კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • ვიზინი 0.05% 15მლ. თვალის წვეთი
  •  
  • ფასი: 17.88 ლ
  • • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცრემლდენის სტაბილურობას • ხსნის მშრალი თვალის და დაღლილობი ყველა ძირითადი სიმპტომს,რომელიც შეიძლება განვითარდეს კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, საკონტაქტო ლინზების ხმარების, კითხვის, ცუდი განათების, და ა.შ.დროს.



Vizin ნატურალური ცრემლი
კატეგორია: სამკურნალო საშუალება
ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალება
შემადგენლობა: მანიტოლი (მანიტოლი); TS-პოლისაქარიდების 0.5%;

 • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცრემლდენის სტაბილურობას

• ხსნის მშრალი თვალის და დაღლილობი ყველა ძირითადი სიმპტომს,რომელიც შეიძლება განვითარდეს კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, საკონტაქტო ლინზების ხმარების, კითხვის, ცუდი განათების, და ა.შ.დროს.

• ეფექტურად ატენიანებს თვალს და ახანგრძლივებს მის კომფორტული მდგომარეობას.

•  შეიცავს მცენარეული ექსტრაქტებს(TS-პოლისაქარიდებს), რომელიც ადამიანის ცრემლის მსგავსი შემადგენლობისაა,ამიტომაც განკუთვნილია რეგულარული გამოყენებისათვის.

• უბრუნებს ჯანსაღ მდგომარეობას თვალის ზედაპირს - რქოვანასა და კონიუნქტივს.

• უზრუნველყოფს ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს.

• კომფორტულია გამოყენებისათვის.

შემადგენლობა:

TS-პოლისაქარიდების 0.5% მანიტოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი

ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

 

გამოყენების წესი

• გამოყენებამდე რეკომენდირებულია ხელების დაბანა.

• გადაწიეთ თავი უკან და ნაზად ჩაიწვეთეტ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში.

• თანაბარი გადანაწილებისთვის ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია თვალის 3-4–ჯერ დახამხამება.

• ჩაწვეთებისას სანამ სითხე არ გადანაწილდება თანაბრად მთელს ზედაპირზე შეიძლება იყოს ბუნდოვანი ხედვა,ეს ნორმალურია და გაქრება დახამხამების შემდეგ.

• ჩაწვეთების შემდეგ მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.

• რეკომენდირებულია გამოიყენოთ 3-4-ჯერ დღეში.

 

უსაფრთხოების ზომები

 

• არ გამოიყენოთ წვეთი  რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს. თუ შეამჩნევთ რაიმე დისკომფორტს ან გაღიზიანებას, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება.

• თუ დაიწყო ინფექცია, სიწითლე, ანთება და ტკივილი თვალში, მიმართეტ ექიმ–ოფთალმოლოგს.

• არ გამოიყენოთ ვიზინი და  თვალის სხვა სამკურნალო საშუალებები ერთსა და იმავე დროს.

ვინაიდან შეიძლება შეიცვალოს მათი მოქმედება.

• კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაწვეთების შემდგომ კვლავ შეგიზლიათ გაიკეთოთ.

• არ შეეხოთ ბოთლის წვერით თვალის ზედაპირს.

• არ გარეცხოთ ბოთლის წვერი სარეცხი საშუალებებით.

• არ გამოიყენოთ წვეთები თუ ფლაკონის ჰერმეტულობა დარრვეულია.

• არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.

• არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

 

• ინახება  25 "C.-ის ზემოთ

• გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.

• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.