კატეგორიები

  • როლინოზი 10მგ 10 ტაბლეტი

  • ფასი: 12.46 ლ
  • გამოყენების ჩვენებები - სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი (ასევე სიმპტომური თერაპიისას); - პოლინოზი; - ჭინჭრის ციება (მ.შ., ქრონიკული იდიოპათიური)....



სამკურნალწამლო ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტები ცალ მხარეს გამყოფი ნაჭდევით  და გრავირებით “ღ” მეორე მხარეს.
 
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები 
აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (K30), სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E5), ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, პროპილენგლიკოლი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
როლინოზი - პერიფერიული ჰისტამინური H1 - რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი, ახდენს ანტიჰისტამინურ, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.
მოქმედებს ალერგიული რეაქციების საწყის სტადიაზე, აგრეთვე ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას; ხელს უშლის მოგვიანებითი ალერგიული რეაქციების განვითარებაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. აფერხებს კანის რეაქციის განვითარებას ჰისტამინის, სპეციფიური ალერგენების შეყვანაზე, ასევე სიცივეზე (სიცივით პროვოცირებული ჭინჭრის ციების დროს). ამცირებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს. 
რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური ეფექტი და პრაქტიკულად არ ახდენს ანტისეროტონინულ და ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
 
გამოყენების ჩვენებები
- სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი (ასევე სიმპტომური თერაპიისას); 
- პოლინოზი;
- ჭინჭრის ციება (მ.შ., ქრონიკული იდიოპათიური);
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (მ.შ., ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი);
- ალერგიული კონიუნქტივიტი;
- ქრონიკული ეკზემა;
- ბრონქული ასთმა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
 
უკუჩვენებები
- პრეპარატის კომპონენტების ან ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- 2 წლამდე ბავშვთაAასაკი;
- ორსულობა.
 
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და ახასიათებს გარდამავალი ხასიათი.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსია.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი.
 
მიღების წესი და დოზები
როლინოზი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2,5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 5 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 5 მგ დილით და საღამოს.
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზით 10 მგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში) არ არის საჭირო როლინოზის დოზის შემცირება. 
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოხატულობის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში _ სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეული დიალიზის ეფექტურობა დაგენილი არ არის. 
 
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესწავლისას როლინოზის მრავალჯერადი, ერთდროული გამოყენებისას ფსევდოეფედრინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან არ გამოვლენილა ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის პლაზმაში. 
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა), ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
როლინოზი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია
კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი.
დამზადებულია “ლაბორატორია ბეილი-კრეატი“-ს მიერ, საფრანგეთი

PSP გირჩევთ