კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • პალადა 0.1% 5მლ თვალის.წვეთები
  •  
  • ფასი: 25.51 ლ
  • ჩვენება: - ალერგიული კონიუნქტივიტი.



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ოლოპატადინი, 

წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,1%.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი (ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ოლოპატადინი პრეპარატ პალადას აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს H1–ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ინჰიბიტორს. ახდენს გამოხატულ ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ოლოპატადინის უნარს დათრგუნოს ბიოლგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც წარმოადგენენ ანთების მედიატორებს (ბრადიკინინი, ჰისტამინი, ლეიკოტრიენები), ასევე მოახდინოს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზება, რომლებიც პასუხისმგებელები არიან დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების გამოვლენაზე.
პალადას თვალის წვეთები ადგილობრივი გამოყენებისას ხსნის სეზონური ალერგიული კერატოკონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელ თანმხლებ სიმპტომებს (შეშუპება, წვა, ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე). პრეპარატის სელექტიური მოქმედება ვრცელდება მხოლოდ H1–ჰისტამინურ რეცეპტორებზე, გავლენას არ ახდენს α –ადრენერგულ, დოფამინურ, 1 და 2 ტიპის მუსკარინულ, ასევე სეროტონინულ რეცეპტორებზე. არ ცვლის გუგის დიამეტრს.

 

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, სისტემური აბსორბცია დაბალია. სისხლის პლაზმაში ოლოპატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ადგილობრივი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0,5-1,3 ნგ/მლ.
პლაზმაში ოლოპატადინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3 საათს. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, 60-70% შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები
- ალერგიული კონიუნქტივიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.
მოზრდილებში და 3 წლის და ზევით ასაკის ბავშვებში პრეპარატს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 2-ჯერ დღეში. ინსტილაციებს შორის ინტერვალი შეადგენს 6-8 საათს.

წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ოლოპატადინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: 5%-ზე ნაკლები – მხედველობის დაბინდვა, თვალების წვა და ტკივილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კერატიტი, ირიტი, ქუთუთოების შეშუპება.
სისტემური რეაქციები: 0,1-1%-ში - სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, გემოვნების შეცვლა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი პალადა შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება აბსორბირდეს კონტაქტური ლინზებზე. პრეპარატის ჩაწვეთების წინ ლინზები უნდა მოიხსნათ და ხელახლა ჩაისვათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან არანაკლებ 20 წუთის შემდეგ.
საწვეთურის წვერის მოხვედრა არ შეიძლება რაიმე ზედაპირზე, რათა არ მოხვდეს ხსნარის დაბინძურება.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
თუ პაციენტს პრეპარატის გამოყენების შემდეგ დროებით უქვეითდება მხედველობის სიმახვილე, მის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის სამკურნალო ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

გამოყენება პედიატრიაში
3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ პალადას გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პალადა თავსებადია ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად. ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთისა.

დოზის გადაჭარბება
ადგილობრივი გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით თვალში მოხვედრისას, რეკომენდებულია თბილი წყლით თვალის გამორეცხვა.

გამოშვების ფორმა
პალადა თვალის წვეთები 0,1%-იანი გამოდის 5 მლ-იანი თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.