კატეგორიები

  • კლაციდი SR 500მგ 14 გახანგრძ.მოქმ.ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფექციები ( როგორებიცაა ბრონქიტი , პნევმონია ); სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები ( როგორებიცაა ფარინგიტი , სინუსიტი ); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები ( როგორებიცაა ფოლიკულიტი , წი



პრეპარატის სავაჭრო დასახელება : კლაციდი CP

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : კლარითრომიცინი .

ქიმიური დასახელება : 6-0 მეთილ ერითრომიცინი A.

წამლის ფორმა : გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები .

 

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება – კლარითრომიცინი 500 მგ ;

დამხმარე კომპონენტები : ლიმონმჟავა უწყლო ჰიდროფოსფატი , ნატრიუმის ალგინატი , ნატრიუმისკალციუმის ალგინატი , ლაქტოზა , პოვიდონი K30, ტალკი , სტეარინის მჟავა , მაგნიუმის სტეარატი .

გარსი : ჰიპრომელოზა , პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი ,ყვითელი საღებავი ( ქინოლინის ყვითელი ) E104 , სორბინის მჟავა .

 

აღწერილობა : ყვითელი ოვალური შემოგარსული ტაბლეტები , განივ ჭრილში ჩანს ორი ფენა , ბირთვითითქმის თეთრი ფერის , შემოგარსულია ყვითელი ფერის გარსით .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – ანტიბაქტერიული საშუალება , მაკროლიდი .

ათქ კოდი : J01FA09 .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლარითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკია , რომელიც ახდენსანტიბაქტერიულ მოქმედებას , ურთიერთქმედებით მგრძნობიარე ბაქტერიების 50S რიბოსომულსუბერთეულთან და ცილის სინთეზის დათრგუნვით .

გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები წარმოადგენენ ერთგვაროვან კრისტალურ ფუძეს , რომლისკუჭ - ნაწლავის ტრაქტში გავლის დროსაც ხდება მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი გამოთავისუფლებისუზრუნველყოფა .

კლარითრომიცინმა გამოავლინა მაღალი აქტივობა in vitro ბაქტერიების სტანდარტული და იზოლირებულიკულტურების წინააღმდეგ . მაღალეფექტურია ბევრი აერობული და ანაერობული გრამდადებითი დაგრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ . კლარითრომიცინი in vitro მაღალეფექტურია Legionella pneumophila და Mycoplasma pneumoniae მიმართ . Enterobacteriaceae და Pseudomonas ისევე , როგორცსხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები , რომლებიც არ შლიან ლაქტოზას , კლარითრომიცინის მიმართმგრძნობიარენი არ არიან .

ნაჩვნებია , რომ კლარითრომიცინი ანტიბაქტერიულ მოქმედებას ახდენს შემდეგი გამომწვევების მიმართ :

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები : Staphylococcus aureus, Streptococcus Pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Listeria monocytogenes.

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები : Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophila, Pasteurella multocidis, Helicobacter pylori, Campylobacter jejuni, Moraxella (Branthamela) catarrhalis.

სხვა მიკროორგანიზმები : Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae (TWAR), Chlamydia trachomatis,

მიკობაქტერიები Mycobacterium leprae, Mycobacterium kansasii, Mycobacterium chelonae, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium avium complex (MAC): Mycobacterium avium, Mycobacterium Intracellulare.

ბეტა - ლაქტამაზას პროდუქცია არ მოქმედებს კლარითრომიცინის აქტივობაზე . მეთიცილინისა დაოქსაცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკების შტამების უმრავლესობა მდგრადიაკლარითრომიცინის მიმართაც .

კლარითრომიცინი ახდენს მოქმედებას in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობისმიმართაც ( მაგრამ კლარითრომიცინის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობადადასტურებული არ არის კლინიკური გამოკვლევებით და პრაქტიკული მნიშვნელობა გაუგებარი რჩება ):აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები – Streptococcus agalactiae, Streprococci (C, F, G ჯგუფის ), Viridans group streptococci; აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიმები – Bordetella pertussis, Pasteurella multocida; ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიმები Clostridium perfringens, Peptococcus niger, Propionibacterium acnes; ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიმები – Bacteroide melaninogenicus; სპიროქეტები – Borrelia burgdorferi, Treponema pollidum; Campylobacter – Campylobacter jejuni.

ადამიანის ორგანიზმში კლარითრომიცინის ძირითადი მეტაბოლიტია მიკრობიოლოგიურად აქტიურიმეტაბოლიტი 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინი . მეტაბოლიტის მიკრობიოლოგიური აქტივობა იგივეა ,როგორიც საწყის ნივთიერებაში , ან 1-2- ჯერ სუსტია მიკროორგანიზმების უმრავლესობის მიმართ .გამონაკლისს წარმოადგენს H.influenzae , რომლის მიმართ მეტაბოლიტის ეფექტურობა ორჯერ მეტია .საწყისი ნივთიერება და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ახდენენ ან ადიტიურ , ან სინერგიულ ეფექტსH.influenzae - ს მიმართ in vitro და in vivo პირობებში ბაქტერიების კულტურის მიხედვით .

 

ფარმაკოკინეტიკა

კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლის P450 3A (CYP3A) ციტოქრომის სისტემაით . აბსოლუტურიბიოშეღწევადობა დაახლოებით 50% შეადგენს . პრეპარატის დოზის მრავალჯერადი მიღებისას კუმულაციაარ გამოვლინდა , და ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზმის ხასიათი არ შეცვლილა .

კლარითრომიცინი უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს 70% 0.45 - 4.5 მკგ / მლ კონცენტრაციისას . 45მკგ / მლ კონცენტრაციისას შეერთება მცირდება 41%- მდე , სავარაუდოდ შეერთების ადგილების გაჯერებისშედეგად . ეს აღინიშნება მხოლოდ იმ კონცენტრაციებში , რომლებიც ძლიერ აღემატება თერაპიულს .

გახანგრძლივებული მოქმედების კლარითრომიცინის შიგნით მიღებისას დოზით 500 მგ დღეშიშესაძლებელს ხდის კლარითრომიცინისა და 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინის მაქსიმალურიკონცენტრაციების თანაბარი დონეების შენარჩუნებას სისხლის პლაზმაში .

კლარითრომიცინისა და 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინის მაქსიმალური თანასწორი კონცენტრაციები (Cmax )   პლაზმაში შეადგენს 1.3 მკგ / მლ და 0.48 მკგ / მლ შესაბამისად .

საწყისი პრეპარატის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდები შესაბამისადშეადგენდნენ 5.3 საათს და 7.7 საათს .

კლარითრომიცინის დანიშვნისას დოზით 1000 მგ (2 ტაბლეტი 500 მგ ) დღეში კლარითრომიცინისა და 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციები ( Cmax )   საშუალოდშეადგენდა 2.4 მკგ / მლ და 0.67 მკგ / მლ შესაბამისად . საწყისი პრეპარატის და მისი ძირითადიმეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდები შესაბამისად შეადგენდნენ 5.8 საათს და 8.9 საათს .

დოზების 500 მგ და 1000 მგ დღეში მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის ( Tmax )   მნიშვნელობა დაახლოვებით 6 სთ შეადგენს .

წონასწორულ მდგომარეობაში 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინის დონე არ იზრდება კლარითრომიცინისდოზების პროპორციულად , ხოლო კლარითრომიცინისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტისნახევარგამოყოფის პერიოდები დოზის გაზრდასთან ერთად იზრდება . კლარითრომიცინისფარმაკოკინეტიკის არახაზოვანი ხასიათი დაკავშირებულია 14- ჰიდროქსილირებული და N-დემეთილირებული მეტაბოლიტების წარმოქმნის შემცირებასთან უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ,რაც მიუთითებს კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის არახაზოვნებაზე მისი მაღალი დოზებისგამოყენებისას .

შარდთან ერთად გამოიყოფა დაახლოებით 40%, ხოლო ნაწლავიდან – დაახლოებით 30%.

კლარითრომიცინი და 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინი ფართოდ ვრცელდებიან ორგანიზმის ქსოვილებსადა სითხეებში . პერორალურად მიღების შემდეგ კლარითრომიცინის შემცველობა ზურგის ტვინის სითხეშიდაბალი რჩება ( ჰემატო - ენცეფალური ბარიერის ნორმალური გამტარობისას სისხლის შრატშირაოდენობის 1-2%). შემცველობა ქსოვილებში ჩვეულებრივ რამოდენიმეჯერ აღემატება შემცველობასსისხლის შრატში .

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები :

პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე ფუნქციური დარღვევებით , მაგრამ თირკმელებისშენარჩუნებული ფუნქციით კლარითრომიცინის დოზირების კორექცია საჭირო არ არის .კლარითრომიცინის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და მისი სისტემური კლირენსი არგანსხვავდება ამ ჯგუფის ავადმყოფებსა და ჯანმრთელ პაციენტებში . 14- ჰიდროქსიკლარითრომიცინისკონცენტრაციის თანაბარი დონე ადამიანებში ღვიძლის ფუქნციის დარღვევებით უფრო დაბალია , ვიდრეჯანმრთელ ადამიანებში .

თირკმელების ფუქნციის დარღვევები :

თიკმლების ფუნქციის დარღვევებისას იზრდება სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინის მინიმალური დამაქსიმალური შემცველობა , ნახევარგამოყოფის პერიოდი , კლარითრომიცინის კონცეტრაცია - დროსმრუდის ქვეშ ფართი და მეტაბოლიტის 14- OH . ელიმინაციის კონსტანტა და შარდთან ერთად გამოყოფამცირდება . ამ პარამეტრების შეცვლის ხარისხი დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციის დარღვევებისხარისხსზე .

ხანდაზმული პაციენტები :

ხანდაზმულ პაციენტებში სისხლში კლარითრომიცინის და მისი მეტაბოლიტის 14- OH დონე უფრო მაღალიიყო , ხოლო გამოყოფა უფრო ნელი , ვიდრე ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფში . ითვლება , რომფარმაკოკინეტიკის შეცვლა ხანდაზმულებში დაკავშირებულია , პირველ რიგში , კრეატინინის კლირენსისდა თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებასთან და არა პაციენტთა ასაკთან .

 

 

 

გამოყენების ჩვენებები

  • სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფექციები ( როგორებიცაა ბრონქიტი , პნევმონია );
  • სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები ( როგორებიცაა ფარინგიტი , სინუსიტი );
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები ( როგორებიცაა ფოლიკულიტი , წითელი ქარის მაგვარი ანთება );

 

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ ;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა – კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ - ზე ნაკლები ( ასეთ პაციენტებში ინიშნება სწრაფი გამოთავისუფლებისკლარითრომიცინი , 250 მგ ან 500 მგ ტაბლეტები );
  • კლარითრომიცინის მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად : ასტემიზოლი , ციზაპრიდი , პიმოზიდი , ტერფენადინი ;
  • პორფირია ;
  • ორსულობა ;
  • ლაქტაციის პერიოდი .

 

სიფრთხილით

პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით პრეპარატი სიფრთხილით უნდადაინიშნოს .

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

კლარითრომიცნის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში შესწავლილი არ არის .ცნობილია , რომ კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად . ამიტომ , კლარითრიმიცინისგამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში ,როდესაც უფრო უსაფრთხო ალტერნატივა არ არის , ხოლო რისკი , დაკავშირებული თვით დაავადებასთან, აღემატება შესაძლო ზიანს დედისათვის და ნაყოფისათვის .

 

გამოყენების წესი და დოზები

ჩვეულებრივ მოზრდილებში ინიშნება 500 მგ კლარითრომიცინი დღეში 1- ჯერ ჭამის დროს . უფრო მძიმეშემთხვევებში დოზა იზრდება 1000 მგ - მდე დღეში 1- ჯერ .

გახანგრძლივებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების დამტვრევა ან დაღეჭვა არ შეიძლება , ისაუცილებლად უნდა გადაიყლაპოს მთლიანად .

 

გვერდითი მოქმედება

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : იშვიათად – პარკუჭოვანი არითმია , პარკუჭოვანი ტაქიკარდიისადა პარკუჭების ფიბრილაციის ჩათვლით ( QT ინტერვალის გაზრდისას ).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , გულისრევა , დიარეა ,გასტრალგია , პანკრეატიტი , გლოსიტი , სტომატიტი , პირის ღრუს კანდიდოზი , ენისა და კბილებისგაუფერულება , იშვიათად – ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი , კბილების გაუფერულება შექცევადიადა ჩვეულებრივ აღდგება სტომატოლოგთან პროფესიული გაწმენდის შემდეგ . იშვიათად აღინიშნებოდაღვიძლის ფუნქციის დარღვევები , მათ შორის ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის გაზრდა ,ღვიძლუჯრედოვანი და / ან ქოლესტაზური ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე . ღვიძლის ფუნქციის ესდარღვევები შეიძლება იყოს მძიმე , მაგრამ ჩვეულებრივ ისინი შექცევადია . ძალიან იშვიათად აღინიშნაღვიძლის უკმარისობის შემთხვევები და სიკვდილი ძირითადად მძიმე თანმხლები დაავადებების და / ანწამლებით თანმხლების თერაპიის ფონზე .

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის გავლადი ტკივილი , თავბრუსხვევა , შფოთვა ,უძილობა , კოშმარული სიზმრები , შუილი ყურებში , დეპერსონალიზაცია , ჰალუცინაციები , კრუნჩხვები, შიში , იშვიათად – ფსიქოზი , გონების დაბინდვა .

გრძნობის ორგანოების მხრივ : სმენის დაკარგვის ცალკეული შემთხვევები . მაგრამ კლარითრიმიცინისმოხსნისას სმენა აღდგა . ასევე აღინიშნა ყნოსვის ცვლილებების შემთხვევები , ჩვეულებრივ გემოსშეგრძნების დარღვევების თანხლებით .

ალერგიული რეაქციები : ჭინჭრის ციება , კანის ჰიპერემია , კანის ქავილი , ანაფილაქსია , სტივენს -ჯონსის სინდრომი .

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები : ლეიკოპენია , თრომბოციტოპენია , სისხლშიკრეატინინის შემცველობის გაზრდა , იშვიათად – ჰიპოგლიკემია ( ჰიპოგლიკემიურ პრპარატებთან ერთადგამოყენებისას ).

სხვა : მიკროორგანიზმების მდგრადობის განვითარება .

 

ჭარბი დოზა

კლარითრომიცინის დიდი დოზის მიღება იწვევს სიმპტომებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ . ერთპაციენტს ბიპოლარული დარღვევით ანამნეზში 8 გ კლარითრომიცინის მიღების შემდეგ აღენიშნაფისქიკური მდგომარეობის ცვლილებები , პარანოიდული საქციელი , ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია .ჭარბი დოზის შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატისამოღება და ჩატარდეს სიმპტომური თერაპია . ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არ ახდენსარსებით გავლენას შრატში კლარითრომიცინის რაოდენობაზე , რაც ახასიათებს მაკროლიდების ჯგუფისსხვა პრეპარატებსაც .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კლარითრომიცინისა და იმ პრეპარატების ერთად მიღებამ , რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 3A (CYP3A) ციტოქრომის მონაწილეობით , შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ისეთი პრეპარატებისკონცენტრაციის გაზრდა , როგორებიცაა : ალპრაზოლამი , ასტემიზოლი , კარბამაზეპინი , ცილოსტაზოლი, ციზაპრიდი , ციკლოსპორინი , დიზოპირამიდი , საგულე გლიკოზიდები ლოვასტატინი ,მეთილპრედნიზოლონი , მიდაზოლამი , ომეპრაზოლი , პერორალური ანტიკოაგულანტები ( მაგ .,ვარფარინი ), პიმოზიდი , ქინიდინი , რიფაბუტინი , სილდენაფილი , სიმვასტატინი , ტაკროლიმუსი ,ტერფენადინი , ტრიაზოლამი , ვინბლასტინი . ურთიერთქმედების მსგავსი მექანიზმი აღინიშნებასამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას , რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემისსხვა იზოფერმენტით , თეოფილინი და ვალპროატი .

კლარითრომიცნთან ერთად თეოფილინისა და კარბამაზეპინის გამოყენებისას აღნიშნულია სისხლისპლაზმაში თეოფილინისა და კარბამაზეპინის შემცველობის ზომიერი , მაგრამ სარწმუნო ( p <0.05)მომატება .

კლარითრომიცნთან ერთად ჰიდრომეთილგლუტარილ - კოა ( ჰმგ - კოა ) რედუქტაზას ინჰიბიტორებისგამოყენებისას ( მაგ ., ლოვასტატინი და სიმვასტატინი ) აღწერილია რაბდომიოლიზის იშვიათიშემთხვევები .

კლარითრომიცნთან ერთად ცისაპრიდის გამოყენებისას აღინიშნა ციზაპრიდის კონცენტრაციის მომატება .ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება არითმია , პარკუჭოვანი ტაქიკარდია დაპარკუჭების ფიბრილაცია და ფრიალი - ციმციმი . მსგავსი ეფექტები აღინიშნა პაციენტებში , რომლებიცკლარითრომიცინთან ერთად იღებდნენ პიმოზიდს .

არსებობს შეტყობინებები პარკუჭების ფიბრილაციის შესახებ კლარითრომიცინის , ქინიდინისა დადიზოპირამიდის ერთად მიღებისას . ამ პრეპარატების ერთად დანიშვნისას აუცილებელია სისხლში მათიკონცენტრაციების კონტროლი .

კლარითრომიცნთან ერთად დიგოქსინის გამოყენებისას აღინიშნა შრატში დიგოქსინის შემცველობისმომატება . ასეთ პაციენტებში აუცილებელია შრატში დიგოქსინის შემცველობის კონტროლი .

კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის პერორალურად ერთად მიღებისას აივ - ინფიცირებულპაციენტებში აღინიშნა ზიდოვუდინის წონწსწორული კონცენტრაციის შემცირება . ვინაიდანკლარითრომიცინი მოქმედებს ზიდოვუდინის აბსორბციაზე , ამ ორი პრეპარატის მიღება უნდა დაიყოსდროში .

რიტონავირი არსებითად ანელებს კლარითრომიცინის მეტაბოლიზმს მათი ერთად გამოყენებისას . ამდროს კლარითრომიცინის Cmax 31%- ით იზრდება , მინიმალური კონცენტრაცია ( Cmin ) – 182%- ით ,ფართი კონცენტრაცია - დროს მრუდი ქვეშ – 77%- ით . აღინიშნება 14-[ R ]- ჰიდროქსი -კლარითრომიცინის ფორმირების პროცესის მნიშვნელოვანი შენელება . ამ შემთხვევაში პაციენტებშითირკმლის ფუნქციის დარღვევების გარეშე კლარითრომიცინის დოზის კორექციის აუცილებლობა არარსებობს . 30-60 მლ / წთ კრეატინინის კლირნსისას კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდესმაქსიმალურ დოზის 500 მგ 50%- ით (1 გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი ) დღეში ერთხელ .რიტონავირის გამოყენებისას არ შეიძლება ერთდროულად დღეში 1 გ - ზე მეტი დოზითკლარითრომიცინის დანიშვნა .

შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება კლარითრომიცინსა და მაკროლიდების ჯგუფისსხვა პრეპარატებს შორის , როგორებიცაა ლინკომიცინი და კლინდამიცინი .

 

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების არსებობისას აუცილებელია სისხლის შრატის ფერმენტებისრეგულარული კონტროლის ჩატარება .

სიფრთხილით ინიშნება იმ პრეპარატების ფონზე , რომლებიც მეტაბოლიზდებიან იგი ღვიძლით ( იხ .ნაწილი “ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ”).

ვარფარინთან ან სხვა არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთად დანიშვნისას აუცილებელიაპროთრომბინული დროის კონტროლი .

მრძნობელობის კვლევა

რაოდენობრივი მეთოდები , რომლებიც მოითხოვს ზონის დიამეტრის გაზომვას , იძლევა ანტიმიკრობულისაშუალებების მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის უფრო ზუსტ შეფასებას . მგრძნობელობისგანსაზღვრის ერთ - ერთი რეკომენდებული პროცედურა ტარდება დისკებით , გაჟღენთილი 15 მკგკლარითრომიცინით ( კირბი - ბაუერის დიფუზიური ტესტი ); ტესტის შედეგები ინტერპრეტირდებაგამოყენებული დისკის ინჰიბირებული ზონის დიამეტრის კლარითრომიცინის მინიმალურიდამთრგუნველი კონცენტრაციის ( მდკ ) მნიშვნელობასთან კავშირის მიხედვით .

მდკ - ს მნიშვნელობა განისაზღვრება გარემოს განზავების ან აგარდიფუზიის მეთოდით .   Haemophilus influenzae მგრძნობელობის განსაზღვრისათვის კლინიკური ლაბორატორიის სტანდარტების ეროვნულიკომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად რეკომენდებულია Haemophilus საცდელი გარემო .

ლაბორატორიული კვლევები იძლევა სამიდან ერთ - ერთ შედეგს :

1). “ მგრძნობიარე ” – შეიძლება ჩაითვალოს , რომ ინფექცია ექვემდებარება კლარითრომიცინითმკურნალობას ;

2). “ მდგრადი ” - შეიძლება ჩაითვალოს , რომ ინფექცია არ ექვემდებარება აღნიშნული პრეპარატით  მკურნალობას ;

3). “ საშუალოდ მგრძნობიარე ” – თერაპიული ეფექტი არაერთმნიშვნელოვანია , და შესაძლებელია ,დოზის გაზრდამ გამოიწვიოს მგრძნობელობა .

 

 

გამოშვების ფორმა

5, 7, 10 ან 14 ტაბლეტი მოთავსებულია პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგის ( პვქ / ალ )ბლისტერში . მუყაოს კოლოფში თავსდება 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

 

შენახვის პირობები

სია ბ . ინახება სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 300Cტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არშეიძლება .

 

გაცემის პირობები

რეცეპტით .

 

 

მწარმოებელი :

ებოტ ლაბორატორიზ შპს , დიდი ბრიტანეთი .

რუსეთში ფირმის „ ებოტ ლაბორატორიზ ს . ა .“ აკრედიტებული წარმომადგენლობა

107031, მოსკოვი , დმიტროვსკის ჩიხი , სახლი 9. ტელ .: (095) 258 42 70.

PSP გირჩევთ