კატეგორიები

  • ამპისიდი 250მგ/5მლ 70მლ სუსპენზია

  • ფასი: 0.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები გამოიყენება დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია სულტამიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინტრააბდომინალური ინფექციები; გინეკოლოგიური ინფექციები...



სავაჭრო სახელწოდება ამპისიდი სუსპენზია / AMPISID susp.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) sultamicilline;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები)→ ამპიცილინისა და სულბაქტამის კომბინირებული პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა MN Pharmaceuticals (mustafa nevzati ilaC sanai a.S.)
მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი
გამოშვების ფორმა 250მგ/5მლ სუსპენზია ფლაკონში 70მლ
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 70 მლ. სულტამიცილინი . . . . . 250მგ/5 მლ ფარმაკოლოგიური თვისებები სულტამიცილინი არის ამპიცილინისა და სულბაქტამის ეთეროვანი ნაერთი მეთილენის ჯგუფის საშუალებით. ამპიცილინი, 6­ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული მოქმედების ანტიბიოტიკს. მოქმედებს როგორც გრამდადებით და გრამუარყოფით აერობებზე, ასევე ანაერობებზე. თავის ბაქტერიოციდულ მოქმედებას ანხორციელებს უჯრედის მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ბეტა­ლაქტამაზების მიმართ, იგი ადვილად იშლება და ხდება არაეფექტური მკურნალობის დროს.

სულბაქტამი წარმოადგენს პენიცილინის ბირთვის წარმოებულს, შეუქცევადად აინჰიბირებს ზოგიერთი მიკროორგანიზმის მიერ გამოყოფილ ბეტა­ლაქტამაზას, რომელიც ხდის მიკროორგანიზმს მდგრადს პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ. სულბაქტამი, აინჰიბირებს რა ამპიცილინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილ ბეტა­ლაქტამაზას, ავლენს სინერგიულ მოქმედებას. სულტამიცილინი მოქმედებს in vitro ბეტა­ლაქტამაზა წარმომქმნელ და არ წარმომქმნელ გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: Staphylococcus aureus, staphylococcus epidermidis, Stapylococcus saprophyticus, Staphylococcus faecalis,Streptococcus pneumoiae,Streptococcus pyogenes da Streptococcus viridians. გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე რომლებიც წარმოქმნიან ან არ წარმოქმნიან ბეტა­ლაქტამაზას: Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morgani. ანაერობული მიკროორგნიზმები კლოსტრიდია, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები B.fragillis ჩათვლით მაღალმგრძნობიარეა სულტამიცილინის მიმართ. ფარმაკოკინეტიკა ამპიცილინი უკავშირდება ცილებს 28%­ით, სულბაქტამი ­ 38%­ით. სულტამიცილინი მიღების შემდეგ კუჭ­ნაწლავის ტრაქტში ჰიდროლიზდება და 1/1 ამპიცილინად და სულბაქტამად. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე, რომელიც ი/ვ გამოყენებისას შეადგენს 80%­ს. სისხლში
სულტამიცილინის კონცენტრაცია მიღებიდან 2­ჯერ უფრო მაღალია ვიდრე იგივე დოზით მიღებული ამპიცილინის კონცენტრაცია. ჯანმრთელ მოხალისეებში
ამპიცილინისა და სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.75 და 1 სთ­ს შესაბამისად; 50­75% გამოიყოფა შარდით. ავადმყოფებში თირკმლის
ფუნქციის დარღვევით და ხანდაზმულებში ეს პერიოდი ხანგრძლივდება. სულტამიცილინი მაღალი კონცენტრაციით ვლინდება ორგანიზმის სხვადასხვა
ორგანოებსა და სითხეებში; ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღწევს თავ­ზურგ­ტვინის სითხეში თავ­ზურგ­ტვინის გარსის ანთების დროს.
ჩვენებები
გამოიყენება დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია სულტამიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
­ კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
­ ინტრააბდომინალური ინფექციები;
­ გინეკოლოგიური ინფექციები;
­ სასუნთქი გზების ინფექციები;
­ შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები.
ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ­სახსროვანი სისტემის ინფექციების და გონოკოკური ინფექციის სამკურნალოდ, პერიოპერაციული
პროფილაქტიკის მიზნით, აბორტისა და საკეისრო კვეთის შემდგომ სეფსისის რისკის შემცირების მიზნით.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის: სადღეღამისო დოზა 375 მგ­750 მგ ყოველ 12 საათში. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პროცესის სიმძიმის მიხედვით.
ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა არის 30 კგ­ზე მეტი, გამოიყენება ისეთივე დოზა, როგორც მოზრდილებში. ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა არის 30 კგ­
ზე ნაკლები, გამოიყენება 50 მგ/კგ დღეში გაყოფილი 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5­14 დღე. ტემპერატურის ნორმალიზებისა და დაავადების
კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდგომ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 დღე. მწვავე რევმატიზმის და გართულებული გლომერულონეფრიტის დროს,
გამოწვეული ჰემოლიზური სტრეპტოკოკით, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა ნაკლებ 10 დღისა. როცა კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ მიღებათა
შორის დროის შუალედი იზრდება.
სუსპენზიის მომზადების წესი: ფლაკონი შეანჯღრიეთ. შეავსეთ განსაზღვრული რაოდენობის გადადუღებული, გაგრილებული წყლით შუშის ფლაკონის
დანაყოფამდე.
გვერდითი მოვლენები
სულტამიცილინის სუსპენზია ხასიათდება კარგი ამტანობით. თუმცა ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:
კუჭ­ნაწლავის მხრივ: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა.
ჰემატოლოგიური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ლიმფოციტების, თრომბოციტების
შემცირება,ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების, თრომბოციტების მომატებას. ამ ცვლილებებს აქვს გარდამავალი ხასიათი და ნორმალიზება ხდება
პრეპარატის მოხსნისთანავე.
უკუჩვენება
ამპისიდი არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
სულტამიცილინით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია. ასეთივე ტიპის
ანაფილაქსიური რეაქცია, შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის დროს პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ. ამიტომ მკურნალობის
დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის გათვალისწინება. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლად მოხსნა და
მკურნალობა ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით.
მიუხედავად იმისა რომ პენიცილინების მიმართ არ აღინიშნება ტოქსიურობა, ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ორგანოების ფუნქციის კონტროლი (ღვიძლი, თირკმელი, ჰემოლიზური სისტემა). ამპიცილინ­სულბაქტამი არ ხასიათდება კანცეროგენული და მუტაგენური
მოქმედებით. არ გამოიყენება ავადმყოფებში ინფექციური მონონუკლეოზით.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გახსნის შემდეგ ინახება 14 დღე მაცივარში 2­8ოჩ
ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა ­ 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.