კატეგორიები

  • ამპისიდი 1.5გ 1 ვენის ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები გამოიყენება დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამპიცილინ-სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: - კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები. - ინტრააბდომინალური ინფექციები. - გინეკოლოგიური ინფექციები. - სასუნთქი გზების ინფექციებ



შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს ამპიცილინ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 250, 500, 1000მგ ამპიცილინს და სულბაქტამ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 125, 250, 1000მგ სულბაქტამს.
თითოეული ამპულა გამხსნელთან ერთად შეიცავს 1,1.8 და 3.5 მლ გამოხდილ წყალს და 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. პრეპარატი სტერილურად აპიროგენულია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
თითოეული ფლაკონი შეიცავს ამპიცილინ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 250, 500, 1000მგ ამპიცილინს და სულბაქტამ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 125, 250, 1000მგ სულბაქტამს.
თითოეული ამპულა გამხსნელთან ერთად შეიცავს 1,1.8 და 3.5 მლ გამოხდილ წყალს და 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. პრეპარატი სტერილურად აპიროგენულია.

ჩვენებები
გამოიყენება დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამპიცილინ-სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
- ინტრააბდომინალური ინფექციები.
- გინეკოლოგიური ინფექციები.
- სასუნთქი გზების ინფექციები.
- შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები.
ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციების და გონოკოკური ინფექციის სამკურნალოდ, პერიოპერაციული პროფილაქტიკის მიზნით, აბორტისა და საკეისრო კვეთის შემდგომ სეფსისის რისკის შემცირების მიზნით.

მიღების წესები და დოზები
ამპისიდი ი/მ გახსნის შემდეგ გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად.
მოზრდილთათვის:სადღეღამისო დოზა 1.5გ-დან(1გ ამპიცილინი/0.5გ სულბაქტამი)12გ-მდე.მაქსიმალური სადღეღამისო დოზა სულბაქტამის 4გ.ინფექციური პროცესის სიმძიმის მიხედვით პრეპარატი გამოიყენება 6-8საათში ერთხელ.საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს-12 საათში ერთხელ. გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი კუნთში ღრმად;ხსნარი გამოიყენება ერთი საათის განმავლობაში მომზადებიდან.თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ამპიცილინისა და სულბაქტამის ელიმინაცია იცვლება,პლაზმური დონე კი უცვლელი რჩება.
ასეთი სიტუაციის დროს გამოიყენება შემდეგი სქემა:
კრეატინინის კლირენსი მისაღები დოზა ინტერვალი მიღებებს შორის

(მლ/წთ) (გ)(სთ)
> 30 1.5-3 6-8
15-29 1.5-3 12
5-14 1.5-3 24


ბავშვებისა და ჩვილებისათვის: სადღეღამისო დოზა 150მგ/კგ 6-8საათში ერთხელ.დღენაკლებისა და ახალშობილებისათვის სიცოცხლის პირველ კვირაში დოზა შეადგენს 150მგ/კგ-ს დღეში 12საათში ერთხელ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის ნორმალიზებიდან კიდევ 48 საათი.ძირითადად მკურნალობა გრძელდება 5-14 დღე,მძიმედ მიმდინარე ინფექციის დროს შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს.ქირურგიული ჩარევის დროს პროფილქტიკისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით,იმისათვის რომ მიღწეულ იქნას სათანადო კონცენტრაცია ქსოვილებში,ამპისიდი გამოიყენება 1.5-3გ ანესთეზიის დროს და შემდეგ 6-8საათში განმეორებით.თუ არის საჭიროება ამიოგლიკოზიდთან ერთად გამოყენების, ეს ორი პრეპრატი უნდა მომზადდეს ცალ-ცალკე და შეყვანილ იქნას სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
ხსნარის მომზადება:
გახსნის შემდეგ უნდა დაველოდოთ ქაფის გაქრობას და შევიყვანოთ მხოლოდ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.

გვერდითი მოვლენები
ამპისიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. თუმცა ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:
- ადგილობრივად:ტკივილი ინექციის შეყვანის ადგილზე.
- კუჭ-ნაწლავისმხრივ: სტომატიტი,ენისზედაპირის გამუქება,გასტრიტი,დიარეა,ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
- კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია,მულტიფორმული ერითემა.
- ჰემატოლოგიური:აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ლიმფოციტების, თრომბოციტების შემცირება, ასევე მომატება ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების, თრომბოციტების. ამ ცვლილებებს აქვს გარდამავალი ხასიათი და ნორმალიზება ხდება პრეპარატის მოხსნისთანავე.

უკუჩვენება
ამპისიდი არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. გამხსნელი, რომელიც შეიცავს ლიდოკაინს,არ უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ მაღალი მგრძნობელობის და სხვადასხვა სახის გულის ბლოკადის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ამპიცილინ-სულბაქტამით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ასეთივე ტიპის ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის დროს პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის გათვალისწინება. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლად მოხსნა და მკურნალობა ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით.
მიუხედავად იმისა რომ პენიცილინების მიმართ არ აღინიშნება ტოქსიურობა, ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის კონტროლი(ღვიძლი,თირკმელი,ჰემოლიზური სისტემა). ამპიცილინ-სულბაქტამი არ ხასიათდება კანცეროგენული და მუტაგენური მოქმედებით.არ გამოიყენება ავადმყოფებში ინფექციური მონონუკლეოზით.

შენახვის პირობები და ვადები
შენახულ იქნას ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,ოთახის ტემპერატურის(25oC) პირობებში და კოლოფით.

რეგისტრაციის # და თარიღი
წს Nრ-000942 28.12.2005