კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები 5მლ
  • ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები 5მლ
  •  
  • ფასი: 14.69 ლ
  • ჩვენება თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები: - ბლეფარიტი; - კონიუნქტივიტი; - კერატიტი; - ირიდოციკლიტი...



გამოყენების ინსტრუქცია

ვიზორელი
VIZOREL

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B სულფატი
Dexamethasone, Neomycin, Polymyxin B

წამლის ფორმა
თვალის/ყურის წვეთები.
აღწერილობა: უსუნო, თეთრი მიკროდისპერსიული სუსპენზია.

შემადგენლობა
თვალის/ყურის წვეთები.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S03CA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.
ნეომიცინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.-ს ჩათვლით.
ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aereginosa და სტრეპტოკოკების მიმართ. არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.
პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოფსოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia coli, Shigella spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Haemophilus influenzae, Salmonella spp., Bordetella pertussis-ის ჩათვლით. მაღალაქტიურია Pseudomonas aereginosa -ს მიმართ. არააქტიურიაProteus spp., Neisseria spp., ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენება
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი;
- კონიუნქტივიტი;
- კერატიტი;
- ირიდოციკლიტი;
თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები;
სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

უკუჩვენება
პრეპარატი ვიზორელი უკუნაჩვენებია:
- კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);
- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ვიზორელის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის
შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).

დოზირება და მიღების წესი
თვალის/ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.
გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;
შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.

დოზის გადაჭარბება:
პრეპარატ ვიზორელის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ ვიზორელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.

მიღების თავისებურებანი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატ ვიზორელის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონიგამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

გამოშვების ფორმა
ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში HDPE-LDPE თავსახურით.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd.
ფონიჭალა 65, 0165 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი
World Medicine İlaç San. Ve Tic. A.Ş.
Evren Mah. Cami Yolu Cad. No:50
Güneşli, Bağcılar, İstanbul, Turkey
(თურქეთი)