კატეგორიები

  • კონტრაჰისტი 0.005გ 28 ტაბლეტი

  • ფასი: 26.95 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • გამოიყენება შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ: ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ურტიკარია



პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას .
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა
პიროვნებას. შესაძლებელია მას ზიანი მიადგეს პრეპარატის გამოყენებით,
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მისი სიმპტომები თქვენის მსგავსი
იყოს.
- სერიოზული გვერდითი მოვლენების, ან ისეთი გვერდითი მოვლენების
განვითარების შემთხვევაში, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის
მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის კონტრაჰისტი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა იცოდეთ კონტრაჰისტის გამოყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ კონტრაჰისტი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა
1. რა არის კონტრაჰისტი
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის კონტრაჰისტის აქტიური
ინგრედიენტი. კონტრაჰისტი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც
გამოიყენება შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ:
 ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
 ურტიკარია
2. რა უნდა იცოდეთ კონტრაჰისტის გამოყენებამდე

არ მიიღოთ კონტრაჰისტი, თუ
 ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლევოცეტირიზინის
დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინების ან პრეპარატის სხვა
ნივთიერებების მიმართ (იხ. ნაწილი 6)
 გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე დისფუნქცია
კრეატინინის კლირენსით <10მლ/წთ).
გაფრთხილებები
კონტრაჰისტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის
ბავშვებში, რადგან გარსით დაფარული ტაბლეტები არ ექვემდებარება დოზის
ადაპტაციას.
იმ შემთხვევაში თუ გიძნელდებათ შარდის ბუშტის დაცლა (პროსტატის
გადიდებისას ან ზურგის ტვინის დაზიანებისას), რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
უამბეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს,
განსაკუთრებით ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თუ კონტრაჰისტს იღებთ ალკოჰოლთან ერთად.
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის და ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან
ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
უამბეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან აპირებთ ორსულობას.
ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა
კონტრაჰისტის მიღების შედეგად ზოგიერთ პაციენტში განვითარდა ძილიანობა და
დაღლილობის შეგრძნება. თუ აპირებთ ავტომობილის ან სხვა მანქანადანადგარების
მართვას პრეპარატის მიღების შემდეგ პირველ რიგში დაელოდეთ
მის მოსალოდნელ რეაქციას.
კონტრაჰისტი შეიცავს ლაქტოზას.
იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
3. როგორ უნდა მიიღოთ კონტრაჰისტი
ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მოზრდილებისთვის და 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის ჩვეული დოზაა
დღეში ერთი ტაბლეტის მიღება.
განსაკუთრებული პაციენტებისთვის დოზირება შემდეგნაირია:
თირკმლის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკლები დოზის
მიღება, ასევე ასეთ შემთხვევაში ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს
სხეულის მასის მიხედვით.
თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია
კონტრაჰისტის მიღება.
ღვიძლის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში ჩვეული დოზის მიღებაა
რეკომენდებული.
ერთდროულად თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში
რეკომენდებულია ნაკლები დოზის მიღება და ბავშვებში ასევე დოზირების
შერჩევა უნდა მოხდეს სხეულის მასის მიხედვით.
კონტრაჰისტის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წ-ზე ნაკლები ასაკის
ბავშვებში.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში ასაკოვანი პაციენტებისთვის
დოზის შერჩევა არ არის აუცილებელი.
როდის და როგორ უნდა მიიღოთ კონტრაჰისტი?
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით საკვებთან ერთად
ან მის გარეშე.
დოზის გადაჭარბება
მოზრდილებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია ძილიანობის
განვითარება. ბავშვებში ძილიანობის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს
მოუსვენრობა და აღგზნებადობა.
თუ ფიქრობთ რომ მიიღეთ კონტრაჰისტის გადაჭარბებული დოზა, რჩევისთვის
მიმართეთ ექიმს.
თუ გამოტოვეთ დოზა
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ კონტრაჰისტის დოზის მიღება, ან მიიღეთ
რეკომენდებულზე ნაკლები დოზა, ასანაზღაურებლად დაუშვებელია ორმაგი
დოზის მიღება. დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს და მიიღეთ ჩვეული
დოზა.
კონტრაჰისტის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტა არ გამოიწვევს ნეგატიურ ეფექტს. შესაძლებელია
სიმპტომები კვლავ განახლდეს, თუმცა ნაკლები სიმწვავით, ვიდრე
მკურნალობამდე აღინიშნებოდა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, კონტრაჰისტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენების განვითარება.
ხშირი: 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა
იშვიათი: 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში
აღგზნებადობა და მუცლის ტკვილი
უცნობი: მონაცემების მიხედვით მათი სიხშირე არ არის შეფასებული
სხვა გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა პალპიტაცია, გულის სიხშირის
მომატება, სინკოპე, თავბრუხვევა, ტრემორი, დისგევზია, მხედველობის გაუარესება,
მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შარდის ბუშტის დაცლის უუნარობა,
ედემა, პრურიტი (ქავილი), გამონაყარი, ურტიკარია, კანის პრობლემები, სუნთქვის
გაძნელება, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული საქციელი,
ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდის მცდელობა, ჰეპატიტის, ღვიძლის
ფუნქციის დარღვეა, გულისრევა, გაძლიერებული მადა და ღებინება.
ჰიპერმგრძნობელობის პირველივე სიმპტომების განვითარებისთანავე შეწყვიტეთ
კონტრაჰისტის მიღება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის სიმპტომები შეიძლება იყოს: პირის, ენის,
სახის და/ან ყელის შესიება, სუნთქვის ან გადაყლაპვის გაძნელება, სისხლის
წნევის უეცარი დავარდნა, რომელიც იწვევს კოლაფსს ან შოკს, რაც შეიძლება
ფატალურად დასრულდეს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც მოცემულ
ჩამონათვალში არ არის მითითებული. შეგიძლიათ ასევე გააგზავნოთ
შეტყობინები პირდაპირ ფარმაკოუსაფრთხოების მონიტორინგის დეპარტამენტში
(იხ. დეტალები ქვევით).
გვერდითი მოვლენების შეტყობინების მეშვეობით თქვენ ხელს შეუწყობთ
მედიკამენტზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
სამედიცინო პროდუქტების და მოწყობილობების სარეგისტრაციო განყოფილების
მისამართია:
ზაბკოვსკას 41
პლ-03-736 ვარშავა.
ტელ: 48224921301,
ფაქსი: 48224921309
ე-მაილ:ადრ@ურპლ.გოვ.პლ
5. შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ მედიკამენტი.
მოცემული მედიკამენტი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტი ნაგავში. რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, იმის
შესახებ თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუსადეგარი მედიკამენტი. ამ ზომების
გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა
რას შეიცავს კონტრაჰისტი
- აქტიური სუბსტანციაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული
გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის
დიჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102),
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანის
დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ორმაგად ამობურცული, ოვალური,
რომელზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია ‘^11’.
შეფუთვის ზომა: 7, 14, 21, 28, 30, 50, 56 და 98 გარსით დაფარული ტაბლეტები.
შესაძლებელია ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნიშნის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნიშნის მფლობელი

ადამედ სპ. ზ.ო.ო.
პიენკოვის 149
05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი
მწარმოებელი
ადამედ სპ. ზ.ო.ო.
პიენკოვის 149
05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

PSP გირჩევთ