კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ადენიტ ფორტე 3ამპულა+ 3გამხსნელი
  •  
  • ფასი: 31.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები - ნევრიტები და ნეიროპათიები; - სხვადასხვა გენეზის ნევრალგიები (მათ შორის ტრიგემინალური ნევრალგია); - გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები; - მიალგია, ლუმბაგო...



შემადგენლობა

ადენიტ ფორტეს ერთი ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) - 10მგ
კოკარბოქსილაზა - 50 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 500 მკგ
ნიკოტინამიდი - 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, თიომერსალი.
გამხსნელის ერთი ამპულა შეიცავს 2 მლ გამხსნელს - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადენიტ ფორტე კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია (ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების კომბინაცია).
ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, როგორც მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება. აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება გულის კუნთის სისხლმომარაგება. ატფ-ის დაშლის შედეგად გამოთავისუფლდება ფოსფატური რადიკალები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მიოკარდიუმის დამატებითი ენერგიით მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, ვიტამინი B1-ის აქტიური ფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა სახის მეტაბოლურ პროცესებში. ნაჩვენებია მრავალი ფორმის სისხლის მიმოქცევის (ცირკულაციის) დარღვევების დროს, განსაკუთრებით გულის კუნთის დილატაციით განპირობებული პათოლოგიების დროს.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინის) ნეიროტროპული მოქმედება დამყარებულია ნეირონებში (ნერვულ უჯრედებში) მოცირკულირე ამინომჟავების უტილაზაციის გააქტიურებაზე, ასევე -ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების სინთეზსა და დაგროვებას. დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე (ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სისხლმბადი სისტემა) მეტაბოლურ პროცესებზე. 
ნიკოტინამიდი მონაწილეობს უჯრედებში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, არეგულირებს ფოსფორილირების პროცესსა და წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ვლინდება მცირე კალიბრის სისხლძარვებზე ვაზოდილატაციური ეფექტით.

ჩვენებები
- ნევრიტები და ნეიროპათიები;
- სხვადასხვა გენეზის ნევრალგიები (მათ შორის ტრიგემინალური ნევრალგია);
- გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
- მიალგია, ლუმბაგო;
- იშიაზი, რადიკულიტები;
- ბურსიტები და ტენდინიტები;
- დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
- პერნიციოზული ანემია;
- ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;

მიღების წესები და დოზები
ადენიტ ფორტე ინიშნება დღეში 1-2 ამპულა ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, გამხსნელი შეყავთ ლიოფილიზირებული მასის ამპულაში, და მასას სრულიად ხსნიან. მომზადებული ხსნარი გამოიყენება კუნთში ინექციისთვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა და სამკურნალო კურსის გამეორება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობის თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან.
შესაძლებელია გამოვლინდეს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები. ინექციის ადგილას - შეშუპება, ქავილი, ჰიპერემია.

უკუჩვენება
პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი შედეგი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
მომზადებული ხსნარი უნდა იყოს წითელი შეფერილობის.
არ გამოიყენოთ შეცვლილი ფერის ხსნარი.
საინექციო ხსნარი გამოიყენეთ მომზადებისთანავე!

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა 
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების მონაცემები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი. 
ინახება 25oC ტემპერატურამდე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.