კატეგორიები

  • ამპიცილინი 500 მგ. 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარნგიტი, ოტიტი); თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის (ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა); კუჭ-ნაწლავის სისტემის ( პერიტონიტის, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის



შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: 
ამპიცილინის ტრიჰიდრატი - 500მგ; 
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი; კალციუმის სტეარატი ან მაგნიუმის სტეარატი;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკია.აქტიურია გრამდადებითი (ალფა და ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკები Streptococcus pneumoniae, Staphylococcus spp, Bacillus anthracis, Clostridium spp, ენტეროკოკების უმრავლესობა) და გრამუარყოფითი (Haemophilus infuenzae, Neisseria meningitides, Proteus mirabilis, Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. ფარმაკოდინამიკა: ამპიცილინის ბაქტერიციდული მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმის საფუძველია მისი უნარი, მოახდინოს ზრდის ფაზაში მყოფი პათოგენური მიკროორგანიზმების უჯრედების კედლების ბიოსინთეზის ინჰიბირება. ის ახდენს პეპტიდოგლიკანისა და ტრანსპეპტიდაზის პოლიმერების ინჰიბირებას, ხელს უშლის პეპტიდური კავშირის წარმოქმნას მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის პროცესში. გარსის წარმოქმნილი დეფექტები ამცირებენ ბაქტერიული უჯრედის ოსმოსურ მდგრადობას და იწვევენ მის ლიზისს.

ფარმაკოკინეტიკა
ამპიცილინი შედარებით მდგრადია კუჭის წვენის მჟავე არეში და, როგორც წესი, კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. ამპიცილინის 20% უკავშირდება სისხლის პლაზმის პროტეინებს ცირკულაციის პროცესში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ. დაახლოებით 30% ორალურად მიღებული დოზიდან გამოიყოფა შარდით 6-დან 8 საათამდე პერიოდში. ამპიცილინის მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა ნაღველში.Mშეინიშნება უმნიშვნელო დიფუზია ზურგის ტვინის სითხეში, გარდა მენინგიტის შემთხვევებისა, როცა მიიღწევა ამპიცილინის მაღალი კონცენტრაცია.

ჩვენებები
• ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ოტიტი);
• თირკმლისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, გონორეა); 
• კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები (პერიტონიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ტიფი); 
• საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის ინფექციები, მენინგიტი;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი მიკრობის ამპიცილინისადმი მგრძნობელობასა და ინფექციური პროცესის სიმძიმეზე. ჩვეულებრივ, მოზრდილებსა და ბავშვებში - 16 წლის ასაკის ზევით, ინიშნება 500-700მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 375-500მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. 
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში - 375 მგ 2-ჯერ ან 250მგ 3-ჯერ. 
1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 125მგ 2-ჯერ ან 100მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. 
სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 30მგ/კგ (60 მგ/კგ-მდე) მწვავე გონორეის შემთხვევაში ერთდროულად დასაშვებია 3გ პრეპარატის მიღება 1გ პრობენეციდთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ანუსის არეში, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი; ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი, გამონაყარი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ. ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი. ორსულობის დროს ამპიცილინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის;
ამპიცილინი გადადის დედის რძეში და ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება. 
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ამპიცილინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები.
მკურნალობა: საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა. ამის შემდეგ კი საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ამპიცილინის გამოყოფა შეიძლება ასევე ჰემოდიალიზის გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამპიცილინმა შიძლება გამოიწვიოს მასთან ერთად მიღებული პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება. 
პრობენეციდთან ერთდროული მიღებისას სისხლის პლაზმაში იზრდება ამპიცილინის კონცენტრაცია. 
ქლოროკვინის ერთდროული მიღებისას ამპიცილინის შეწოვა შეიძლება შემცირდეს.
ამპიცილინი ამცირებს პერორალურად მიღებული ესტროგენშემცველი კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.