კატეგორიები

  • ცეზერა 5მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 8.72 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენება: - ალერგიული რინიტები (ცხვირის და თვალის ლორწოვანი გარსის ალერგიით გამოწვეული ანთება) - ჭინჭრის ციების ხშირი გამოვლინება (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია). ანტიჰისტამინური საშუალებები ცეზერას ჩათვლით, ამსუბუქებს ზომოთაღნოშნულ მდგომარეობ



პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც აქ არ არის აღნიშნული, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფუნრცელში გაეცნობით:
1. რას წარმოადგენს ცეზერა და რისთვის გამოიყენება
2. ცეზერას მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ ცეზერა
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ცეზერა და რისთვის გამოიყენება
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ანტიჰისტამინები სისტემური გამოყენებისათვის).

ცეზერას ტაბლეტები გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ გამოვლინებებთან როგორებიცაა:
- ალერგიული რინიტები (ცხვირის და თვალის ლორწოვანი გარსის ალერგიით გამოწვეული ანთება)
- ჭინჭრის ციების ხშირი გამოვლინება (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია).
ანტიჰისტამინური საშუალებები ცეზერას ჩათვლით, ამსუბუქებს ზომოთაღნოშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ არასასურველ სიმპტომებს და დისკომფორტს, როგორიცაა ცემინება, ცხვირის გაღიზიანება, გამონადენი ცხვირიდან და სუნთქვის გაძნელება, თვალების ქავილი, სიწითლე და ცრლემლდენა თვალებიდან და გამონაყარი კანზე.

2. ცეზერას მიღებამდე
არ მიიღოთ ცეზერა
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ან ცეზერას ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა) ნებისმიერი სხვა ანტიჰისტამინური საშუალების მიმართ (იმავე ჯგუფის პრეპარატები);
- თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა

განსაკუთრებული სიფრთხილე ცეზერასთან დაკავშირებით
ცეზერას გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არსებული შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას.

სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ექიმი მოგცემთ რჩევას მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები.

ცეზერას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სიფრთხილეა საჭირო ცეზერას ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ცეზერას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს. უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას, ან ხართ მეძუძური დედა. ექიმი გირჩევთ მიიღოთ თუ არა ეს ტაბლეტები.


სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ პაციენტში ცეზერას მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ენერგიის დაქვეითება. თუ აპირებთ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რაიმე სახიფათო მოქმედების შესრულებას, ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ყველა ზემოთხსენებულ მოქმედებას, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს პრეპარატი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეზერას ზოგიერთ კომპონენტზე
ცეზერა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრისადმი, ცეზრას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მივიღოთ ცეზერა
ყოველთვის მიიღეთ ცეზერა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიამრთეთ ექიმს.


მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზემოთ
მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის ჩვეული დოზა
შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თქვენ სავარაუდოდ პრეპარატი დაგენიშნებათ უფრო დაბალი დოზით დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. დოზირების შესახებ რეკომენდაციას მოგცემთ ექიმი.

ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით. ცეზერას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და მას განსაზღვრავს ექიმი.
ცეზერას ტაბლეტები არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 6 წლამდე.

თუ მიიღეთ ცეზერას საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბება იწვევს ძილიანობას მოზრდილებში.
ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს აჟიტირება და აგზნებადობა, შემდეგ კი – ძილიანობა.
ცეზერას დოზის გადაჭარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვიტავს რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დაიცადეთ შემდეგი მიღების დრომდე და განაგრძეთ პრეპარატი მიღებს ჩვეული წესით.

თუ შეწყვიტეთ ცეზერას მიღება
ცეზერას მიღების ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვევს არასასურველ ეფექტს და შესაძლოა განმეორდეს დაავადების სიმპტომები.
პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ცეზერამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

ხშირი გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ გამოვლენილი 1/10 ნაკლებ, მაგრამ 1/100 მეტ პაციენტში):
ძირითადი მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები:
- პირის სიმშრალე
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- ძილიანობა/თვლემა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ გამოვლენილი 1/100 ნაკლებ, მაგრამ 1/1000 მეტ პაციენტში):
- ენერგიის დაქვეითება
- მუცლის ტკივილი
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ გამოვლენილი 1/10,000 პაციენტში):
- წონის მომატება
- ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა
- პალპიტაცია
- მხედველობის მხრივ დარღვევები
- დისპნოე
- გულისრევა
- ანგიონერვული შეშუპება (სახის, კისრის, ტუჩების, ენის უეცარი შეშუპება, ასევე შესაძლოა ხელების და ფეხების შეშუპება),
- ქავილი (პრურიტუსი)
- გამონაყარი
- კანის სიწითლე, ქავილი და შესივება (ურტიკარია)
- მომატებული მგრძნობელობა ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით
- ჰეპატიტი

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (თითონ პრეპარატის მიმართ ალერგია), სიმპტომების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შებოჭილობას გულ-მკერდის არეში ან სტრიდორს, უეცარ შეშუპებას და წამოხურებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე სიმპტომი გახდა სერიოზული, ან შეაიმჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ცეზერას შენახვის პირობები
შეიანხეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ.
პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ან საკანალიზაციო არხში. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს არასაჭირო პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ცეზერა:
- მოქმედი ნივთიერება არის ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული შემოაგრსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტიზინის დიჰიდროქლორიდს.
- სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის ბირთვში და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000 და ტრიაცეტინი გარსში.

ცეზერას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით.
შეფუთვაში მოთავსებულია 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90, 98 და 100 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს მარკეტირებული.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
KღKA, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია


დანართი ფურცლის შესწორების ბოლოს თარიღი: 7 მარტი 2008


თარგმანი შეესაბამება ორიგინალს: მ. მაწონაშვილი

 

 


DPMოცკUპ017672/1

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი გამოყენებამდე.
გაიცემა რეცეპტით.
ნებართვის მფლობელი: კრკა დ.დ. ნოვო მესტო,
შმარჟეშკა ჩესტა 6, 8501, ნოვო მესტო სლოვენია.

გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

PSP გირჩევთ