კატეგორიები

  • დალაცინი C 150მგ 16 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინი 150მგ ან 300მგ (კლინდამიცინის ჰირდოქლორიდის სახით); დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.აღწერილობაჟელატინის მყარი კაფსულები, თეთრი



შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინი 150მგ ან 300მგ (კლინდამიცინის ჰირდოქლორიდის სახით); დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა
ჟელატინის მყარი კაფსულები, თეთრი ფერის სახურავით და კორპუსით, შეიცავენ თეთრ ფხვნილს; სახურავზე არის წარწერა ,,Pfizer”, კორპუსზე ,,Clin 150” (150მგ კაფსულები) ან ,,Clin 300” (300მგ კაფსულები).

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლინდამიცინი – ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი-ლინკოზამიდი, რომელიც წარმოიქმნება ლინკომიცინიდან 7 (ღ) ჰიდროქსილის ჯგუფის 7(შ)-ქლორით ჩანაცვლებით. აქტიურია აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების და ანარობული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ. გრამდადებითი აერობული ბაქტერიების უმეტესობა, Enterobacteriaceae-ს ჩათვლით Eკლინდამიცინის მიმართ რეზისტენტულია.
ლინკოზამიდები, მაკროლიდების მსგავსად (მაგალითად, ერითრომიცინის), უერთდება ბაქტერიული რიბოსომის 50შ სუბერთეულს და აინჰიბირებენ ცილის სინთეზს ადრეულ სტადიაზე. 
მიკროორგანიზმის მგრძნობელობასა და პრეპარატის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით კლინდამიცინი შეიძლება მოქმედებდეს ბაქტერიოსტატიკულად (უპირატესად) ან ბაქტერიოციდულად (მაღალ კონცენტრაციებში).
In vitro კლინდამიცინზე მგძნობიარეა შემდეგი მიკროორგანიზმები:
1. აერობული გრამდადებითი კოკები, მათ შორის: 
- Staphylococcus aureus,
- Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზას წარმოქმნელი ან არ წარმოქმნელი შტამები).
ერითრომიცინის მიმართ ზოგიერთ რეზისტერნტულ სტაფილოკოკურ შტამში (in vitro) აღნიშნულია კლინდამიცინისადმი სწრაფადი მდგრადობის განვითარება.
- Streptococcus spp. (Streptococcus faecalis გამოკლებით)
- Pnevmococcus spp.
2. ანაერობული გრამუარყოფითი ბაცილები, მათ შორის:
- Bacteroides spp. (ჯგუფი B. fragilis, B. disiens, B. bivius და ჯგუფი B. melaninogenicus)
- Fusobacterium species
3. ანაერობული გრამდადებითი ბაცილები, რომლებიც არ წარმოქმნის სპორებს, მათ შორის:
- Propionibacterium spp.
- Eubacterium spp.
- Actinomyces spp.
4. ანაერობული და მიკროაეროფილური გრამდადებითი კოკები, მათ შორის:
- Peptococcus spp.
- Peptostreptococcus spp.
- Microaerophilic Streptococcus spp.
- Closytridia spp.: კლოსტრიდიები კლინდამიცინისადმი ავლენს სხვა ანაერობების უმრავლესობაზე მეტ რეზისტენტობას. Clostridium perfringens-ის უმრავლესობა მგრძნობიარეა კლინდამიცინისადმი, მაგრამ სხვა სახეობები, მაგალითად, C. sporogenes და C. tertium ხშირად რეზისტენტულია. ამიტომ საჭიროა მგრძნობელობაზე სინჯის ჩატარება.
5. სხვადასხვა ორგანიზმები, მათ შორის Chlamydia trachomatis, toxoplasma gondii, Plasmodium falciparum da Pneumocystis carinii (პრიმაქინთან ერთად), Gardnerella vaginalis, Mobiluncus mulieris, Mobiluncus curtisii, Mycoplasma hominis.
შემდეგი მიკროორგანიზმები ჩვეულებრივ რეზისტენტულია კლინდამიცინის მიმართ:
• Streptococcus faecalis
• Nocardia spp.
• Neisseria meningitidis
• Staphylococcus aureus და haemophilus influenzae მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები.
ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის არის ჯვარედინი რეზისტენტობა.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
კლინდამცინის პერორალური მიღების შემდეგ ხდება სწრაფი და თითქმის მთლიანი შეწოვა (90%). მოზრდილებში კლინდამიცინის 150მგ დოზით მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია (2,5 მკგ/მლ) სისხლის შრატში მიიღწევა 45 წუთში. პრეპარატის პერორალური მიღებიდან 3 საათში პრეპარატის კონცენტრაციაა 1,5 მკგ/მლ, ხოლო 6 საათში – 0,7 მკგ/მლ. პერორალური მიღებისას კლინდამიცინის შეწოვა (რაოდენობრივად) დიდად არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასთან ერთად მის მიღებაზე, თუმცა მისი შეწოვა ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს უფრო ნელა. არსებობს ხაზობრივი დამოკიდებულება კლინდამიცინის სისხლის შრატში კონცენტრაციასა და პრეპარატის მიღებულ დოზას შორის. პრეპარატის ჩვეული რეკომენდებული დოზებით მიღებიდან არაუმცირეს 6 საათი მგძნობიარე მიკროორგანიზმების უმრავლესობითვის, კლინდამიცინის შრატისმიერი კონცენტრაციები აჭარბებენ მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს (MIC).
განაწილება
მიღებული პრეპარატის 40-90% უკავშირდება ორგანიზმში ცილებს. პერორალური მიღებისას არაუმცირეს 14 დღის განმავლობაში, პრეპარატის კუმულაცია ორგანიზმში არ აღინიშნება. კლინდამიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. ძვლოვან ქსოვილში კლინდამიცინის კონცენტრაცია აღწევს პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციის დაახლოებით 40% (20-75%). ლაქტატში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს მისი შრატისმიერი კონცენტრაციის 50-100%, სინოვიურ სითხეში - 50%, ნახველში – 30-75%, პერიტონეალურ სითხეში – 50%, ნაყოფის სისხლში - 40%, ჩირქში – 30%, პლევრალურ სითხეში 50-90%. კლინდამიცინი ვერ გადის დაუზიანებელ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, (ტვინის გარსების ანთების დროსაც კი განვლადობა იზრდება უნმიშვნელოდ).
მეტაბოლიზმი
კლინდამიცინი პრაქტიკულდ სრულად მეტაბოლიზდება, ძირითადად ღვიძლში, N-დემეთილურ და სულფოქსიდურ აქტიურ მეტაბოლიტებად, ასევე ზოგიერთ არააქტიურ მეტაბოლიტად. 
გამოყოფა
კლინდაციმინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში საშუალოდ შეადგენს 2,4 საათს (ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობისას უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება 3-5 საათამდე), ასაკი კლინდამიცინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.
ორგანიზმიდან შეუცვლელი ფორმით გამოიყოფა პრეპარატის 10% შარდით, 3,6% - განავალით. დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ნაღველით და განავლით.
კლინდამიცინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონელაური დიალიზით.

ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადფებები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებით ან გრამდადებითი აერობული ბაქტერიების შტამებით, როგორიცაა Streptococcus spp., Staphylococcus spp., და Pneumococcus spp., ასევე კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე Chlamydia trachomatis სახესხვაობებით. 
1. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი.
2. შუა ყურის ანთება და ქუნთრუშა.
3. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათშორის: ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა და ფილტვის აბსცესი.
4. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები, მათ შორის: ფერიმჭამელები, ფურუნკული, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინფექცია, იმპეტიგო, აბსცესები, დაინფიცირებული ჭრილობები, კანისა და რბილი ქსოვილების სპეციფიკური ინფექციური პროცესები, გამოწვეული ამ პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით, მაგალითად წითელი ქარი და პარონიქია (პანარიციუმი).
5. ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები, მაგალითად, ოსტეომიელიტი და სეპტიკური ართრიტი.
6. გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიტი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინფექცია, საშილოსნოს ირგვლივ მყოფი ქსოვილების ინფექციები, ფალოფის მილების და საკვერცხეების აბსცესები, სალპინგიტი და მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატთან (მაგალითად, გენტამიცინთან) კომბინაციაში.
7. 7. Chlamydia trachomatis - ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ინფექციური დაავადებების მონოთერაპია.
8. მუცლის ღრუს ინფექციური დაავადებები, მათ შორის: პერიტონიტი და მუცლის ღრუს აბსცესები (სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებს გრამუარყოფით აერობებზე).
9. სეპტიცემია და ენდოკარდიტი. 
10. პირის ღრუს ინფექციები, როგორიცაა პერიოდონტალური აბსცესები და პერიოდონტიტი.
11. ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში (პირიმეთამინთან ერთად, სტანდარტული თერაპიის აუტანლობის ან რეზისტენტობის შემთხვევაში).
12. პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში (პრიმაქინთან კობინაციაში სტანდარტული თერაპიის აუტანლობის ან მისადმი რეზისტენტობის შემთხვევაში).
13. მალარია, მათ შორის მულტირეზისტენტული plasmodium falciparum–ით გამოწვეული, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე ქინინთან ან ქლოროქინთან ერთად.
14. ენდოკარდიტის პროფილაქტიკა ავადმყოფებში, მომატებული მგრძნობელობით პენიცილინზე.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები: 600-1800მგ დღეში, შიგნით 2, 3 ან 4 მიღებაზე (თანაბარი დოზები). 
ბავშვები: 8-25მგ/კგ სხეეულის მასაზე/დღეში, შიგნით 3-4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
საყლაპავის ლორწოვნის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, კაფსულების სავსე ჭიქა წყლთან მიღება.
თუ ერთ მიღებაზე გამოტოვებული დოზა უფრო ნაკლებია ვიდრე კლინდამიცინის შემცველობა კაფსულაში, ან თუ არსებობს ყლაპვის დარღვევა, რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერული შეყვანა. 
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციები: ზემოთ აღნიშნული დოზებით წარმოებული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღე.
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები: 900 მგ კლინდამიცინი ი/ვ ყოველ 8 საათში + ი/ვ სათანადო ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი აერობების მიმართ (მაგ. გენტამიცინი დოზით 2 მგ/კგ, შემდგომი – 1,5 მგ/კგ ყოველ 8 საათში, პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით). პრეპარატის ი/ვ შეყვანა გრძელდება არა ნაკლებ 4 დღისა და შემდგომში, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ არანაკლებ 48 საათი. შემდგომ, პერორალურად მიიღება კლინდამიცინი 450-600 მგ ყოველ 6 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს.
საშვილოსნოს ყელის ინფექცია, გამოწვეული Chlamydia trachomatis -ით: 450-600მგ პერორალურად, ყოველდრიურად, 4-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში.
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში: სტანდარტული თერაპიის აუტანლობის შემთხვევაში კლინდამიცინი გამოიყენება პირიმეთამინთან ერთად შემდეგი სქემით: პერორალურად 600-1200 მგ დოზით ყოველ 6 საათში 2 კვირის მანძილზე, შემდეგ 300-600 მგ პერორალურად ყოველ 6 საათში. პირიმეთამინს ნიშნავენ 25-75მგ დოზით, პერორალურად ყოველდღიურად. ჩვეულებრივ, თერაპიის კურსი შეადგენს 8-10 კვირას. Pპირიმეთამინის უფრო მაღალი დოზით გამოყენებისას საჭიროა ფოლიუმის მჟავის დანიშვნა დღეში 10-20 მგ. პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში: 300-450 მგ შიგნით, ყოველ 6 საათში 21 დღის მანძილზე და პრიმაქინი 15-30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 21 დღის მანძილზე. მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი/ფარინგიტი: 300 მგ პერორალურად დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში.
მალარია: 10-20 მგ/კგ დღეში მოზრდილებისთვის და 10 მგ/კგ დღეში ბავშვებისთვის ყოველ 12 საათში თანაბარი დოზებით, 7 დღის მანძილზე - მონოთერაპიაში ან ქინინთან ერთად (12 მგ /კგ 12 საათში ერთხელ) ან ქლოროქინთან ერთად (15-25 მგ/კგ დღეში), 3-5 დღის განმავლობაში. ენდოკარდიტის პროფილაქტიკა ავადმყოფებში, პენიცილინზე მომატებული მგრძნობელობით: 600 მგ მოზრდილებში და 20 მგ/კგ ბავშვებში 1 საათით ადრე მცირე ქირურგიულ ან სტომატოლოგიურ ჩარევამდე, ან ენდოკარდიტის განვითარების რისკთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პროცედურამდე. 
ხანდაზმული პაციენტები: ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური (ამ ასაკისთვის) ფუნქციებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლს ფუნქციის დარღვევით: დოზის კორექცია საჭირო არ არის

გვერდითი მოვლენები
1. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, ფსევდომემბრანული კოლიტი, დისბაქტერიოზი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰიპერბილირუბინემია. 
2. ალერგიული რეაქციები: მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, განსაკუთრებით ხშირად – გენერალიზებული, წითელას მსგავსი გამონაყარი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის გამოხატულების, იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური და ვეზიკულო ბულოზური დერმატიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანაფილაქტოიდური რეაქციები. 
3. სისხლის სისტემის მხრივ: აღნიშნულია გარდამავალი ხასიათის ნეითროპენიის (ლეიკოპანიის) და ეოზინოფილიის შემთხვევები, ასევე აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია, მაგრამ ამავე დროს დადგენილი არ არის ეტიოლოგიური კავშირი ამ გამოვლინებებსა და კლინდამიცინით მკურნალობას შორის.
4. სხვა: ვაგინიტი, გემოვნების დარღვევა.
ლიტერატურაში არსებობს მონაცემები კლინდამიცინის თერაპიის ფონზე შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის შესახებ: 
ნეიროკუნთური გადაცემის დარღვევა, სუპერინფექციის განვითარება.

უკუჩვენება
კლინდამიცინზე, ლინკომიცინზე ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობა. 
სიფრთხილით 
კუჭ-ნაწლავის დაავადება (ანამნეზში, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტი, მიასთენია (კლინდამიცინს შეუძლია დაარღვიოს ნეიროკუნთური გადაცემა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
კლინდამიცინი გადის პლაცენტაში. რამდენიმე დოზის შეყვანის შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია ამნიონურ სითხეში შეადგენს დედის სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის 30 %-ს. ორსულებში კლინდამიცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით თერაპიის სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
კლინდამიცინი აღმოჩენილია ლაქტატში კონცენტრაციით 0,7-3,8 მკგ/მლ. ლაქტაციის პერიოდში მურნალობის დანიშნვის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით!
Clamidia trachomatis საშვილოსნოს ყელის ინფექციების შემთხვევაში კლინდამიცინით მონოთერაპია ეფექტურია სრული გამოჯანსაღებისთვის. 
სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევბი აღინიშნა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას, ამიტომ დიარეის ყველა შემთხვევაში ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შემდეგ საჭიროა მოცემული დიაგნოზის ალბათობის გადახედვა. ანტიბაქტერიული პრეპარატები თრგუნავენ ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კლოსტრიდიების გაძლიერებულ გამრავლებას. დამტკიცებულია, რომ ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი პროდუცირებული ტოქსინები წარმოადგენენ კოლიტის ძირითად მიზეზს, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკოთერაპიასთან. 
Clostridium difficile - ასოცირებული დიარეა (CDAD) შეინიშნება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენების ფონზე და ვლინდება დიარეის მსუბუქი ფორმებიდან მძიმე კოლიტის გამოვლინებით რომელსაც აქვს ლეტალური გამოსავალი. Clostridium difficile აპროდუცირებს A და B ტოქსინებს, რომლებიც იწვვენ CDAD განვითარებას. ჰიპერტოქსინ-მაპროდუცირებელი შტამები Clostridium difficile იწვევს ავადობის და სიკვდილიანობის მატებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ იყვნენ რეზისტენტულები მიმდინარე ანტიბაქტერიული თერაპიის მიმართ და სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს კოლექტომიის განხორციელბა. დიარეის განვითარების ყველა შემთხვევა პაციენტებში ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე უნდა განიხილებოდეს როგორც CDAD განვითარებაზე საეჭვო. აუცილებელია ანამნეზის ყურადღებით შეკრება CDAD განვითარების შემთხვევაში ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნიდან 2 თვის განმავლობაში. 
ფსევდომემბრანული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც კლინდამიცინის მიღების ფონზე, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ. ვლინდება დიარეით, ლეიკოციტოზით, ცხელებით, მუცელში ტკივილით (რომელსაც ხანდახან თან ახლავს განავლოვანი მასებით სისხლის და ლორწოს გამოყოფა). ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია მკურნალობის მოხსნა და იონოგამცვლელი ფისის (ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი) მიღება, საშუალო და მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია სითხის დანაკარგის, ელექტროლიტების და ცილის შევსება, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნა რომელიც ეფექტურია Clostridium difficile -ს მიმართ, მაგალითად ვანკომიცინი 125-500 მგ დოზით ან ბაციტრაცინი 25 000 სე დოზით შიგნით მისაღებად 4-ჯერ დღეში, 7-10 დღის განმავლობაში, ან მეტრონიდაზოლი 250-500 მგ 3-ჯერ დღეში. 
პრეპარტები, რომლებიც აქვეითებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, არ შეიძლება დაინიშნოს კლინდამიცინთან ერთად. 
ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას, შესაძლებელია მოცემული პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანზმების გადაჭარბებული ზრდა, განსაკუთრებით საფუარის მსგავსი სოკოების. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება კლინიკური სიტუაციის მიხედვით. 
არ შეიძლება კლინდამიცინის დანიშვნა მენინგიტის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის დანიშვნისას მაღალი დოზით აუცილებელია კლინდამიცინის კონცენტრაციის კონტროლი პლაზამში. თუ მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებელია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. 
ავადმყოფებში, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან კლინდამიცინი პრაქტიკულად არ გროვდება ორგანიზმში თუ მისი მიღება ხდება 8 საათიანი ინტერვალით.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. 
კლინდამიცინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონეალური დიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დადგენილია, რომ ინ ვიტრო ვლინდება ანტაგონიზმი კლინდამიცინსა და ერითრომიცინს შორის. რამდენადაც ამას შეიძლება კლინიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, ამ ორი პრეპარატის ერთდროული შეყვანა არ შეიძლება. 
არსებობს მონაცემები ქლორამფენიკოლთან მსგავსი ურთიერთქმედების შესახებ.
დადგენილია, რომ კლინდამიცინი არღვევს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს სხვა პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტების ეფექტი, ამიტომ, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს.
ერთდროულმა გამოყენებამ ოპიოიდურ (ნარკოტიკულ) ანალგეზიურ საშუალებებთან, რომელთაც გააჩნიათ სუნთქვის ფუნქციაზე ცენტრალური დამთრგუნველი მოქმედება, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის უფრო მეტად გამოხატული დათრგუვა, აპნოეს ჩათვლით. 
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (სმტ) მოტორიკის შემამცირებელ, დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ზრდის ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების რისკს.
ამინოგლიკოზიდები კლინდამიცინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრს აფართოებენ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

PSP გირჩევთ