კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • ექტოჰიალი თვალის წვთები 0.35მლ 15 ფლაკონი
  •  
  • ფასი: 39.20 ლ
  • ექტოჰიალი® თვალის წვეთები: • ატენიანებს მშრალ და გაღიზიანებულ თვალს • აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე • იცავს თვალს შემდგომი დეჰიდრატაციისგან...



Eექტოჰიალი® თვალის წვეთები
Ectohyal® Eye Drops

შემადგენლობა:
ექტოინი®C6H10 N2 O2, natriumis hialuronati 0.2%
Ectoin® +HA 0.2%

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, წყალი, ციტრატის ბუფერი
B
ექტოჰიალი® თვალის წვეთები:
• ატენიანებს მშრალ და გაღიზიანებულ თვალს
• აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე
• იცავს თვალს შემდგომი დეჰიდრატაციისგან
• ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, წვას და ქავილს
• ახდენს თვალის უჯრედების რეგენერაცაის
• გამოიყენება კონტაქტური ლინზების მოხმარებისას (შესაძლებელია ლინზებზე დაწვეთება)
• არ შეიცავს კონსერვანტებს
• გამოიყენება 0 ასაკიდან

ექტოინი®-ექსტრემოლიტები სიცოცხლისათვის, სინთეზირდება ექსტრემოფილებში (ექსტრემალურ
გარემოში მცხოვრები მიკროორგანიზმები)
ექტოინი®-ბუნებრივი, უჯრედის დამცავი მოლეკულაა, ანთების საწინააღმდეგო, ოსმოპროტექტორული
და უჯრედების ბიომოლეკულების სტაბილიზაციის უნარის მქონე თვისებებით
ექტოინი®-უჯრედებს იცავს ოსმოსური სტრესისგან, გადახურებისა და გამოშრობისგან (Yანცეყ 2005).
ექტოინი®-აუმჯობესებს პროტეინების შემცველი ლიპიდური შრის დატენიანებას და ამ მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებას. Hარისჰანდრა ეტ ალ. 2011
ექტოინი®-ახდენს მრავალშრიანი ლიპიდების სტაბილიზაციას (მეიბომის ჯირკვლების ლიპიდების) Dწიწედი ეტ ალ. 2014
ექტოინი®-ეწინააღმდეგება ცრემლის აპკის რიგიდიფიკაციას (გაუხეშებას) Dწიწედი ეტ ალ. 2014

ნატრიუმის ჰიალურონატს გააჩნია მუკომიმეტიური, მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები,
აღადგენს საცრემლე აპკის მთლიანობას, ატენიანებს, პოხავს და იცავს თვალის ზედაპირს გარე
ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.
ექტოინის® და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია უზრუნველყოფს რქოვანასა და კონიუქტივის
ზედაპირის სრულფასოვან რეგენერაციას. ექტოჰიალი® ხსნის გარემოს მავნე ფაქტორების (ქარი, მზე,
მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მარილიანი და ქლორიანი წყალი,
კვამლი, ჭარბი სინათლე) დაAასევე თვალზე ქირურგიული ჩარევით, კონიუქტივიტით და კონტაქტური
ლინზების ტარებით გამოწვეულ: თვალის სიმშრალეს, უცხო სხეულის შეგრძნებას, წვას და ქავილს.
ჩვენებები:
• მშრალი კერატოკონიუქტივიტი
• “მშრალი თვალის” სინდრომის თანმდევი დაავადებები
• გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით განპირობეული გამოვლინებები: ცრემლდენა, ქავილი, წვა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება
• სტივენ-ჯონსის სინდრომი, შაგრენის დაავადება
• ქუთუთოების დაავადება
• ჰორმონალური დარღვევები (მენოპაუზა)
• აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში

უკუჩვენებები:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები:
• დარჩენილი სითხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იგივე პაციენტის მიერ პირველადი გახსნიდან 12 საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ფლაკონი შენახული იყო თავდახურულ, ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ შეხებია სხვა საგნებს.
• სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, ინსტალაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10-15 წუთი.

ორსულობა და ძუძუთი კვება:
ორსულებში და მეძუძურ დედებში კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
შესაძლებელია გამოყენება ექიმის რეკომენდაციით

გამოყენების წესი:
1-2 წვეთი 2-3ჯერ (ან მეტჯერ) დღეში.
ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექტოჰიალი® თვალის წვეთები კარგად გადაიტანება.
ერთეულ შემთხვევებში ექტოჰიალის® წვეთებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ხანმოკლე გაღიზიანება.

შენახვის პირობები:
ექტოჰიალის თვალის წვეთები ინახება 2 +25 °ჩ ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა:
15 ფლაკონი, ერთი ფლაკონი შეიცავს 0, 35 მლ სითხეს

მწარმოებელი
bitop AG
Stockumer Str. 28
58453 Wiiten, Germany