კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
ტობესონი თვალის წვეთები 6მლ
  • ტობესონი თვალის წვეთები 6მლ
  •  
  • ფასი: 9.90 ლ
  • ჩვენება: თვალის სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ანთებითი დაავადებები. თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციები, პალპებრალური და ბულბარული კონიუნქტივიტი, რქოვანას და თვალის კაკლის წინა ნაწილის ანთება, ქრონიკული ქრონიკული წინა უვეიტი, რქოვანას ქიმიური, რა



აღწერილობა :
თეთრი ფერის სუსპენზია ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის
ყოველი 1 მლ შეიცავს :
აქტიური ინგრედიენტები :
ტობრამიცინი .......... 3.0 მგ (პოტენციის)
დექსამეთაზონი ......... 1.0მგ
არააქტიური ინგრედიენტები :
ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი,
თილოქსაპოლი, ნატრიუმის უწყლო სულფატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა,
სულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სტერილური გამოხდილი წყალი.
ჩვენება :
1.ინფექციები გამოწვეული ტობმრამიცინმგრძნობიარე პათოგენური ბაქტერიებით,
სტაფილოკოკები, მათ შორის შ. Aურეუს, შ. Eპიდერმიდის, (კოაგულო-პოზიტიური და
კოაგულო-ნეგატიური), პენიცილინ რეზისტენტული შტამების ჩათვლით.
შტრეპტოცოცცი, A- ბეტა – ჰემოლიზური ტიპის და არაჰემოლიზური ტიპის და
ზოგიერთი შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე. Pსეუდომონას აერუგინოსა, Eსჰერიცჰია ცოლიმ
Kლებსიელლა პნეუმონიაემ Eნტერობაცტერ აეროგენეს, Pროტეუს მირაბილის, Mორგანელლა
მორგანიი, Pროტეუს ვულგარის უმეტესი შტამები, Hაემოპჰილუს ინფლუენზაე, H. Aეგყპტიუს,
Mორახელლა ლაცუნატა, Aცინეტობაცტერ ცალცოაცეტიცუს და Nეისსერია-ს უმეტესი სახეობა.
2.თვალის სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ანთებითი დაავადებები.
თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციები, პალპებრალური და
ბულბარული კონიუნქტივიტი, რქოვანას და თვალის კაკლის წინა ნაწილის
ანთება, ქრონიკული ქრონიკული წინა უვეიტი, რქოვანას ქიმიური, რადიაციული,
თერმული დამწვრობა, უცხო სხეული.
დოზირება და მიღების წესი :
მოზრდილები : ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში ყოველ 4-6 საათში
გამოჯანმრთელებამდე. პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება
გაიზარდოს 1 წვეთი ყოველ 2 საათში. კურნალობის მაქსიმალური
ხანგრძლივობა 24 დღე. ჩაწვეთების სიხშირე თანდათანობით უნდა შემცირდეს
კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ
რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს მკურნალობა ერთბაშად.
სიფრთხილის ზომები:
1. უკუჩვენება
ეპითელური, დენდრიტული კერატიტი, ვირუსული დაავადებები (ჩჰიცკენ პოწ)
რქოვანას და კონიუნქტივის.
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.                                                                                                                                                                                           ბავშვთა ასაკი, ლაქტაციის პერიოდი.
2. გვერდითი ეფექტები:
ტობესონი თვალის წვეთები გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. არ
გამოიყენოთ ინექციისათვის ან პერორალურად. ხანგრძლივმა გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს თვალის წნევის გაზრდა/გლაუკომა, მხედველობის
ნერვის დაზიანების შედეგად გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის
დაქვეითება და მხედველობის ველის შემცირება.
სტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს
შემდგომში სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარება.
პროლონგირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები
ადგილობრივი დაცვითი რეაქციის დაქვეითების გამო. თვალის მწვავე
ჩირქოვანი ინფექციები შეიძლება ახლდეს თან და გამწვავდეს სტეროიდებით
მკურნალობისას. სტეროიდებით ადგილობრივმა მკურნალობამ შესაძლებელია
გამოიწვიოს სკლერის და რქოვანას პერფორაცია. რეკომენდებულია
თვალშიდა წნევის რეგულარული შემოწმება. შესაძლებელია ადგილობრივმა
ამინოგლიკოზიდებმა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ზოგიერთ პაციენტში.
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.
3. ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ
არის დადგენილი. ტობესონის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს
ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.
4. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებში არ არის
დადასტურებული.
შენახვის წესები:
შეინახეთ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე (20±5°ჩ) მჭიდროდ თავდახურული.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა :
24 თვე წარმოებიდან
შეფუთვა :
6 მლ/ბოთლში
დაევუ ფარმ. კო. შპს
579, შინპიუნგ-დონგ, პუსან-სითი, კორეა