კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გასტროენტეროლოგია
  • კრალექსი 200 მგ 50 კაფსულა
  •  
  • ფასი: 18.89 ლ
  • ჩვენება: გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი წარმოადგენს აქტივირებულ ნახშირს, რომელიც შეიწოვს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილ ტოქსიკური ნივთიერებებს და ახდენს მათ ინაქტივაციას.

1. რაარისკრალექსისკაფსულებიდა რადროსგამოიყენება
სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი წარმოადგენს აქტივირებულ ნახშირს, რომელიც შეიწოვს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილ ტოქსიკური ნივთიერებებს და ახდენს მათ ინაქტივაციას.

2. კრალექსისკაფსულებისმიღებამდე
ნუ მიიღებთ კრალექსის კაფსულას
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კრალექსის კაფსულების აქტიური კომპონენტის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტი სმიმართ;
- თუ არსებობს ეჭვი ნაწლავის ოკლუზიაზე ან წყლულოვან კოლიტზე.

განსაკუთრებული მითითებანი
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების შესაძლო არსებობის ან მათი განვითარების ტენდენციის არსებობისას დაუკავშირდით ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.
მიღება არ არის რეკომენდებული ღებინების გამომწვევი ან ტანინის მჟავას შემცველი სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სათითურას შემცველი პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ნახშირის კაფსულის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უზმოზე, კრალექსის კაფსულების მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.

კრალექსის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია მიღებული საკვები ნივთიერების, გააქტივებული ნახშირის მიერ ნაწილობრივი შეწოვა. თუ ასეა, გთხოვთ დაკავშირდეთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთიკვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართე თექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან კრალექსის აქტიური კომპონენტი არშეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ორსულ დედას და არც ნაყოფს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთანმუშაობა
ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზეზე გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა ასეთი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრალექსის კაფსულების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
შეიძლება შეიცვალოს განავალისფერი და გახდეს შავი.

3. როგორ მივიღოთ კრალექსის კაფსულები
დოზასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. სამკურნალო პრეპარატის ჩვეული დოზა არის: უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ბავშვებისათვის დღიური დოზა არის 5-6 კაფსულა3-ჯერ.
9-12 წლის: 3-5 კაფსულა3-ჯერ.
6-9 წლის: 2-3 კაფსულა3-ჯერ.
3-6 წლის: 1-2 კაფსულა3-ჯერ დღეში.

კაფსულის გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში შერევა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრალექსის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები (შეკრულობა, ღებინება).განავალი შეიძლება შავად შეიფეროს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კრალექსის კაფსულები
ნუ გამოიყენებთ კრალექსის კაფსულებს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლის ლიკვიდაცია.  ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კრალექსის კაფსულები
- აქტიური ნივთიერება: 200 მგ გააქტივებული ნახშირი კაფსულაში.
- სხვა კომპონენტი: კაფსულის ნიჟარა: ჟელატინი, ტიტანისდიოქსიდი (E171), და შავირკინისოქსიდი (E172).

კრალექსის კაფსულის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
- აღწერილობა: ზომა “1”, შავი, უსუნო, მაგარი ჟელატინის კაფსულები გააქტივებული ნახშირით. მისი სიგრძე დაახლოებით არის 19.0 მმ, მისი დიამეტრი კი 6.5 მმ.
- შეფუთვა: 25 ან 50 კაფსულა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ეგისფარმასიუტიკალს პლს.
H-1106 ბუდაპეშტი
კერეზტურის ქ. 30-38

მწარმოებელი:
პანოფარმაკფტ.
H-7720 პეჩვარადი
პანოფარმას ქ. 1

ეგისფარმასიუტიკალს პლს.
H-1106 ბუდაპეშტი
კერეზტურის ქ. 30-38 და

H-1165 ბუდაპეშტი, ბოკენფოლდი ქ. 116-120