კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გრიპი და გაციება
ბენეტი ვიტაციდი ლიმონი 10 პაკეტი
  • ბენეტი ვიტაციდი ლიმონი 10 პაკეტი
  •  
  • ფასი: 10.87 ლ
  • ბენეტი ვიტაციდი გამოიყენება ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გაციება, გრიპი), რომელსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, ცხვირის დაცობა, თავის ტკივილი, სურდო, ცე



გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისთვის

ბენეტი ვიტაციდი
Benet Vitacid

ორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის შემცველი პაკეტები


• აქტიური სუბსტანცია: ყოველი პაკეტი შეიცავს 500მგ პარაცეტამოლს, 10მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, 20მგ ფენირამინის მალეატს და 50მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C).
• ექსციპიენტები: ლიმონის არომატი, სუკრალოზა, ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის დიჰიდრო ციტრატი (უწყლო), მაკროგოლი (PEG 8000 მიკრონიზებული), მანიტოლი SD 200 და D&C ყვითელი #: 10.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, გთხოვთ რჩევისთვის მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვებს.
• ამ პრეპარატის გამოყენებისას თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს, რომ ამ პრეპარატს იღებთ.
• დაიცავით წერილობითი გამოყენების ინსტრუქცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.

 

ამ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის ბენეტი ვიტაციდი და რისთვის გამოიყენება?
2. ბენეტი ვიტაციდის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ბენეტი ვიტაციდი
4. როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. ბენეტი ვიტაციდის შენახვა

1. რა არის ბენეტი ვიტაციდი და რისთვის გამოიყენება?

ბენეტი ვიტაციდის ყოველი პაკეტი შეიცავს 500მგ პარაცეტამოლს, 10მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, 20მგ ფენირამინის მალეატს და 50მგ ასკორბინის მჟავას.
ბენეტი ვიტაციდი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც აქვს ანტიპირეტული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური, ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
პარაცეტამოლი ამჟღავნებს ტკივილგამაყუჩებელ და ანტიპირეტულ ეფექტებს. ფენილენფირნი არის დეკონგესტანტი, რომელიც ხსნის ცხვირის ობსტრუქციას, ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებით. ფენირამინი არის ანტიჰისტამინი, ანტიქოლინერგული მახასიათებლებით, რომლებიც აქვეითებს ბუნებრივი ჰისტამინის დონეს ორგანიზმში. ჰისტამინი იწვევს ცემინებას, ქავილს, ცრემლდენას და ცხვირიდან გამონადენს. ფენირამინის ანტიქოლინერგული მახასიათებლები იწვევს ცხვირის გზების “სიმშრალეს” რინორეის შემცირებით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არის ვიტამინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.
ბენეტი ვიტაციდი გამოდის მუყაოს კოლოფით, როემლიც შეიცავს 10 პეთ/ალიმინის/დსპე პაკეტებს.
ბენეტი ვიტაციდი გამოიყენება ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გაციება, გრიპი), რომელსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, ცხვირის დაცობა, თავის ტკივილი, სურდო, ცემინება, სინუსიტი და კუნთების ტკივილი.

2. ბენეტი ვიტაციდის მიღებამდე
ბენეტი ვიტაციდი არ გამოიყენოთ შემდეგი მდგომარეობების დროს

• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენეტი ვიტაციდის რომელიმე აქტიური ინგრედიენტის მიმართ
• 12 წლამდე ასაკის ბავვებში
• მწვავე ყაბზობა კუჭის ან ნაწლავის ბლოკირებით;
• არანამკურნალები ან არაკონტროლირებადი დაავადებები - გლაუკომა, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის დაავადება, მაღალი წნევა, კორონარული არტერიების დაავადება, ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონული ცვლილებები;
• თუ გაქვთ შარდვის გაძნელება (პროსტატის ჰიპერპლაზია);
• თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში მიღებული გაქვთ მაო-ს ინჰიბიტორები

ბენეტი ვიტაციდი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს
ექიმი გადაწყვეტს უნდა გამოიყენოთ თუ არა ბენეტი ვიტაციდი შემდეგი მდგომარეობების დროს.
• არ უნდა გამოიყენოთ მედიკამენტებთან ერთად რომელბიც შეიცავს პარაცეტამოლს, რადგან პარაცეტამოლის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;
• თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ტკივილგამაყუჩებლების ჩათვლით.
• სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების მქონე პაციენტებმა.
• ოკლუზიური ვასკულური დაავადების შემთხევაში (მაგ., რეინოს სინდრომი) ბენეტი ვიტაციდის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
• თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
• თუ გაქვთ პოდაგრა.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები ამჟამად გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ბენეტი ვიტაციდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.

ორსულობა
ბენეტი ვიტაციდი არ გამოიყენოთ ექიმის რჩევის გარეშე თუ ხართ ორსულად.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაცია
ბენეტი ვიტაციდი არ გამოიყენოთ ექიმის რჩევის გარეშე თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბენეტი ვიტაციდის მიღების დროს არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენეტი ვიტაციდის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი შემავსებლის ხარჯზე
ბენეტი ვიტაციდი შეიცავს 23მგ-მდე ნატრიუმს ერთ პაკეტში. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომელთა დიეტაშიც ნატრიუმი შეზღუდულია.

რადგან ბენეტი ვიტაციდი შეიცავს მანიტოლს, მას შეიძლება ქონდეს მსუბუქი საფაღარათე ეფექტი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
პარაცეტამოლი:

როდესაც პარაცეტამოლი გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან ერთად (მაო-ს ინჰიბიტორები) მან შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი:
ფენილეფრინმა შეიძლება დააქვეითოს მედიკამენტების ეფექტი, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების და მომატებული წნევის დროს (ბეტა-ბლოკერები, დებრისოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოფა). ის ზრდის ჰიპერტენზიის რისკს (მომატებული წნევა).

როდესაც ის გამოიყენება დიგოქსინთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად, რომლებიც იხმარება გულის დარღვევების სამკურნალოდ, იზრდება არარეგულარული გულისცემის და გულის შეტევის რისკი.

ფენირამინის მალეატი:
ალკოჰოლთან და კლასიკურ ანტიჰისტამინებთან ერთად გამოყენებისას (სედაციური ეფექტით) იზრდება ძილიანობის ტენდენცია.
სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ფენიტოინის შემცველ მედიკამენტებთან ერთად, რომელბიც გამოოყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, შფოთვის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად და ძილის-მარეგულირებელ საშუალებებთან ერთად.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბოლო დროს მიღებული რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების გამოყენების შესახებ.

 

3. როგორ გამოიყენება ბენეტი ვიტაციდი?
შესაბამისი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
მოზრდილების და 12 წელზე უფროსი ასაკის ბაშვებისთვის რეკომენდებულია 1 პაკეტი 4-6 საათში ერთხელ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა გამოიყენონ დღეში 6 პაკეტზე მეტი.

მიღების გზა და მეთოდი:
ბენეტი ვიტაციდის 1 პაკეტი გახსენით 200მლ ცხელ წყალში და დალიეთ 10-15 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შაქრის დამატება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბენეტი ვიტაციდი არ უნდა გამოიყენონ 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილების დოზა.

ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში გამოიყენება მოზრდილების დოზა. სიფრთხილით უნდა გამოიყენონ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
თუ მიიღეთY საჭიროზე მეტი ბენეტი ვიტაციდი
საჭიროზე მეტი ბენეტი ვიტაციდის გამოყენებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ბენეტი ვიტაციდის მიღება
გამოტოვებულის დასაბალანსებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ბენეტი ვიტაციდის მიღების შეწყვეტისას ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

4. როგორია შესაძლო გვერდთი ეფექტები?
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებიც სენსიტიური არიან ბენეტი ვიტაციდის ინგრედიენტების მიმართ.

ბენეტი ვიტაციდის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს თუ შენიშნავთ შემდეგ ნიშნებს.
• კანის სერიოზული დაზიანება, რომელიხ ხასიათდება კანის აქერცვლით და სითხით სავსე ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
• სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია): სახის, ენის და ტუჩების შეშუპება; სუნთქივს გაძნელება
• ასთმა და ასთმის გაუარესება, ქოშინი ან დისპნოე
• ქავილით მიმდინარე გამონაყარი, კანის სიწითლით.
• კანის ბულოზური ანთება, სტივენს ჯონსონის სინდრომის ჩათვლით
• სიყვითლე
• გულის რითმის დარღვევა (არითმია)

ეს ყველა ძალაინ სერიოზული გვერდითი ეფექტია.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოაღნიშნული, ბენეტი ვიტაციდის მიმართ მწვავე გაქვთ ალერგია. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ვლინდება ძალიან იშვიათად.

სხვა გვერდითი ეფექტები:
ბენეტი ვიტაციდის შედარებით ხშირი გვერდითი ეფექტიებია: ნევროზულობა, უძილობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, მოუსვენრობა.

თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ბენეტი ვიტაციდის შენახვა

ბენეტი ვიტაციდი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C-ზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. ბენეტი ვიტაციდი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ბენეტი ვიტაციდი არ გამოოყენოთ თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და მისი შეფუთვის დაზიანებას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საცაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad.
No: 4 34467
Maslak / Sarıyer / ISTANBUL
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No:3
Esenyurt / Istanbul