კატეგორიები

  • ალერფასტი 180 მგ. 10 ტაბლეტი

  • ფასი: 12.90 ლ
  • ჩვენებები სეზონური ალერგიული რინიტი, გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.



შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ღია ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს – 120 მგ ან 180 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ფექსოფენადინი - წარმოადგენს ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. იგი პერიფერიული H1-რეცეპტორების მაღალსპეციფიკური ანტაგონისტია, არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა პერორალურად მიღებისას დოზით 240 მგ-მდე დღე-ღამეში (120 მგ დღე-ღამეში ორჯერ) არის სწორხაზოვანი.
Tmax პრეპარატის მიღების შემდეგ შეადგენს 2.6 სთ-მდე.
განაწილება. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კავშირი პლაზმის ცილებთან, უპირატესად ალბუმინებთან და ალფა1-მჟავა გლიკოპროტეინებთან, შეადგენს 60-70%-ს.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზდება შეყვანილი დოზის დაახლოებით 5%. ფექსოფენადინი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, იგი ვლინდება შარდსა და განავალში, ძირითადად უცვლელი სახით.
ელიმინაცია. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14.4 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით.

ჩვენებები
სეზონური ალერგიული რინიტი, გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.

მიღების წესები და დოზები
სეზონური ალერგიული რინიტი.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 120 მგ ოდენობით დღეში ერთხელ.
გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება. 
12 წლის ასაკის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 180 მგ დღეში ერთხელ. 
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 1-2-ჯერ დღეში. 
6 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად - დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცალკეულ შემთხვევებში - აგზნებადობა, ძილის დარღვევა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ;
სხვა: იშვიათად - ცხვირის ღრუს და/ან ხორხის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში - კანზე გამონაყარი, ქავილი და სხვა, ტკივილი გულის არეში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ალერფასტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში ალერფასტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები
არსებობს შეზღუდული ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. ალერფასტი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს აღნიშნულ სარისკო ჯგუფებში.

ჭარბი დოზირება
ალერფასტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სტანდარტული პროცედურების ჩატარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის არაადსორბირებული ნაწილის მოსაცილებლად. ჰემოდიალიზის ჩატარება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებისას არაეფექტურია (გამოიყოფა 1.7%-მდე). ფექსოფენადინის ანტიდოტი ცნობილი არ არის, აუცილებლობისას ატარებენ სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის მომატება, ამავე დროს არ აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება და QT ინტერვალის რაიმე ცვლილება.
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე 15 წთ-ით ადრე ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების მიღებისას 41%-ით მცირდება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის “კონცენტრაცია - დროის” დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობი და 43%-ით - მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
რეკომენდებულია 2 სთ-იანი ინტერვალი პრეპარატისა და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების მიღებებს შორის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

PSP გირჩევთ