კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • რენიუ კონტაქტური ლინზების ხსნარი 240მლ
  •  
  • ფასი: 27.85 ლ
  • უნივერსალური ხსნარი გამოიყენება ქიმიური ( არა თერმული) დეზინფექციისათვის, ყოველდღიური დასუფთავებისათვის, პროტეინების ყოველდღიური მოცილებისათვის, ყველა რბილი კონტაქტური ლინზის დასუფთავებისა და შენახვისათვის, თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.



უნივერსალური ხსნარი
შეიცავს HYDRANATE-ს პროტეინების მოსაცილებლად.
ახალი ლინზების კომფორტი
დატენიანება, დასუფთავება, დეზინფექცია, შენახვა, პროტეინული ნადების მოცილება.

შემადგენლობა:
სტერილური იზოტონური ხსნარი, ბორის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ბორატი და ნატრიუმის ქლორიდი; აქტიური კომპონენტები: DYMED (პოლიამინოპროპილ ბიგუანიდი) 0,0001%, HYDღANAთE (ჰიდროქსიალკილფოსფონატი) 0,03%, პოლოკსამინი 1%.
მოქმედება:
ასუფთავებს, ანეიტრალებს და აცილებს ტარების პროცესში წარმოქმნილ პროტეინულ აპკს და სხვა დაბინძურებებს რბილი კონტაქტურ ლინზებს. ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს ლინზის ზედაპირზე. გამოიყენება დასუფთავების, შენახვის და დატენიანებისათვის.
გამოყენების ჩვენება:
უნივერსალური ხსნარი  გამოიყენება ქიმიური ( არა თერმული) დეზინფექციისათვის, ყოველდღიური დასუფთავებისათვის, პროტეინების ყოველდღიური მოცილებისათვის, ყველა რბილი კონტაქტური ლინზის დასუფთავებისა და შენახვისათვის, თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

ინსტრუქცია:
ლინზების დამუშავებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. მოხსნილი ლინზები კარგად უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს და შესანახად მოთავსდეს ხსნარში მათი დეზინფექციისათვის.
ყოველდღიური დასუფთავების, დეზინფექციის და პროტეინული ნადების მოცილებისათვის შეასრულეთ ქვემოთ მითითებული მარტივი წესები. ეს ყოველდღიური პროცედურა რეკომენდებულია კომპანია Bაუსცჰ+Lომბ-ის მიერ ლინზების ჯანმრთელი და კომფორტული ტარების უზრუნველსაყოფად.
ნაბიჯი 1: მოათავსეთ 3წვეთი უნივერსალური ხსნარი ღეNუ MულტიPლუს ყოველი ლინზის ზედაპირზე და ნაზად გაუსვით 10წამის განმავლობაში ლინზის ყველა მიმართულებით.
ნაბიჯი 2: ლინზის ორივე მხარე გაავლეთ უნივერსალური ხსნარში ღეNუ MულტიPლუს 5წამის განმავლობაში.
ნაბიჯი 3: დასუფთავებული კონტაქტური ლინზა მოათავსეთ კონტეინერის შესაბამის ნაწილში და შეავსეთ უნივერსალური ხსნარით ღეNუ MულტიPლუს.. ხსნარში დატოვეთ არაუმცირეს 4 საათისა. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ახალი ხსნარი _ არასოდეს გამოიყენოთ ორჯერ ერთი და იგივე ხსნარი.
ყოველთვის შეასრულეთ ექიმი-ოფთალმოლოგის რეკომენდაციები. თქვენი ცრემლის ინდივიდუალური ქიმიური შემადგენლობის და ლინზის ტარების ინდივიდუალური რეჟიმის გამო, ოფთალმოლოგმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი საშუალებები ან მოვლის პროცედურა. ამ შემთხვევაში დასუფთავების, დეზინფექციის და პროტეინების ყოველდღიური მოცილება მექანიკური დასუფთავების ეტაპის გარეშე, შეასრულეთ მხოლოდ ნაბიჯი 2 და ნაბიჯი 3, როგორც ზემოთაა მოყვანილი.
თუ თქვენს ლინზაზე დარჩა ნამცეცები, გაავლეთ ლინზები უნივერსალური ხსნარში ღეNუ MულტიPლუს. კონტეინერიდან გადაღვარეთ უნივერსალური ხსნარი, შემდგომ გადაავლეთ კონტეინერი სუფთა უნივერსალური ხსნარით ღეNუ MულტიPლუს, კონტეინერი დატოვეთ ღია გამოშრობამდე. შემდგომ დააფარეთ სახურავები. კონტეინერი ისევ მზადაა გამოყენებისათვის.
შენახვის წესი:
თქვენ შეგიძლიათ ლინზები შეინახოთ კონტეინერში გაუხსნელად 30 დღის განმავლობაში. თუ თქვენი ლინზები ინახება უფრო ხანგრძლივი დროით, უნდა დასუფთავდეს ახალი უნივერსალური ხსნარით ღეNუ MულტიPლუს ყოველ 30 დღეში გამოყენებამდე.

 

ყოველკვირეული მოვლა:
ლინზიდან პროტეინული ნადების მოცილება არ საჭიროებს ფერმენტულ გამწმენდს. უნივერსალური ხსნარის Bაუსცჰ+Lომბ ღეNუ MულტიPლუს-ს ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს პროტეინების მუდმივ მოცილებას.
უსაფრთხოების ზომები:
- ლინზების მოვლისას გაითვალისწინეთ თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციები. ზემოთ მოყვანილი პროცედურების დაუცველობამ შეიძლება განაპირობოს თვალების სერიოზული ინფექციური დაავადებების განვითარება.
- ლინზების დასუფთავებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
- უნივერსალური ხსნარი Bაუსცჰ+Lომბ ღეNუ MულტიPლუს გამოცვალეთ კონტეინერში, ყოველი გამოყენების შემდგომ.
- თუ გაქვთ ალერგია უნივერსალურ ხსნარში შემავალ რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნუ გამოიყენებთ ხსნარს.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს ვადის გასვლის შემდგომ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე.
- ნუ შეეხებით ფლაკონის წვერით რაიმე ზედაპირს და თვალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხსნარის დაბინძურება ან თვალის დაზიანება. დააფარეთ სახურავი ფლაკონს, როდესაც არ იყენებთ ხსნარს.
- ნუ გამოიყენებთ ხსნარს განმეორებით.
- ნუ გამოიყენებთ ამ ხსნართან ერთად სხვა პრეპარატებს, თვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
- ნუ გამოიყენებთ უნივერსალურ ხსნარს Bაუსცჰ+Lომბ ღეNუ MულტიPლუს თერმული მეთოდით დეზინფექციისათვის.
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყურადღება: თუ გამოვლინდა და არ ქრება ისეთი გამოვლინებები როგორიცაა თვალების გაწითლება, გაძლიერებული ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება, მაშინ დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ხსნარის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს