კატეგორიები

  • ტერიქსი 10მგ 10 ტაბლეტი

  • ფასი: 16.62 ლ
  • ჩვენებები - პოლინოზი (სეზონური ალერგიული რინიტები და კონიუნქტივიტები); - ქრონიკული ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული რინოპათიები ; - ალერგიული ქავილი ; - იდიოპათიური ჭინჭრის ციება ; - კვინკეს შეშუპება



შემადგენლობა

აქტიური ნივთიერების სახით 1 ტაბლეტი შეიცავს 10მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და შემღებავ ნივთიერებას- ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტერიქსის აქტიური ნივთიერება-ცეტირიზინი წარმოადგენს H1 ჰისტამინორეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. საშუალო თერაპიული დოზებით ტერიქსი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მხოლოდ მაღალ დოზებსა და ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი. დამტკიცებულია, რომ ტერიქსი აინჰიბირებს ენდოგენურ, ასევე in vivo ეგზოგენურ ჰისტამინის რეცეპტორებს. პრეპარატი აფერხებს კანის რეაქციების განვითარებას, რომლის მიზეზებს წარმოადგენენ ვაზოაქტიური ინტერსტიციული პოლიპეპტიდები (ვიპ) და P-ნივთიერება. ასთმიან პაციენტებში ტერიქსი ამცირებს ბრონქულ ჰიპერრეაქტიულობას ჰისტამინის მიმართ. ამავე მეთოდით ამცირებს სპეციფიურ ალერგიულ რეაქციებს.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა :
ორალური გამოყენების დროს ტერიქსი მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში აღწევს 1 საათის შემდეგ.
განაწილება : პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი (T1/2) შეადგენს 11 საათს. ცეტირიზინის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 93%.
მეტაბოლიზმი : ცეტირიზინი ღვიძლში პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-11 საათია.
გამოყოფა : მოზრდილებში, აგრეთვე ბავშვებში, მიღებული დოზის 2/3 თირკმლებით გამოიყოფა. პრეპარატის 70% შარდის გზით გამოიყოფა, ხოლო 10% განავლით. საერთო კლირენსი დაახლოებით 53მლ/წთ შეადგენს.

ჩვენებები
- პოლინოზი (სეზონური ალერგიული რინიტები და კონიუნქტივიტები);
- ქრონიკული ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული რინოპათიები ; 
- ალერგიული ქავილი ; 
- იდიოპათიური ჭინჭრის ციება ;
- კვინკეს შეშუპება.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებს 12 წელს ზემოთ და მოზარდებს ტერიქსის ტაბლეტები დაენიშნებათ ერთჯერადად დღეში 10მგ. ბავშვებში 2-12 წლამდე ( < 30კგ-ზე) რეკომენდებულია დაენიშნოთ 1/2 ტაბლეტი (5მგ). პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, გამომდინარე პროცესის სიმძიმიდან და ლოკალიზაციიდან. პოლინოზის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ძირითადად 3-6 კვირას

გვერდითი მოვლენები
საერთო ჯამში პრეპარატი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, პირის სიმშრალე და დისპეპსიური მოვლენები.

უკუჩვენება
პრეპარატი არ ინიშნება მის შემადგენლობაში მყოფი ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრზნობელობის შემთხვევაში

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს არ გამოვლინდა არცერთი ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ტერიქსი უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
პირებისთვის, რომლებსაც სამუშაოზე მოეთხოვებათ მომატებული ყურადღება, არ არის რეკომენდებული გაეზარდოთ ტერიქსის დოზა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულებს დოზას უმცირებენ 1/2 ტაბლეტამდე.

ჭარბი დოზირება
50მგ ტერიქსის ერთჯერადი მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ჰიპოტენზია. დოზის გადაჭარბებისას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღმოჩენილი რაიმე სახის წამლისმიერი შეუთავსებლობა. გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა პრეპარატის დიაზეპამთან და ციმეტიდინთან ერთობლივ გამოყენებაზე, არ გამოავლინა წამლისმიერი შეუთავსებლობა. პრეპარატის გამოყენებისას სედაციურ საშუალებებთან და ალკოჰოლთან ერთად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგანაც ისინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახოს საკუთარ შეფუთვაში, 30ºC დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით!

PSP გირჩევთ