კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
ფლოქსედოლი თვალის წვეთები 3მგ/მლ 10მლ
  • ფლოქსედოლი თვალის წვეთები 3მგ/მლ 10მლ
  •  
  • ფასი: 15.50 ლ
  • ფლოქსედოლი გამოიყენება თვალის გარე ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეული ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: - კონიუნქტივიტი (კონიუნქტივალური ანთება); - ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება); - ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივალუ



ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლოქსედოლი, 3მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
ოფლოქსაცინი
პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ ეს საინფორმაციო ფურცელი.
 შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
 ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს, ვინაიდან მან
შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ,
როგორც თქვენ.
 გვერდითი ეფექტების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების
განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება
2. ფლოქსედოლის გამოყენების წინ
3. ფლოქსედოლის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ფლოქსედოლის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება
ფლოქსედოლის თვალის წვეთები, ხსნარი არის თვალში გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერებაა ოფლოქსაცინი, ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ოფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევ ზოგიერთი ტიპის ბაქტერიაზე.
ფლოქსედოლი ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
ფლოქსედოლი გამოიყენება თვალის გარე ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც
გამოწვეული ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით,
როგორიცაა:
- კონიუნქტივიტი (კონიუნქტივალური ანთება);
- ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება);
- ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივალური და ქუთუთოს ანთება);
- დაკრიოცისტიტი (საცრემლე სადინარის ინფექცია);
- კერატიტი (რქოვანას წყლული).
2. ფლოქსედოლის გამოყენების წინ
არ მიიღოთ ფლოქსედოლი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების
(ციპროფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი) ან ფლოქსედოლის სხვა კომპონენტების
მიმართ.
ფლოქსედოლი სიფრთხილით გამოყენება
- ფლოქსედოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის
ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ოფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთოება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და
ახალშობილებში კონიუნქტივიტის პროფილაქტიკისთვის გამოყენებისას არ
დადგენილა.
- თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება ერთი კვირის შემდეგ ან მკურნალობის დროს
შეინიშნება თვალის სიმპტომების გაუარესება, მიმართეთ ექიმს კლინიკური
მდგომარეობის უკეთ გამოსაკვლევად ;
- თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ მათი გამოყენება თვალის
ინფექციის ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში. მის ნაცვლად
გამოიყენეთ სათვალე. დაუშვებელია კონტაქტური ლინზების ხელახლა
გამოყენება , ვიდრე არ გაივლის ინფექციის სიმპტომები ან ნიშნები ან ვიდრე
არ დასრულდება მკურნალობა. ასევე საჭიროა ოფთალმოლოგის
კონსულტაცია კონტაქტური ლინზების ხელახლა გამოყენებამდე.
- თუმცა, იშვიათად სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ოფლოქსაცინის
ხაგნრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოპორტუნისტული
ინფექციების განვითარება, კერძოდ სოკოს. მსგავს სიტუაციაში
ფლოქსედოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო თერაპია.
ფლოქსედოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ სხვა
პრეაპრატები, მათ შორის არარაცეპტურული პრეპარატები.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეაპრატების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება.
ფლოქსედოლის ორსულებში გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია
არასაკმარისია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ
მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს. ოფლოქსაცინი
შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ დაუშვებელია მისი ლაქტაციის დროს
გამოყენება.
ლაქტაციის შეწყვეტა საჭიროა შეფასდეს ექიმის მიერ მკურნალობის საჭიროების
შემთხვევაში.
ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვა
ფლოქსედოლის გამოყენება არ ზემოქმედებს ავტოტრასნპორტის და მექანიზმების
მართვის უნარზე. ფლოქსედოლის გამოყენების შემდეგ მხედველობის დროებითი
ბუნდოვანების შემთხვევაში არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები ვიდრე
მხედველობა არ დაუბრუნდება ნორმას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლოქსედოლის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ფლოქსედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდს
შეუძლია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. დაუშვებელია კონტაქტურ ლინზებთან
კონტაქტი.
3. ფლოქსედოლის გამოყენების წესი
ფლოქსედოლის გამოყენება უნდა მხოდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფლოქსედოლით მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დგინდება ექიმის მიერ
პაციენტის საჭიროების მიხედვით.
ჩვეულებრივი რეკოემდენბული დოზა ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და
მოზრდილებში:
1 და მე-2 დღე 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში ან ყოველ 4
საათში
მე-3 დღიდან 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 საათში)
უფრო მწვავე შემთხვევებში (მაგ.
კერატიტი)
დოზა შეიძლება გაიზარდოს 1-2
წვეთამდე, ყოველ 4 ან 2 საათში
თვალის წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ კონიუნქტივალურ პარკში (თვალსა და ქუთუთს
შორის „ჯიბეში“).
არ შეახოთ საწვეთური თვალს, თითებს ან სხვა ზედაპირს, იმისათვის რომ არ მოხდეს
ხსნარის დაბინძურება.
გამოყენების შემდეგ ბოთლს დაახურეთ თავსახური.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 48 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც
სიმპტომები გაქრება და მინიმუმ 5 დღე.
ხანდაზმულებსა და თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ
არის აუცილებელი დოზის კორექცია.
თუ მიიღეთ ფლოქსედოლის რეკომენდებულზე დიდი დოზა
არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები პრეპარატის მიღებისას.
ბოთლის შემადგენლობის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოქსედოლის გამოყენება
მიიღეთ შემდეგი დოზა დაუყოვნებლივ გახსენებისთანავე და შემდეგ განაგრძეთ
ჩვეულებისამებრ. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის
სანაცვლოდ.
თუ შეწყვიტეთ ფლოქსედოლის გამოყენება
დაუშვებელია ფლოქსედოლის გამოყენება ექიმის მიერ რეკომენდებული
მკურნალობის დასრულებამდე , მიუხედავად იმისა თუ თავს უკეთ გრძნობთ.
დამატებითი კითვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ფლოქსედოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ზოგადად ოფლოქსაცინის თვალის ხსნარი კარგად გადაიტანება ადგილობრივი
გამოყენების შემდეგ.
გვერდითი მოვლენებია:
სიხშირე გვერდითი მოვლენები
იშვიათი თვალის გარდამავალი გაღიზიანება
რომელიც ხასიათდება:
- წვის შეგრძნებით აბ თვალში
დისკომფორტით.
- ჩხვლეტის შეგრძნებით
- სიწითლით
- პრურიტით (ქავილი)
- ფოტოფობიით (სინათლის მიმართ
მგრძნობელობა)
ძალიან იშვიათი - თავბრუსხვევა
- გულისრევა
გვერდითი მოვლენის გაუარესების ან ახალი გვერდითი მოვლენის განვითარების
შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ფლოქსედოლის შენახვის პირობები
- ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
- ბოთლის პირველი გახსნიდან გამოყენეთ 28 დღის განმავლობაში
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- დაუშვებელია ფლოქსედოლის გამოყენება შეფუთვაზე EXP-თან მითითებული
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო
რიცხვს.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო
ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც აღარ
გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფლოქსედოლი
- აქტიური ნივთიერებაა ოფლოქსაცინი;
- დამხმარე ნივთიერებებია: ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი,
დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი,
ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და გასუფთავებული წყალი. იგი
შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორის მჟავას ან დინატრიუმის ჰიდროქსიდს
pH-ის კორექციისთვის.
ფლოქსედოლის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ფლოქსედოლის არის სუფთა, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
ფლოქსედოლი მოცემულია გაუმჭვირვალე თეთრი ფერის დაბალი სიმკვრივის
პოლიეთილების ბოთლში საწვეთურით, რომელიც შეიცავს 10მლ ხსნარს. ბოთლი
დახუფულია თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი
თავსახურით პირველადი გახსნის კონტროლით (დამცავი ბეჭდით).
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.
25 დე აბრილ ავე., 6-6ა
2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია
ტელ: (+351) 21 415 81 30
ფაქსი: (+351) 21 415 81 31
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
Laboratorio Edol – Produtos Farmaceuticos, S.A.
Av. 25 de Abril, 6-6A
2795-225 Linda –a – Velha – Portugal
Tel: (+351) 21 415 81 30
Fax: (+351) 21 415 81 31
E-mail: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ეს დანართი ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 2014 წლის ნოემბერში.