შემდეგ, ანუ არ უნდა მიიღონ კინეტიკონთან ერთდროულად. კინეტიკონი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რადგან დომპერიდონი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. 
თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. დომპერიდონით ხანგრძლივი თერაპიისას, პაციენტები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ბავშვებში.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის გამოყენება და პაციენტის მუდმივი კონტროლი. ანტიქოლინერგული საშუალებები, პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალებები ან ანტიჰისტამინური პრეპარატები ეფექტურია ექსტრაპირამიდული რეაქციების გამოვლინებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შესაძლებელია დომპერიდონის ანტიდისპეფსიური მოქმედების ნეიტრალიზაცია მოახდინოს.
ციმეტიდინმა და ნატრიუმის ჰიდროკარბონატმა შესაძლოა დომპერიდონის ბიოშეღწევადობის შემცირება გამოიწვიოს. ანტაციდური და ანტისეკროტორული პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს დომპერიდონთან ერთდროულად, რადგან ისინი ამცირებენ დომპერიდონის ბიოშეღწევადობას.
დომპერიდონისა და ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორების (აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური პრეპარატები, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, ნეფაზოდონი და სხვა) ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია პლაზმაში დომპერიდონის დონის მატება. 
კეტოკონაზოლი აინჰიბირებს დომპერიდონის CYP3A4-დამოკიდებულ პირველად მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც კეტოკონაზოლის და დომპერიდონის ერთდროულად გამოყენებისას, პლაზმაში სამჯერ იზრდება დომპერიდონის მაქსიმალური კონცენტრაცია და AUC.
ერთდროულად მიღებისას, დომპერიდონი გავლენას არ ახდენს პლაზმაში პარაცეტამოლის და დიგოქსინის დონეზე.
შესაძლებელია დომპერიდონის და ნეიროლეფსიური საშუალებების კომბინაციაში დანიშვნა, რომელთა მოქმედებასაც დომპერიდონი არ აძლიერებს. ასევე, დომპერიდონისა და დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტების (ბრომოკრიპტინი, ლევოდოპა) ერთდროული გამოყენება, რადგან დომპერიდონი ამცირებს მათ გვერდით ეფექტებს (საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება) თერაპიული ეფექტურობის შეცვლის გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).