კატეგორიები

ექსკლუზიური ბრენდები

  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
  • ფირნიშები
მედიკამენტები გასტროენტეროლოგია
  • სტოპექსი 2მგ 10 კაფსულა
  •  
  • ფასი: 6.80 ლ
  • ჩვენებები - სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა - ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლებას. შედეგად მცირდება ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო. 
სტოპექსის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.

ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა
- ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით

მიღების წესები და დოზები
საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა)
შემდეგში - თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა)
ინიშნება 6 წლის ზევით

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები. 
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება. 
მკურნალობის პროცესში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღე-ბის კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე