კატეგორიები

  • ლეტიზენი 10მგ. 20 ტაბლეტი

  • ფასი: 12.65 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • პრეპარატი რეკომენდებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის სეზონური და ხანგრძლივი ალერგიის სიმპტომების (ცემინება, ქავილი და მომატებული გამონადენი), კონიუნქტივის (ქავილი, სიწითლე, შეშუპებული ქუთუთოები, ცრემლდენა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ) და კანის (ცხელება, ქავ



წაიკითხეთ გულდასმით ეს დანართი ფურცელი პრეპარატის მიღებამდე.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვნს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოთ მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიპტომები გაქვს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში გაეცნობით:
1. რა არის ლეტიზენი და რისთვის გამოიყენება
2. ლეტიზენის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ ლეტიზენი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ლეტიზენის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ლეტიზენი და რისთვის გამოიყენება

ლეტიზენი არის სელექციური H1 რეცეპტირუს აგონისტი და მიეკუთვნება ანტიჰისტამინების ჯგუფს.
პრეპარატი რეკომენდებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის სეზონური და ხანგრძლივი ალერგიის სიმპტომების (ცემინება, ქავილი და მომატებული გამონადენი), კონიუნქტივის (ქავილი, სიწითლე, შეშუპებული ქუთუთოები, ცრემლდენა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ) და კანის (ცხელება, ქავილი) ალერგიული ანთების სიმპტომების და ასევე კანის გაურკვეველი წარმომავლობის ქრონიკული ანთების სიმტომების მოსახსნელად.

2. ლეტიზენის მიღებამდე
არ მიიღოთ ლეტიზენი
ა) თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის, ან ლეტიზინის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადრება ლეტიზენის მიღებისას
ბ) თუ გაქვთ ღვიძლის ნ თირკმელების ფუნქციის გაუარესება
გ) თუ ხართ ჰემოდილიზზე
დ) თუ ხართ 60 წელს გადაცილებული
თუ ზემოთაღნიშნული გეხებათ თქვენს, გთხოვთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს
ექიმთან. ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ პრეპარატის დოზა.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მკურნალობის
საწყის ეტაპზე. თუ პრეპარატი იწვევს თქვენში ძილიანიბას, მიიღეთ ის საღამოს.
არ არის საკმარისი მონაცემები ცეტირიზინის გამოყენების უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
თუ ლეტიზენი გამოიყენება თეოფილინთან ერთად (ასთმის და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალო საშუალება), განსაკუთრებით 400მგ მეტი დოზით, არსებობს ლეტიზენის გვერდითი მოვლენების გამოვლენის მაღალი ალბათობა.
ლეტიზენით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული სედატიური საშუალებების (მაგ. ცინოლაზეპამი, ფლურაზეპამი, მიდაზოლამი, ნიტრაზეპამი ან ზოლპიდემი) მიღება, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიობ ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების შესუსტება. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების ლეტიზენთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ლეტიზენის მიღება საკვებთან და სასმელთან
პრეპრატის მიღება და ბავშვისათვის მიცემა შეიძლება საკვების მიღებამდე, ან მის შემდეგ. ლეტიზენით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქიების შესუსტება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ არის კლინიკური მონაცემები ცეტირიზინის გამოყენების შესახებ ორსულებში. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის შემდეგ თვეებში ექიმი დაგინიშნავთ პრეპარტს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
პრეპარატი გადადის დედის რძეში; ამიტომ ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ ავტომობილი და იმუშაოთ მექანიზმებთან, რადგან პრეპარატმა მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ზოგიერთ პაციენტში. სანამ გაარკვევთ, თუ როგორი რეაქცია გაქვთ პრეპარატზე, გამოიჩინეთ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას, ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს, რომელთაც ესაჭიროებათ მომატებული მობილიზაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლეტიზენის ზოგიერთ კომპონენტზე
პაკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორალურად მისაღები ხსნარი შიცავს სორბიტოლს (E420). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ მივიღოთ ლეტიზენი

ყოველთვის მიიღეთ ლეტიზენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დაარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შემდეგ ცხრილში მოცემულია რეკომენდებული დოზები:

ასაკი დოზა
მოზრდილები 1 ტაბლეტი (10მგ) ერთჯერ დღეში, ან
ორალურად მისაღები ხსნარის 2 შპრიცი (10მლ) ერთჯერ დღეში
ბავშვები 12 წელს ზემოთ 1 ტაბლეტი (10მგ) ერთჯერ დღეში, ან
ორალურად მისაღები ხსნარის 2 შპრიცი (10მლ) ერთჯერ დღეში
6-12 წლის ბავშვები 30კგ მეტი სხეულის მასით 1/2 ტაბლეტი (5მგ) ორჯერ დღეში, ან
ორალურად მისაღები ხსნარის 1 შპრიცი (5მლ) ორჯერ დღეში
6-12 წლის ბავშვები 30კგ ნაკლები სხეულის მასით 1/2 ტაბლეტი (5მგ) ერთჯერ დღეში, ან
ორალურად მისაღები ხსნარის 1 შპრიცი (5მლ) ერთჯერ დღეში
2-6 წლის ასაკის ბავშვები ორალურად მისაღები ხსნარის 1 შპრიცი (5მლ) ერთჯერ დღეში, ან ორალურად მისაღები ხსნარის 1/2 (2.5მლ) ორჯერ დღეში

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის საშუალო გაუარესებით, ღვიძლის ფუნქციის გაუარესებით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დღიური დოზა უნდა შემცირდეს ნახევრამდე.
მიიღეთ ტაბლეტები დილით (ან საღამოს) ჭამამდე, ან მის შემდეგ. გადაყლაპეთ ტაბლეტი მცირეოდენი სითხის დაყოლებით.
შესაბამისი დოზა ამოიღეთ მომყოლი შპრიცით, გადაყლაპეთ და გარეცხეთ შპრიცი წყლით. მჭიდროთ დაახურეთ თავსახური ბოთლს პრეპარატის მიღებისთანავე.
ექიმი მოგცემთ რჩევას მკურნალობის ხანგრძლივობის შესასახებ.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ლეტიზენის ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გონების არევა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავისტკივილი, დისკომფორტი, მიდრიაზი (გუგების გაფართოვება), ქავილი, მოუსვენრობა, სედატიური ეფექტი, სტუპორი (რეაქციის უქონლობა), ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), ტრემორი (ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების თრთოლა) და შარდვის შეკავება.
პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსადევნად ეცადეთ გამოიწვიოთ ღებინება.
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ლეტიზენის მიღება
მიიღეთ პრეპარატი და მიეცით ბავშვს ერთჯერ დღეში ერთიდაიმავე დროს. თუ
დაგავიწყდათ დოზის მიღება ან მიცემა ბავშვისათვის, მიიღეთ ან მიეცით ბავშვს გახსენებისთანავე, ისე რომ არ შეცვალოთ დოზირების სქემა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ლეტიზენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
გვერდითი მოვლების გამოვლენის სიხშირის კლასიფიკაცია შემდეგნაირია:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არ არის ცნობილი ვერ ხერხდება შეფასება არსებული მონაცემებიდან

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენებია (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში): პირის სიმსრალე, ძილიანობა, დაღლილობა.
ხშირი გვერდითი მოვლენებია (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში): პალპიტაცია (გახშირებული გულისცემის არასასიამოვნო შეგრძნება), სისხლის მომატებული წნევა, ძალიან შემცირებული სისხლის წნევა, გულის უკმარისობა, ლიმფუი კვანძის გადიდება, სისხლის წითელი უჯრედების მომატებული დაშლით გამოწვეული ანემია, თავისტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, გონების არევა, კუნთების აქტივობის ანომალიური მატება (ჰიპერკინეზია), კუნთის ტონუსის მომატება (ჰიპერტონია), შაკიკი, ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების თრთოლვა (ტრემორი), ვერტიგო, სპაზმი ფეხებში, არაკოორდინირებული მოძრაობა (ატაქსია), დისფონია, ანომალიური კოორდინაცია, მომატებული მგრძნობელობა შეხების მიმართ (ჰიპერესთეზია), შემცირებული მგრძნობელობა შეხების მიმართ (ჰიპოესთეზია), ზურგის ტვინის ანთება, პარეზი, ქუთუთოს დაშვება (ფტოზი), კრთომა, სახის, ლოყის და პირის კუნთების უნებლიე მოძრაობები (ოროფაციალური დისკინეზია), მხედველობის ველის დეფექტი, სიბრმავე, თვალის აკომოდაციის დაკარგვა, თვალის ტკივილი, კონიუნქტივას ანთება, თვალის სიმშრალე, გლაუცომა, სისხლდენა თვალში, სუნის შეცვლილი შეგრძნება, ოთალგია, ხმაური ყურებში, სიყრუვე, შუა ყურის დაზიანება გამოწვეული წამლით, ან ქიმიური ნივთიერებით (ოტოტოქსიკურობა), წანაზარდები ცხვირის ღრუში (პოლიპები), სიხლდენა ცხვირიდან, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ხველა, ბონქკონსტიქცია, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, სინუსების ანთება, ნერწვის მომატებული გამოყოფა, ბრონქების ანთება, პნვმონია, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანტება წყლულით (წყლულოვანი სტომატიტი), კბილების კარიესული დაშლა (კარიესი), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება,
ენის გაუფერულება, ენის შეშუპება, კუჭის ანთება, რექტალური სისხლდენა, ბუასილი, შავი განავალი (მელენა), მომატებული შარდვა (პოლიურია), შარდვის შეკავება, საშარდე გზების ანთება, შარდის ბუშტის ანთება, გაძნელებული, მტკივნეული შარდვა (დიზურია), სისხლიანი შარდი, თირკმელების ანთება, ქავილი, გამონაყარი, კანის სიმშრალე, ცხელება, აკნე, კანის ანთება, წითელი გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია, ფურუნკულების განვითარება, ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, კანის გასქელება, მომატებული თმიანობა, მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი, მომატებული მგრძნობელობის ტოქსიკური რეაქციები სინათლის მიმართ, ცხიმიანი კანი, სისხლდენა კანქვეშ, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ოსტეოართრიტი, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, დიაბეტი, მადის მომატება, მადის დაკარგვა, წყურვილი, ჰიდრატაცია, წონის მომატება, ზურგის ტკივილი, ცხელება, სისუსტე, გენერალიზებული შეშუპება, შეშუპება თვალის გარშემო (პერიორბიტალური შეშუპება), პერიფერიული შეშუპება, რიგიდულობა, ფეხბის შეშუპება, სახის შეშუპება, სისხლის მოწოლა, ნერწყვდენა, გემოს შეცვლა, გემოს დაკარგვა, მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილი მკერდის არეში, მენსტრუალურ ციკლებს შორის სისხლდენა, ვაგინარული გამონადენი, ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს, საშოს ანთება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ნევროზულობა, დეპრესია, ამოციონალური ლაბილობა, კონცენტრაციის გაუარესება, შიში, დეპერსონალიზაცია, პათოლოგიური აზრები, აჟიტირება, მეხსიერების დაკარგვა, ლიბიდოს დაქვეითება, აწეული გუნება-განწყობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია (ვლინდება 10,000პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, გულყრები, გულისრევა და გონების დაკარგვა, ანგიოედემა (კანქვეშა ქსოვილის შეშუპება), უცაბედი, მწვავე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), ღვიძლის დაავადებები.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. ლეტიზენის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 300ჩ მეტი ტემპერატურის პრობებში. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოყენებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ბოთლს.
არ გამოიყენოთ ლეტიზენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატები არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლეტიზენი
- მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს, რაც
შეესაბამება 8.42მგ ცეტირიზინს.
5მლ ორალურად მისაღები ხსნარი (1 შპრიცი) შეიცავს 5მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 8.42მგ ცეტირიზინს. 1მლ ორალურად მისაღები ხსნარი შეიცავს 1მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 0.84მგ ცეტირიზინს.
- აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტის სხვა კომპონენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის ბირთვში, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000 და ტრიაცეტინი აპკისებურ გარსში.
- ორალურად მისაღები ხსნარის კომპონენტებია თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული; E420), გლიცეროლი (E422), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბანანას არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ლეტიზენის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.
ორალურად მისაღები ხნარი არის გამჭირვალე, უფერო სითხე ბანანის არომატით.
10 (1ხ10) და 20 (2 ხ19) აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერზე მოთავსებულია კოლოფებში, ხოლო ორალურად მისაღები 120მლ ხსნარი არის ბოთლში და შეფუთვას მოყვება შპრიცი.
გაცემის პირობები
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
კრკა, ტოვარნა ზდრავი, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჯესკა კესტა 6, 8501, ნოვო მესტო, სლოვაკეთი.
დანართი ფურცლის დამოწმების ბოლო თარიღი
20 აპრილი 2007

 


DPMოცკUპ017589/1
ლეტიზენი 10მგ
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
20 ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისათვის
კრკა

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია პაციენტისათვის.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 300ჩ მეტი ტემპერატურის პრობებში.
ტაბლეტი გადაყლაპეთ სითხის დაყოლებით.

ლეტიზენი 10მგ
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
20 ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისათვის

2295010

თითოეული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 8.42მგ ცეტირიზინს.
შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (იხ. დანართი ფურცელი დამატებითი ინფორმაციისათვის).
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

კრკა დ.დ., ნოვო მესტო,
შმარიეშკა ცესტა 6, 8501, ნოვო მესტო,
სლოვაკეთი.

PSP გირჩევთ