კატეგორიები

ამპიცილინი კაფს. 250მგ N20
  • ამპიცილინი კაფს. 250მგ N20

  • ფასი: 0.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარნგიტი, ოტიტი); თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის (ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა); კუჭ-ნაწლავის სისტემის ( პერიტონიტის, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ტიფი



აერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინები; ანტიბაქტერიული, ბაქტერიციდული

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც

1 კაფს.

ამპიცილინის ტრიჰიდრატი ...........  250 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიბაქტერიული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის
ანტიბიოტიკია. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. იგი ახდენს პეპტიდოგლიკანისა და ტრანსპეპტიდაზის პოლიმერების ინჰიბირებას, ხელს უშლის პეპტიდური კავშირის წარმოქმნას მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის პროცესში. გარსის წარმომქმნელი დეფექტები ამცირებენ ბაქტერიული უჯრედის ოსმოსურ მდგრადობას და იწვევენ მის სიკვდილს (ლიზისს).
ჩვენებები:

 

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარნგიტი, ოტიტი);
  • თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის (ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა);
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის ( პერიტონიტის, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ტიფი);
  • საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ინფექციები, მენინგიტი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

 

ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ანუსის არეში, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი; ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი, გამონაყარი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი მიკრობის ამპიცილინისადმი მგრძნობელობასა და ინფექციური პროცესის სიმძიმეზე,.

 

ჩვეულებრივ მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის ზევით ინიშნება 500-700მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 375-500მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში 375 მგ 2-ჯერ ან 250მგ 3-ჯერ.

 

1 წლამდე ასაკის ბავშვებში 125მგ 2-ჯერ ან 100მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 30მგ/კგ (60 მგ/კგ-მდე)
მწვავე გონორეის შემთხვევაში ერთდროულად დასაშვებია 3გ პრეპარატის მიღება 1გ პროპენეციდთან კომბინაციაში