კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • მოქსიფორსი თვალის წვეთები 5მლ
  •  
  • ფასი: 20.06 ლ
  • ჩვენება ბაქტერიული კონიუქნტივიტის, ტარსადენიტის, კერატიტის (მათ შორის რქოვანას წყლული) მკურნალობა...



გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

არ გადააგდოთ ეს ფურცელი და შეინახეთ პრეპარატთან ერთად.

რეცეპტურული პრეპარატი

კლასიფიკაციის N: 131

 

მე-4 თაობის ფტორქინოლონი

ანტიბაქტერიული საშუალება

მოქსიფორსის თვალის წვეთები 0.5%

(მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი)

 

შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი (EP)---5.45მგ

(მოქსიფლოქსაცინის 5მგ სახით)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორის მჟავა, საინექციო წყალი

აღწერა:

ღია ფერის მწვანე ხსნარი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში

ჩვენება

ბაქტერიული კონიუქნტივიტის, ტარსადენიტის, კერატიტის (მათ შორის რქოვანას წყლული)  მკურნალობა, გამოწვეული შემდეგი ორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით , ასეპტური თერაპია თვალზე ოპერაციის შემდეგ:

Staphylococcus aureus, Streprococcus, Streptococcus pneumoniae, Enterococcus, Micrococcus, Moraxella, Citrobacter, Klebsiella, Enterobacter, Proteus, Morganella morganii, Haemophilus influenza, Pseudomonas, burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia, Acinetobacter.

დოზირება და მიღების წესი

  1. ბაქტერიული კონიუნქტივიტი, ტარსადენიტი, კერატიტი (მათ შორის რქოვანას წყლული): ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 3-ჯერ დღეში. შეამცირეთ ან გაზარდეთ სიმპტომების მიხედვით.
  2. თვალზე ოპერაციის შემდეგ: როგორც წესი ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 5-ჯერ დღეში და ოპერაციის შემდეგ ერთი კვირა 1 წვეთი 3-ჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები

გაფრთხილება

მოქსიფლოქსაცინის თვალის ხსნარი გამოიყენება ადგილობრივად თვალში და დაუშვებელია მისი ინექცია საბქონიუნქტივალურად ან პირდაპირ თვალის წინა საკანში.

 პაციენტებში სისტემური ფტორქინოლონების მიღებისას შეინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქციები, ზოგჯერ პირველივე დოზის მიღების შემდეგ. ზოგ რეაქციას თან ახლდა გულსისხლძარღვთა კოლაფსი, ცნობიერების დაკარგვა, ანგიოედემა (ლარინგეალური, ფარინგეალური ან სახის შეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, დისპნოე, ჭინჭრის ციება და ქავილი.

მოქსიფლოქსაცინის მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარებისას, შეწყვიტეთ მისი გამოყენება. სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება საჭიროებდეს დაუყოვნებლივ გადაუდებელ მკურნალობას.

არ გამოიყენოთ

პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის, სხვა ფტორქინოლონების ან მოცემული პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

1 წლამდე ასაკის ბავშვები

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტბებში.

ორსულები ან ლატქაციის დროს

გვერდითი რეაქცია

თვალი: კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმკვეთრის შესუსტება, მშრალი თვალი, კერატიტი, თვალის დისკომფორტი, თვალის ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ქავილი, კონიუნქტივალური ჰემორაგია, ცრემლი შეინიშნებოდა პაციენტების 1-6%-ში.

სხვა: ცხელება, ხველა, ინფექცია, ოტიტი, ფარინგიტი, გამონაყარი, რინიტი პაციენტების 1-4%-ში.

ზოგადი

რეზისტენტული ბაქტერიის განვითარების პრევენციის მიზნით შეამოწმეთ მგრძნობელობა და მიმართეთ დაავადების მკურნალობის ხანმოკლე პერიოდს.

სხვა ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებისგან განსახვავებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ზრდა, მათ შორის სოკოს.

სუპერინფექციის განვითარებისას, შეწყვიტეთ გამოყენება და დანიშნეთ ალტერნატიული თერაპია.

პრეპარატების ურთიერთქმედება

მოქსიფლოქსაცინის თვალის წვეთების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ინ ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ  მოქსიფლოქსაცინი არ აინჰიბირებას CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP1A2-ს, რაც მიუთითებს რომ მოქსიფლოქსაცინი არ არღვევს მოცემული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტორქომ P450 ისოზიმებით.

ორსულობა და ლაქტაცია

მოქსიფლოქსაცინის თვალის ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე რისკს.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მოქსიფლოქსაცინის თვალის ხსნარის გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

პედიატრიული გამოყენება

მოცემული პრეპარატის უსაფრთოება და ეფექუტორბა 1 წლამდე ასაკის ჩვილებში არ დადგენილა.

გერიატრიული გამოყენება

არ შეინიშნებოდა ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებში ეფექტურობის ან უსაფრთxოებას შორის  განსხვავება.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიაში

კონტეინერის წვეტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ ის ქუთუთოს , თითებს ან სხვა ზედაპირს.

დაბიძურების თავიდან ასაცილებლად არ გადასცეთ ის სხვებს.

სხვა პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას მიიღეთ 5-წუთიანი ინტერვალით.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას  ტემპერაუტარზე (1-30˚C),

შეფუთვა: 5მლ ბოთლი

ვარგისიანობის ვადა მითითებულია მეორეულ შეფუთვაზე.

P32535-01

მწარმოებელი და დისტრიბუტორი

ჰანლიმ ფარმ. კო., ლტდ.

2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა

http://www.hanlim.com