კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • პულმოლანი 30მგ 20 ტაბლეტი
  •  
  • ფასი: 7.90 ლ
  • ჩვენებები - სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით; - ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა; - ბრონქ



შემადგენლობა

პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს. პულმოლანის სიროფის 5 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით. პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას. ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

ჩვენებები
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
პულმოლანის ტაბლეტების დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ. თერაპიული ეფექტის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში - 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პულმოლანის სიროფის დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში. ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება დღეში 4-5-ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში - გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში - ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

განსაკუთრებული მითითებები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა. ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები და ვადები
პულმოლანის ტაბლეტების ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პულმოლანის სიროფის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25oC ტემპერატურამდე (არ გაყინოთ!), სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!