კატეგორიები

მომხმარებლის რჩეული ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები ოფთალმოლოგია
  • ტაფაზოლი 10 მლ. თვალის წვეთი
  •  
  • ფასი: 13.90 ლ
  • – სეზონური და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული კონიუნქტივიტის გამწვავება; – კონიუნქტივიტის გაურთულებელი ფორმები.



სავაჭრო დასახელება:
ტაფაზოლი, Tafazol


წამლის ფორმა:
თვალის წვეთები

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
თუთიის ფენოსულფონატი         5 მგ

ნატრიუმის სულფაცეტამიდი     30 მგ
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,05 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი   7,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილის p-ჰიქროქსიბენზოატი, პროპილის p-ჰიქროქსიბენზოატი, თიმეროსალი, ამონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ათქ კოდი: S01AB99.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული, საანესთეზიო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიული თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფმალმოლოგიაში.
თუთიის ფენოსულფონატს აქვს მწებავი, ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც ვითარდება მიკროორგანიზმების ცილების თუთიის იონებით კოაგულაციის შედეგად წარმოქმნილი ალბუმინატების შეღწევის სიღრმის შესაბამისად. აქტიურია სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, დემოდეკოზის გამომწვევის მიმართ.
ნატრიუმის სულფაცეტამიდს გააჩნია ანტიმიკრობული და ბაქტერიოსტატული მოქმედების ფართო სპექტრი, რომლის მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზომჟავასთან (პაბმ) ანტაგონიზმითა და დიჰიდროპტეროატ სინთეტაზის  კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს პურინების, პირიმიდინებისა და დნმ-ის წარმოქმნისათვის საჭირო ტეტრაჰიდროფოლის მჟავის სინთეზის დარღვევას. სულფაცეტამიდი აქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, პათოგენური კოკების, Escherichia coli), Clamydia spp., Actinomyces spp.  მიმართ.
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, რომელიც განპირობებულია ვოლტაჟ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადით, რაც ხელს უშლის მგრძნობელობითი ნერვების დაბოლოებებში იმპულსების გენერაციასა და ნერვული ბოჭკოებით ტკივილის იმპულსების გატარებას.

გამოყენების ჩვენებები:
– სეზონური და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული კონიუნქტივიტის გამწვავება;
– კონიუნქტივიტის გაურთულებელი ფორმები.

უკუჩვენებები:

– მომატებული გრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გამოყენების თავისებურებანი:
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებული არ არის რბილი კონტაქტური ლინზების ხმარება.
თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია მაგარი კონტაქტური ლინზების მოხსნა; ჩასმა შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან 15-20 წუთში. არ შეიძლება საწვეთურის შეხება რაიმე ზედაპირთან ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

გვერდითი მოქმედება:
რეკომენდებული დოზით გამოყენებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, გაღიზიანება ან წვის შეგრძნება.

მიღების წესი და დოზები:
აწვეთებენ 1 წვეთს დასნებოვნებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში
1-3-ჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მისი კორექცია ექიმის მითითების შესაბამისად.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის ნიშნები განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება (მაგალითად, პრეპარატის შიგნით მიღება და სხვ.). საჭიროებისამებრ, ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს არამკაფიო მხედველობა, რაც ართულებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვას. ამიტომ რეკომენდებულია მუშაობის დაწყება პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
ტაფაზოლის თვალის წვეთები გამოდის 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.


შენახვის პირობები:

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე შუქისგან დაცულად, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით.