კატეგორიები

  • ალერგოსანი 1% 18 გრამიანი კრემი
  • ფასი: 9.41 ლ
  • ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება: - კოღოს ნაკბენის დროს; - კონტაქტური და ლოკალიზებული დერმატიტის დროს; - გამონაყარისა და ქავილის სამკურნალოდ ალერგიული მდგომარეობების დროს.



შემადგენლობა
1 გ კრემი შეიცავს:
სამკურნალო ნივთიერება: Chloropyramine hydrochloride 10მგ

დამხმარე საშუალებები: პოლიეთილენგლიკოლი 300, პოლიეთილენგლიკოლი 4000

წამლის ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალერგოსანის კრემი წარმოადგენს ანტიალერგიულ საშუალებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:
- კოღოს ნაკბენის დროს;
- კონტაქტური და ლოკალიზებული დერმატიტის დროს;
- გამონაყარისა და ქავილის სამკურნალოდ ალერგიული მდგომარეობების დროს.

უკუჩვენებები:
ალერგოზანი არ გამოიყენება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კანის ფართო უბნებზე დამწვრობისას ან თუ დარღვეულია კანის მთლიანობა.

გაფრთხილებები
ალერგოზანის კრემი გამოყენება უფრო მეტად შესაფერისია კანის მწვავე რეაქციების დროს, რომლებიც მიმდინარეობს სისველითა და სითხის სეკრეციით.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
ლოკალური გამოყენებისას ალერგოზანის კრემი არ რეზორბირდება და გავლენას არ ახდენს აქტიურ ყურადღებაზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის შესაძლებლობაზე. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ადგილობრივი გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, არ არის რეკომენდებული სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების გამოყენება ალერგოზანის კრემთან ერთად.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში (ჩვილები და 18-წლამდე ასაკის ბავშვები) - კანის დაზიანებულ უბანზე უნდა წაისვას კრემის თხელი ფენა დღეში 2-3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გვერდითი რეაქციები
ალერგოზანის კრემის ლოკალური გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გაღიზიანება, რომლებიც სწრაფად ქრება.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული დერმატიტის ან კანის სხვა ალერგიული რეაქციების გამოვლენა.
ამ პრეპარატის ლოკალური გამოყენებისას არ აღინიშნება საერთო რეზორბციული ან სისტემური ეფექტები.

ჭარბი დოზირება
ამ პრეპარატის ლოკალური გამოყენებისას არ აღინიშნა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. ვარგისიანობის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ - 1 თვემდე. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
1 % კრემი ალუმინის ტუბში 18 გ. ყოველი ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.

გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე

PSP გირჩევთ