კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
რონიკი თვალის წვეტები 1მგ/მლ 5მლ
  • რონიკი თვალის წვეტები 1მგ/მლ 5მლ
  •  
  • ფასი: 9.00 ლ
  • რონიკის თვალის წვეთები, ხსნარი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თვალებში, კონიუნქტივალური პრობლემების (კონიუნქტივიტი, რქოვანას- კონიუნქტივის წვა, ბლეფაროკონიუნქტივიტი), ირიდოციკლიტის, ტოქსოპლაზმოზის, ქორიორეტინული კერების და მძიმე ალერგიული კონიუნქ



ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
რონიკი 1 მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი
დექსამეთაზონის ფოსფატი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი.
 შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
 ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს, ვინაიდან მან
შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ,
როგორც თქვენ.
 გვერდითი ეფექტების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების
განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის რონიკი და რისთვის გამოიყენება
2. რონიკის გამოყენების წინ
3. რონიკის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. რონიკის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის რონიკი და რისთვის გამოიყენება
რონიკის თვალის წვეთები, ხსნარი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება
თვალებში, კონიუნქტივალური პრობლემების (კონიუნქტივიტი, რქოვანას-
კონიუნქტივის წვა, ბლეფაროკონიუნქტივიტი), ირიდოციკლიტის,
ტოქსოპლაზმოზის, ქორიორეტინული კერების და მძიმე ალერგიული
კონიუნქტივალური მდგომარეობების სამკურნალოდ.
რონიკი ინიშნება ანთებითი მდგომარეობებისას და არ გამოიყენება თვალის მწვავე
ინფექციისას.
ამ პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.
2. რონიკის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ რონიკი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსამეთაზონის ნატრიუმის
ფოსფატის ან რონიკის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- ჰერპესული ან მიკოზური კერატიტის დროს;
- თვალის ტუბერკულოზის დროს;
- ჩუტყვავილას დროს;
- “ყვავილის” ვირუსით გამოწვეული ინფექციისას;
- ანამნეზში გლაუკომას არსებობისას;
- იმუნიტეტის დაქვეითებისას (ორგანიზმის დამცავი რეაქციების დაქვეითება ან
დათრგუნვა)
- ბოთლის პირველად გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე რონიკის გამოყენებისას
აცნობეთ თქვენს ექიმს და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე რონიკის
გამოყენებისას, თუ:
- გაქვთ კერატული დაზიანებები;
- გაქვთ თვალის ჰიპერტენზია ან ანამნეზში თვალის შიდა წნევის მომატება
ადგილობრივი კორტიკოსტერიდების გამოყენებისას.
ყველა პრეპარატის მსგავსად, რომლებიც ოფთალმოლოგიაში გამოიყენება
ადგილობრივად და შეიცავს კორტიკოსტეროიდებს, გათვალისწინებული უნდა იყოს
სისტემური აბსორბცია, ამიტომ ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ექიმის
მიერ დანიშნულ ვადაზე მეტი ხანგრძლივობით.
ექიმმა უნდა განახორციელოს დაკვირვება პაციენტზე და მის თვალისშიდა წნევაზე.
სიფრთხილით გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან შეიძლება
გაიზარდოს თირკმლის დათრგუნვის რისკი. ასეთ შემთხვევში, არ გამოიყენება 5
დღეზე მეტ ხანს.
რონიკის გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით
ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებსაც, ყოველი პრეპარატის გამოყენებებს შორის
ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი.
გლაუკომას საწინააღმდეგო საშუალებები - თვალის კორტიკოსტეროიდების
ქრონიკულმა ან ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თვალშიდა წნევა და
შეამციროს გლაუკომას საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობა.
ანტიქოლინერგიული საშუალებები, განსაკუთრებით ატროპინი და მონათესავე
ნაერთები - თვალის კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება
გაიზარდოს თვალის შიდა წნევის მომატების რისკი; მაღალი ალბათობით, ამგვარი
მატება ვითარდება ციკლოპლეგიური/მიდრიაზული საშუალებების იმავდროულად
გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინასწარგანწყობა
დახურულკუთხოვანი მწვავე გლაუკომის მიმართ.
სისტემური აბსორბცია არის მინიმალური და ურთიერთქმედება პრეპარატებს შორის
მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს
ჰიპოგლიკემიური საშუალებების (მათ შორის ინსულინის), ანტიჰიპერტენზიული და
დიურეზული საშუალებების ეფექტების დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუხედავად იმისა, რომ თვალის კორტიკოსტეროიდებით ჩატარებული კვლევები არ
მიუთითებს ორულობის პერიოდში განვითარების მანკებზე ან ლაქტაციის პერიოდში
სხვა პრობლემებზე, ამგვარი შესაძლობლობა ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ექიმმა
უნდა განიხილოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რონიკის გამოყენების
პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
რონიკის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის
უნარზე.
თუ აღინიშნება მხედველობის დროებითი დაბინდვა რონიკის გამოყენების შემდეგ,
არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები ვიდრე მხედველობა არ გამოსწორდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რონიკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
რონიკი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. მან შეიძლება გამოიწვიოს თვალის
გაღიზიანება. მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტულ ლინზებთან. წვეთების
ჩაწვეთებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ მხოლოდ მინიმუმ 15
წუთის შემდეგ. შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის
ცვლილება.
3. რონიკის მიღების წესი
რონიკი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად.
თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა არის:
- მძიმე და მწვავე დაზიანებებისას: ერთი წვეთი ყოველ საათში ერთხელ;
- ნაკლებად მძიმე და მწვავე დაზიანებებისას: ორი წვეთი დღეში 3-6-ჯერ.
მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან და ექიმის მითითებების შესაბამისად.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის რონიკი
ამ პრეპარატის ფარმაცევტული ფორმით ჭარბი დოზის შემთხვევები არ
დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ რონიკის მიღება
- თუ მოახლოებული არ არის შემდეგი გამოყენების დრო, წვეთები ჩაიწვეთეთ
დაუყოვნებლივ და არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. შემდეგ გააგრძელეთ თვალის
წვეთები ჩვეულებრივ გამოყენება;
- თუ მოახლოებულია შემდეგი გამოყენების დროს, ჩაიწვეთეთ წვეთები მხოლოდ
მაშინ და არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის
კომპენსირებისათვის. შემდეგ გააგრძელეთ თვალის წვეთები ჩვეულებრივ
გამოყენება;
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით,
ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, რონიკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი (>1/100, <1/10):
- დისკომფორტი;
- წვა;
- ჩხვლეტის შეგრძნება.
ეს ეფექტები ჩვეულებრივ არის მსუბუქი და დროებითი ხასიათის.
არახშირი (>1/1000, <1/100):
- კონიუნქტივალური შეგუბება;
- სიმშრალე თვალის ირგვლივ;
- თვალის გაღიზიანება;
- ცრემლდენა;
- გლაუკომა (დაავადება, რომლის დროსაც თვალის შიდა წნევა მატულობს იმის გამო,
რომ არ ხდება სითხის გადოსვლა);
- თვალის შიდა წნევის მომატება;
- კატარაქტის წარმოქმნა (განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში);
- ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონეები) მომატებული რისკი
დიაბეტურ პაციენტებში;
- ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების რისკი (ინფექციები, რომლებიც
ვითარდება ორგანიზმის დაცვითი რეაქციების დაქვეითებისას);
- კერატული კალციფიკაციის რისკი.
თუ რომელიმე მითითებული გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან განვითარდა ისეთი
გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში,
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. რონიკის შენახვის პირობები
- შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე;
- პირველად გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში;
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;
- არ გამოიყენოთ რონიკი ეტიკეტზე ან გარეთა კოლოფზე “EXP” ნიშანთან
მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს
მითითებული თვის ბოლო დღეს.
- არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან
საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ,
როდესაც აღარ გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს რონიკი
- აქტიური ინგრედიენტი არის დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი;
- სხვა კომპონენტებია: ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი,
დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი
10%, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი,
გასუფთავებული წყალი და ჰიდროქლორმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის
კორექციისათვის.
რონიკის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
რონიკი არის სტერილური, სუფთა, უფერო და უსუნო ხსნარი თვალში
გამოსაყენებლად, წარმოდგენილი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის
საწვეთურიან ბოთლში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით. ყოველი
ბოთლი შეიცავს 5 მლ თვალის წვეთს, ხსნარის სახით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.
25 დე აბრილ ავე., 6-6ა
2795-225 ლინდა-ა-ველჰა
პორტუგალია
Laboratorio Edol – Produtos Farmaceuticos, S.A.
Av. 25 de Abril, 6-6A
2795-225 Linda –a – Velha
Portugal
ეს დანართი ფურცელი ბოლოს შესწორდა 2014 წლის ნოემბერში